x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყნები
image ბუნებრივი რესურსები არის საქონელი, რომელიც აუცილებელია ადამიანის არსებობისთვის. ეს რესურსები გამოიყენება პროდუქტების დამზადებისა და წარმოებისთვის. მათი ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად იშვიათია ესა თუ ის რესურსი, ასევე მათ ხარისხსა და მოთხოვნაზე. ამიტომ ისინი მსოფლიოში მრავალი ეკონომიკის ხერხემალს წარმოადგენენ. მსოფლიოში ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ქვეყნებში შედის:


10. ავსტრალია

ბუნებრივი რესურსების მოპოვება არის ავსტრალიის ეკონომიკის ძირითადი შემავსებელი, რომელიც წელიწადში ეკონომიკას ავსებს 19.9 ტრილიონი დოლარით. ქვეყანა არის ერთ-ერთი ლიდერი ურანისა და ოქროს წარმოებაში და გააჩნია უდიდესი ოქროს რესურსი, დაახლოებით მსოფლიოს 14.3%, ხოლო ურანის - 46%. ავსტრალია ასევე ცნობილია რკინის მადნის, სპილენძის, ხის, ნიკელის, ალუმინის, ნავთობის, იშვიათი ლითონებისა და ქვანახშირის დიდი მოცულობით.

9. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის (DRC) საექსპორტო შემოსავლის
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა სამთო მრეწველობა. 2009 წლის მონაცემებით, ქვეყანას აქვს 24 ტრილიონი დოლარის ღირებულების მოუპოვებელი მინერალური დეპოზიტი, რომელიც აერთიანებს მსოფლიოში უდიდეს კოლონიურ რეზერვს და ასევე კობალტის მნიშვნელოვან რაოდენობას. ქვეყანა ასევე უმდიდრესია ოქროს, კალის, ალმასის, სპილენძის და კობალტის რეზერვული რაოდენობით. ამერიკული გეოლოგიური კვლევის მიხედვით, ქვეყანას დაახლოებით ერთი ტონა ლითიუმის მარაგი აქვს. 2011 წლის მონაცემებით კი ქვეყანაში 25 საერთაშორისო, ბუნებრივი რესურსის მწარმოებელი ფირმა არის დარეგისტრირებული.

8.ვენესუელა

ვენესუელა სამხრეთ ამერიკას ლიდერობს მინერალური რესურსების: ნავთობის, რკინის, ოქროს, ქვანახშირისა და ბოქსიტის წარმოებითა და ექსპორტით. ქვეყანას აქვს დაახლოებით 14.3 ტრილიონი დოლარის ღირებულების ჯერჯერობით გამოუყენებელი რესურსი. ამასთან ერთად, მას გააჩნია ერთად აღებული აშშ-ის, კანადისა და მექსიკის ნავთობის რაოდენობაზე გაცილებით მეტი. ქვეყანა, ლათინურ ამერიკაში, იკავებს მესამე ადგილს ბრაზილიისა და კოლუმბიის შემდეგ ქვანახშირის წარმოებით. მათ გააჩნიათ მსოფლიოში მერვე უდიდესი ბუნებრივი აირის რესურსი, რაც მსოფლიო რესურსის 2.7%-ია და ასევე ქვეყანა მეორეა ოქროს მოპოვებით.

7.ამერიკის შეერთებული შტატები


მინერალური რესურსების მოპოვება არც ისე აქტიური იყო კოლონიური მმართველობის დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ მე-19-ე საუკუნის დასაწყისში ეს გადაიქცა უმნიშვნელოვანეს დარგად, რამაც ხელი შეუწყო დიდი რაოდენობით რესურსების აღმოჩენას. 2015 წლის მონაცემებით ქვეყანაში 109.6 მილიარდი დოლარის ღირებულების მეტალი და ქვანხშირი, ამ სფეროში კი დაახლოებით 160 ათასი ადამიანია დასაქმებული. მსოფლიოში აშშ ლიდერობს ქვანხშირის წარმოებით, რომელზეც დაახლოებით 31% მოდის მსოფლიო ქვანახშირისა. ქვეყნის ბუნებრივი რესურსების საერთო ღირებულება 45 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რომლის 89% ქვანახშირსა და ხე-ტყეზე მოდის. ასევე ქვეყანას გააჩნია შეზღუდული რაოდენობის კუპერის, ოქროს, ნავთობისა და ბუნებრივი აირის რესურსები.

