x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საატესტატო გამოცდები გაუქმდა, თუმცა მისი შემცვლელი გამოცდები დაბრუნდა

საატესტატო გამოცდები გაუქმდა, თუმცა მისი შემცვლელი გამოცდები დაბრუნდა


image

ამ თემაზე განცხადებას განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე აკეთებს:


„გამოცდების მოხსნა არ ნიშნავს იმას, რომ სხვა შეფასების საფეხურები არ იქნება. ჩვენ ვამბობთ, რომ ადრეულ ასაკში უნდა გავიგოთ, ვის რა უჭირს. დაწყებითი საფეხური სრულდება მე-6 კლასში და არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი ტრანზიციისთვის, მოსწავლე გადადის საბაზო საფეხურზე, სადაც უკვე ძალიან კომპლექსური სწავლება შემოდის. აი აქ უნდა ჩატარდეს ეროვნული შეფასება, მე-6 კლასში და ასევე მე-10 კლასში, რომელიც არის ასევე გარდამტეხი ეტაპი საბაზოდან საშუალო საფეხურზე გადასასვლელად. მოსწავლემ მე-10 კლასშივე უნდა იცოდეს თავისი აკადემიური შესაძლებლობები და უნდა მიიღოს გაცნობიერებული გადაწყვეტილება კოლეჯში უნდა წასვლა თუ უნივერსიტეტში, რომელი მიმართულება უფრო აინტერესებს. მნიშვნელოვანია, რომ მე-10 კლასის შეფასება დაინერგება და პილოტირებას გაივლის წელსვე, რომელსაც ამ ეტაპზე ნამდვილად არ ექნება ჩაჭრ-არჩაჭრის ელემენტი. ეს იქნება ჩვეულებრივი შეფასება, რომელიც სადიაგნოსტიკო იქნება“, – აცხადებს ირინა აბულაძე.


ყველაზე მნიშვნელოვანი და შემაშფოთებელი ის ფაქტია, რომ იგეგმება 2020 წლისთვის, იმ მოსწავლეებისთვის, რომელთაც საატესტატო გამოცდები მოეხსნათ, ეროვნული გამოცდების პროგრამული ცვლილება.



„რაც შეეხება მე-11 და მე-12 კლასებს, არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი აკადემიური მომზადების. უნივერსიტეტები დღეს ამბობენ, რომ წლიდან–წლამდე უარესდება სტუდენტთა კონტინგენტი, წერა არ იციან, კითხვა არ იციან, აკადემიურად მზად არ არიან უნივერსიტეტისთვის. ზუსტად ეს უნდა უზრუნველყოს სკოლამ ბოლო კლასში. ახალი პროგრამა, რომელსაც ჩვენ 2020 წელს მე-11, მე-12 კლასებისთვის დავამტკიცებთ, იქნება ისეთი, როგორიც ბევრ მოწინავე ქვეყანაშია, მაგალითად ესტონეთში, ეს იქნება წინარე აკადემიური პროგრამა, რომელიც ცხადია, მოამზადებს ჩვენს ახალგაზრდებს“, – დასძინა ირინა აბულაძემ.


ერთადერთი უნივერსიტეტი საქართველოდან, რომელიც მსოფლიოს 1300-მდე უნივერსიტეტს შორის 1100-ე ადგილს იკავებს





0
782
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
782
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0