x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134374
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
„სამარცხვინოა, ლიდერი ასე გაიხრწნა, სააკაშვილი ძალაუფლების წყურვილმა ისე დაასუსტა“

image

.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გენეტიკური ტესტი ჩაიტარა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე დაწერა. პასუხების მიხედვით, ის 99%-ით ქართველი და 1%-ით ბერძენია.
.
“წვეთი სისხლი არაა ჩემში არაქართული”- ცნობისმოყვარეობამ მძლია და გავიარე ამერიკაში ძალიან პოპულარული გენეტიკური ტესტი. თითქმის 99%-ით ქართველი აღმოვჩნდი და 1%-ით - ბერძენი. ეს ტესტი ზუსტად განსაზღვრავს შენი წინაპრების წარმომავლობას, მინიმუმ ბოლო ათასობით წლის განმავლობაში. არ აღმომაჩნდა არც ერთი კვეთა რეგიონის სხვა მოსახლეობასთან. ამ კვლევის მიხედვით ირანი და თურქეთი დაკავშირებულია საქართველოსთან, ოღონდ, იმის გამო, რომ ამ ორ ქვეყანაში ისტორიულად ბევრი ქართველია.
.
აღმოჩნდა, რომ ჩემი წინაპრები საერთოდ არავისთან არ არეულან ქართველების გარდა მრავალი საუკუნის განმავლობაში და მე პირველმა დავარღვიე ეს ტრადიცია, ევროპელთან ქორწინებით ყველა მეზობელს პატივს ვცემ და რა თქმა უნდა, ყველა ეთნიკური წარმოშობის საქართველოს პატრიოტი მიყვარს, მაგრამ აბა ახლა, მოდით, იმათ გაიარონ გენეტიკური ტესტი, ვინც მუდმივად სხვა ეთნოსს მაკუთვნებდნენ და ედავონ მერე ზუსტ გენეტიკურ მეცნიერებას”– დაწერა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.
.
სააკაშვილის აღნიშნულ განცხადებას, “ტაბულა”-ს დამფუძნებელი, ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას მწვავედ აკრიტიკებს.
.
“გუშინ სარკასტულ განწყობაზე დამაყენა სააკაშვილის უბადრუკმა განცხადებამ მისი სისხლის სიწმინდეზე.
დღეს უფრო სერიოზულად ვიტყვი.
მე ნაწილობრივ ოსი ვარ.
ბებია მყავდა ოსი. ვინც გამზარდა, ის ბებია.
პატარა რომ ვიყავი, ასე 10-12 წლის, ყურადღება მივაქციე, რომ ბებიაჩემი ხშირად ამბობდა, რომ ოსია.
.
“მე ოსი ვარ” – ს რომ იძახდა, ხმაში რკინას და უცნაურ სიჯიუტეს იოლად ვატყობდი. ვხვდებოდი, რომ მისი მხრიდან ეს განცხადება იყო და არა უბრალოდ ინფორმაცია. მით უმეტეს, რომ ძალიან ახლოს ვიყავი, ასაკი არ ჰქონდა, ნებისმიერი ასაკის ადამიანთან ნახულობდა საერთოს, ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო.
.
მახსოვს ვკითხე, რატომ იძახი რომ ოსი ხარ, რა მნიშვნელობა აქვს, მე ხომ არ ვიძახი, რომ ქართველი ვარ მეთქი. მნიშვნელობა რომ არ აქვს, ზუსტად მაგიტომ ვიძახიო – მაშინ კარგად ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა, მერე მივხვდი.
.
ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც რუსეთის მზიანი პროვინცია ვიყავით, არ გვქონდა სახელმწიფო – ყველანი ვიყავით საბჭოთა. ერთადერთი გზა, ქართველი ყოფილიყავი იყო ის, რომ ეთნიკურად ქართველი ყოფილიყავი – სახელმწიფო არ გვქონდა, საქართველო, როგორც სახელმწიფო – არ არსებობდა.
.
მეორე გზაც იყო – გვარის გადაკეთება! იმისთვის, რომ “ქართველებად” წოდებულიყვნენ, ჩვენივე თანამემამულეები გვარებს იკეთებდნენ. სხვაგვარად საბჭოთა ბოროტების იმპერია მათ ქართველობის შესაძლებლობას არ აძლევდა.
.
დღეს საქართველო სახელმწიფოა – ერი სახელმწიფო.
დღეს საქართველოს მოქალაქეები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ეთნიკური წარმომავლობით, რელიგიური მრწამსით, კანის ფერით … მაგრამ ისინი ქართველები არიან.
ამიტომაა განსაკუთრებით სამწუხარო ის, რომ ლიდერი, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შექმნაში, ასე გაიხრწნა და ასეთ უმსგავს აქცენტებს სვამს.
სააკაშვილისგან არ გვჭირდება მისი წვლილის შეხსენება – ვიცი მისი წვლილი და სწორედ ამიტომ ვიყავი მისი მხარდამჭერი მაშინ, როდესაც ვიყავი.
მაგრამ ადამიანი ადამიანია, ადამიანს აქვს კარგი საწყისიც და ცუდი საწყისიც.
საბოლოო ჯამში, მისი ადამიანობა იმით განისაზღვრება რა არჩევანს აკეთებს!
პოლიტიკოსის ძალა კი იმით განისაზღრება, თუ რა გავლენას ახდენს ის მოწინააღმდეგეებზე.
.
სააკაშვილი ძალაუფლების წყურვილმა ისე დაასუსტა, რომ თავად დაემსგავსა მის მოწინააღდეგეებს და თავად იბრძვის იმ წესებით, რითაც მას ებრძოდნენ.
.
სამარცხვინოა, ნამდვილად. (გულდასაწყვეტს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ კარგა ხანია აღარ მწყდება).”, – წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
.
1
1331
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1331
  
2019, 19 თებერვალი, 1:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1