6. ბრაზილია

ბრაზილიაში ბუნებრივი რესურსები დაახლოებით 21.8 ტრილიონი დოლარის ღირებულებისაა, რომლის უმეტესი ნაწილი მოდის ურანზე, ოქროზე, რკინაზე და ნავთობზე. ბუნებრივი რესურსების მრეწველობა ქვეყანაში დაკავშირებულია ბოქსიტის, რკინის, ოქროს, კალის და სპილენძის მოპოვებასთან. ბრაზილიას აქვს პლანეტაზე ყველაზე დიდი რაოდენობის ურანი და ოქრო, ასევე ქვეყანა მეორეა მეტალის მრეწველობაში. ბრაზილიაში ყველაზე ძვირფასი და დიდი რაოდენობით არის ხე-ტყის რესურსი, რომელიც მსოფლიო რესურსის დაახლოებით 12.3%-ს შეადგენს და ასევე ქვეყანას აქვს ნავთობის გარკვეული რაოდენობაც.


5. რუსეთი

რუსული სამთო მრეწველობა მსოფლიოში უდიდესია, რომელიც გამოირჩევა ფართო სპექტრით მინერალური საწვავის, სამრეწველო მინერალების და ლითონების წარმოებით. ასევე ქვეყანა ერთ-ერთი ლიდერია ვანადიუმის, სილიკონის, პალადიუმის, აზოტის, მაგნიუმის, ლითონის ნაერთების, სპილენძის, დარიშხანის, ცემენტისა და ალუმინის წარმოებით. ბუნებრივი რესურსების საერთო ღირებულება 75 ტრილიონ დოლარს შეადგენს და ასევე რუსეთი მეორეა დედამიწის იშვიათი ლითონების წარმოებით.

4. ინდოეთი

სამთო სექტორი ინდოეთში წლიურად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5% -ს შეადგენს და სამრეწველო სექტორის მშპ-ს დაახლოებით 11%-ს. ინდოეთის სამთო და მეტალის მრეწველობამ 2010 წელს 106.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. ინდოეთში დედამიწაზე მეოთხე უმსხვილესი ქვანახშირის რეზერვებია. ასევე კირქვის, ნავთობის, ბრილიანტის, ბუნებრივი გაზის, ქრომიტის, ტიტანის საბადოსა და ბოქსიტის მნიშვნელოვანი რეზერვები. ქვეყანა მოიცავს მსოფლიო თორიუმის წარმოების 12% -ზე მეტს, ხოლო გლობალური მიქას წარმოების 60% -ზე მეტს. ინდოეთი არის მანგანუმის მადნის წამყვანი მწარმოებელი.

3. კანადა

კანადაში არის 33.2 ტრილიონი დოლარის ღირებულების ბუნებრივი რესურსები, რომელებსაც მოიცავს: სამრეწველო მინერალი (თაბაშირი, პოტვა, კირქვა და როკ მარილი), ენერგეტიკული მინერალები (ურანი და ნახშირი), ლითონები (ნიკელი, თუთია, სპილენძი და ტყვია) და ძვირფასი ლითონები (პლატინა, ვერცხლი და ოქრო). კანადაში პლანეტის მესამე უმსხვილესი ნავთობის საბადოებია ვენესუელასა და საუდის არაბეთის შემდეგ და მეორეა ურანის წარმოებით. კანადა ფოსფატისა და ბუნებრივი გაზის წამყვანი მიმწოდებელია და სიდიდით მესამეა ხე-ტყის ექსპორტით.

2. საუდის არაბეთი

საუდის არაბეთში არის 34.4 ტრილიონი დოლარის ღირებულების ბუნებრივი რესურსი, რომლის უმეტეს ნაწილს ნავთობი მოიცავს. საუდის არაბეთში ყველაზე მსხვილი ნავთობის მარაგია პლანეტზე, რომელიც გლობალური ზონის 20% -ზე მეტია. ნავთობი საუდის არაბეთში აღმოაჩინეს 1938 წლის 3 მარტს და მას შემდეგ წამყვანი ნავთობ ექსპორტიორია. ქვეყანა აკონტროლებს მე-6 უმსხვილეს ბუნებრივი აირის რეზერვებს. საუდის არაბეთში ბუნებრივი რესურსები მოიცავს ფელდსფარს, ფოსფატს, გოგირდს, ტყვიას, ვოლფრამს, მანგანუმს, სპილენძს, თუთიას, ვერცხლსა და ოქროს. ქვეყნის ეკონომიკა დამოკიდებულია მათ შემოსავალზე მათი ნავთობის ექსპორტის საწარმოდან.

