x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სტივ ჯობსმა თავისი ბავშვური ონავრული გამოგონებით რომის პაპის გაშაყირება მოინდომა

ორი სტივი

სტივენ ვოზნიაკი და სტივ ჯობსი, როცა ერთმანეთი გაიცნეს ერთმანეთს უცბად დაუახლოვდნენ.ბიჭები იმითაც გამოირჩეოდნენ, რომ “ ელექტროხულიგნობდნენ " და ადამიანთა გაშაყირების ათასგვარ ხერხს მიმართავდნენ. ერთხელ ამის გამო პოლიციის განყოფილებაშიც ამოყვეს თავი. თუმცა ნიჭიერ ბიჭებს უფროსები მით უფრო პატიობდნენ.

image

ორი სტივის შეხვედრას ხელი ვოზის ერთმა მეგობარმა შეუწყო ხელი . გვარად ბილ ფერნანდესმა. რომელიც ვოზის მეზობლად ცხოვრობდა. წლების შემდეგ ვოზის ბიოგრაფმა დაწერა:“ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა, " სტივ ჯობსი კი იხსენებს. : “ ჩემს ნაცნობებში პირველი ადამიანი იყო ვოზი, რომელიც ელექტრონიკაში ჩემზე უკეთ ერკვეოდა, " კომპიუტერების პარალელურად მეგობრები მუსიკის სიყვარულმაც დააახლოვა.

მათ პირველ სერიოზულ გამოგონებად იქცა მორიგი ოინბაზობა. რომელიც მეგობრებმა 1971 წლის სექტემბრის ერთ კვირა დილას ჩაიფიქრეს . მათ ჟურნალში წაიკითხეს სტატია, სადაც მოთხრობილი იყო სატელეფონო ხულიგნების ამბავი. რომლებმაც საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, კერძოდ კი, კონკრეტულ სატელეფონო ქსელში ტონებისა და ხმათა სიგნალების წარმოქმნით უფასოდ დარეკვა ისწავლეს . ბიჭები იმავე ხულიგნობის ჩადენის სურვილმა შეიპყრო. სასწრაფოდ მიაშურეს მაღაზიას და იყიდეს ყველა ის დეტალი, რომელიც სიხშირეთა ანალოგიური გენერატორის ასაწყობად სჭირდებოდათ. სპეციალური დისკი ხმების გამეორების და იმგვარად ჩაწერის საშუალებას იძლეოდა, რომ სატელეფონო კომპანიის სისტემას გააცურებდა. მეგობრებს შუაღამეს ხელსაწყო უკვე მზად ჰქონდათ. პირველად ბიჭებმა ვოზის ბიძასთან ლოს- ანჯელესში სცადეს დარეკვა. მაგრამ ნომერი შეეშალათ.

image

აღმოჩნდა რომ ისევ კალიფორნიაში დარეკეს, არავინ უწყის მათი პირველი ადრესატი ვინ იყო. გიჟებივით ყვიროდნენ უფასოდ გირეკავთო და გვარიანადაც გამოილანძღნენ. ამის მერე კიდევ არაერთ ადამიანს გაეხუმრნენ. და უფრო მეტიც, გადაწყვიტეს რომის პაპის გაშაყირება, დარეკეს ვატიკანში და ჰენრი კისინჯერად წარუდგენენ. ვოზი ცდილობდა დამაჯერებელი ყოფილიყო, ის დინჯად იმეორებდა, რომ კისინჯერი იყო და პაპთან მოსკოვის სამიტიდან რეკავდა. მათ უპასუხეს, ვატიკანში ღამის ექვსის ნახევარია და პაპს ვერ გავაღვიძებთო. ხოლო როდესაც ხელმეორედ დარეკეს, ეპისკოპოსმა, რომელსაც მათი საუბარი უნდა ეთარგმნა, ბიჭებს საქმიანად უპასუხა . აქ მეგობრებმა თავი ვეღარ შეიკავეს და ისტერიულად ახარხარდნენ. ვატიკანშიც მიხვდნენ, რომ კისინჯერი კი არა, ვიღაც რეკავდა ქუჩის ავტომატიდან . ბიჭებმა ამ გამოგონებას “ ლურჯი ყუთი " დაარქვეს . ჯობსმა აღმოაჩინა, რომ ამით არა მხოლოდ თამაში, არამედ ფულის შოვნაც შეიძლებოდა.

1
94
3-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
94
  
2019, 19 თებერვალი, 1:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1