x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508146
საზარელი აკადემიკოსი, რომელიც 29 გარდაცვლილ გოგონასთან ერთად ცხოვრობდა

მოსკვინი

2011 წლის ნოემბერში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ანატოლი მოსკვინს ნიჟნი-ნოვგოროდში, საკუთარ ბინაში მიაკითხეს.


მოსკვინი იყო აკადემიკოსი, წიგნის ავტორი, სასაფლაოების ისტორიის ექსპერტი და პოლიგლოტი, რომელიც 14 ენაზე საუბრობდა. ამიტომ თავდაპირველად პოლიციელებს სურდათ, ერთ-ერთი შემთხვევის შესახებ, რომელსაც იძიებდნენ, მისთვის რჩევა ეკითხათ, თუმცა, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოდნავ მოგვიანებით ბინაში იპოვეს, მათთვის ცნობილი ყველა საშინელებათა ფილმის სცენარზე უარესი აღმოჩნდა.

მოსკვინი


45 წლის ანატოლი მოსკვინი პატარა ბინაში ცხოვრობდა, რომელიც სავსე იყო წიგნებით, ფერად-ფერადი ტანსაცმლით და სათამაშოებით. პოლიციელებს ეს ყველაფერი თავიდანვე ძალიან უცნაურად მოეჩვენათ: რაში სჭირდებოდა უცოლშვილო კაცს ბავშვის ამდენი ტანსაცმელი და სათამაშო?

მოსკვინი

ერთ-ერთ ოთახში პოლიციელებმა აღმოაჩინეს ბევრი, თითქმის ადამიანის ზომის თოჯინა, რომლებიც სავარძელზე, სკამებსა და იატაკზე იყვნენ განთავსებულები.


სუნმა და თოჯინების უცნაურმა გამომეტყველებამ დაუყოვნებლივ გააღვიძა ინტერესი პოლიციელებში.


როცა პოლიციელებმა თოჯინები უფრო დაკვირვებით შეათვალიერეს, გამაოგნებელ დასკვნამდე მივიდნენ, რამაც მრავლისმნახველ ოპერატიულ-სამძებრო განყოფილების თანამშრომლებსაც კი ძარღვებში სისხლი გაუყინა:


ეს არ იყო თოჯინები! უკლებლივ ყველა "თოჯინა" სინამდვილეში... მუმიფიცირებული სხეული გახლდათ!


ანატოლი დაუყოვნებლივ დააპატიმრეს, ხოლო მისი საზარელი საიდუმლოს შესახებ მოგვიანებით მთელმა ქვეყანამ შეიტყო.


თურმე 10 წლის მანძილზე დადიოდა ანატოლი მოსკვინი სასაფლაოდან სასაფლაოზე და ცოტა ხნის წინ გარდაცვლილ გოგონებს და ახალგაზრდა ქალებს ეძებდა. შემდეგ ჩუმად თხრიდა მათ სხეულებს და ცდილობდა, ისინი მუმიებად გადაექცია. თუ ეს შეუძლებელი აღმოჩნდებოდა და ახალგაზრდა ქალის სხეული ხრწნას განაგრძობდა, მას აკადემიკოსი დაუყოვნებლივ საფლავში აბრუნებდა ხოლმე.

მოსკვინი

ანატოლიმ გამოძიებასთან ინტენსიურად ითანამშრომლა და განაცხადა, რომ ამგვარად 150 გვამი ჰქონდა ამოთხრილი და საკუთარ სახლში მიტანილი. ამ 150 გვამიდან შიშისმომგვრელმა აკადემიკოსმა მხოლოდ 29-ის კონსერვირება მოახერხა მარილის და სპეციალური ფხვნილის გამოყენებით.


"თოჯინების გამკეთებელი, " როგორც მას მოგვიანებით პრესამ შეარქვა, გარდაცვლილ გოგონებს სახეებზე სპეციალურ ნიღბებს უკეთებდა, შემდეგ კი მანიკურით უხატავდა ნაკვთებს. ხშირად გარდაცვლილებთან ერთად ყავასაც სვამდა. საგულდაგულოდ აღნიშნავდა თითოეული ახალგაზრდა ქალის დაბადების დღეს.


ზოგიერთს მოლაპარაკე თოჯინების მსგავსი მექანიზმიც კი ჩაუმონტაჟა სხეულში.


გამოძიებამ მოგვიანებით დაადგინა, რომ ანატოლი მოსკვინს არ გააჩნდა სექსუალური ინტერესი გარდაცვლილი გოგონების მიმართ. როგორც თვითონ აკადემიკოსმა განაცხადა, მას მხოლოდ სურდა, გარდაცვლილებისთვის მარადიული სიცოცხლე ეჩუქებინა.


სანამ პოლიციას შესაძლებლობა მიეცემოდა, ყველა მუმიფიცირებული სხეულის იდენტიფიცირება მოეხდინა, ვინმე ნატალია ხარდიმოვამ განაცხადა, რომ ტელევიზიით გასულ სიუჟეტებში საკუთარი გოგონა, ოლგა ამოიცნო, რომელიც 10 წლის ასაკში გარდაიცვალა და რომელიც თურმე 1 წლის წინ დაუსაფლავებიათ მშობლებს.


გამომძებილებმა აკადემიკოსს ჰკითხეს, რატომ ჰქონდა ინტერესი გარდაცვლილი გოგონების მიმართ. აღმოჩნდა, რომ 13 წლის წინ მამაკაცს მეგობარი გოგო დაეღუპა, რასაც საშინლად განიცდიდა.


ანატოლი მოსკვინს პარანოიდული შიზოფრენია დაუდგინეს და სამკურნალოდ ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს, გოგონების გვამები კი ხელახლა დაკრძალეს.



0
10108
2-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
10108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0