1. ჩინეთი

ჩინეთი არის ფოსფატების, ვანადიუმის, ვოლდინგის, ანტიმონიის, გრაფიტის, ქვანახშირის, კალის, მოლიბდენის, ტყვიის, თუთიის და ოქროს ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი. ისინი არიან მანგანუმის, ბოქსიტის, კობალტის, ვერცხლისა და სპილენძის მეორე საუკეთესო მწარმოებლები. სახელმწიფოში ბუნებრივი რესურსების 90%-ს შეადგენს იშვიათი დედამიწის ლითონები და ქვანახშირი. დანარჩენ ბუნებრივ რესურსებს მოიცავს ხე–ტყე, სპილენძი, ბრილიანტი, ქრომი. მთლიანი ბუნებრივი რესურსები ჩინეთში 23 ტრილიონ დოლარზე მეტია.


ასევე დაგაინტერესებთ:
1. დიქტატორები და მათი შვილები
2. კადრები რომლებმაც მომავალი შეცვალა
3. უკანასკნელი კადრები მომავლის შეცვლამდე
4. მსოფლიოს გასაოცარი ადგილები: აბუ სიმბელი
5. ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლები ისტორიაში
6. მონეტები, რომლებიც მილიონრად გაქცევთ
7. მსოფლიოს ძვირადღირებული მანქანები
8. ერთ სიტყვიანი მოთხრობები, რომლებიც გულს აგიჩუყებთ
9. დიქტატორების სიკვდილი: როგორ მოლვდა 5 ცნობილი დიქტატორი
10. არა ძალადობას..!
11. ყველა დროის 5 საუკეთესო ისტორიული ფილმი
12. გიორგი ლეონიძე “ყივჩაღის პაემანი"
13. მე და ღამე
14. მეორე მსოფლიო ომი
15. დიადი მხატვრები მათი საინტერესო ფაქტებით
16. ემოციურადყველაზე მეტად დატვირთული ფილმები
17. სურათები, რომლებმაც მსოფლიო შოკში ჩაადგო
18. 5 ყველაზე გმირული ბრძოლა მსოფლიოს ისტორიაში
19. ფაქტები და უცნაურობები აინშტაინზე
20. 10 ყველაზე ცნობილი განგსტერი
21. ქვეყნების სატანკო შეიარაღება
22. კადრები, რომლებმაც მომავალი შეცვალა(ნაწილი 2)
23. ყველაფერი ლეონელ მესის შესახებ
24. ყველაფერი კრისტიანო რონალდოს შესახებ
25. კალათბურთის მსოფლიო რეკორდები
26.მსოფლიო რეკორდები ფეხბურთი(ნაწილი 2)
27.მსოფლიო რეკორდები ფეხბურთი
28. ყველაზე საშიში ქვეყნები სამოგზაუროდ
29. მაღალანაზღაურებადი ფილმები
30. მამები ყოველთვის მართალნი არიან
31. მსოფლიო საოცრებები: ანგკორ ვატი
32. დაუჯერებელია მაგრამ რეალური
33. 5 წარმოუდგენელი ბრძოლა მსოფლიოს იტორიაში
34. მსოფლიოს უსწრაფესი მანქანები
35. მსოფლიოს უმდიდრესი პოლიტიკოსები
36. 10 სასაცილო ლოგო
37. 10 უძლიერესი იარაღი მსოფლიოში
38. გამონათქვამები, რომლებიც შეცვლის შენს ცხოვრებას
39. საფეხბურთო ისტორიის 10 პენალტი
40. საუკეთესო კაპიტნები
41. აშშ-ის მიერ მოკლული 5 ლიდერი
42. ნაპოლეონის მნიშვნელოვანი ბრძოლები

ავტორი: გიგა ბურდული

0
1381
1-ს მოსწონს
ავტორი:დონ ჟუან
დონ ჟუან
1381
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0