x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
თავის ტკივილის მიხედვით შეგიძლიათ ამოიცნოთ რა დაავადება იმალება თქვენს ორგანიზმში
image

* თუ თავის ტკივილს ახლავს ზეწოლის შეგრძნება თვალბუდეებისა და შუბლის არეში, მოყვითალო - მომწვანო გამონადენი ცხვირიდან, ყელის ტკივილი ან ტემპერატურის მატება. შესაძლოა სინუსიტი ცხვირის ღრუს დანამატი წიაღების ანთება გქონდეთ.

image

რეკომენდაცია: გირჩევთ შინ დარჩეთ, მიიღოთ გაციების რეკომენდირებული მედიკამენტები, სუნთქვის გასაადვილნბლად მოწოდებული ცხვირის წვეთები, თუ 3 - 4 დღეში თავი უკეთ არ იგრძენით, მიმართეთ ექიმს. შესაძლოა ანტიბიოტიკები გახდეს საჭირო.


* ხომ არ გაქვთ მცირე ან საშუალო ინტენსივობის ტკივილი საფეთქლების არეში. რომელიც უმთავრესად აღმოცენდება სტრესის, გადაღლილობის ან ხანგრძლივად ერთსა და იმავე პოზაში ჯდომის დროს . ე. ი. დაძაბვის თავის ტკივილი გექვთ.

image

რეკომენდაცია: გირჩევთ მიიღოთ გამაყუჩებელი საშუალება. დავისვენოთ . გამაყუჩებელთაგან უპირატესობა იბუპროფენსა და პარაცეტამოლს ენიჭება. ზოგიერთ პაციენტს უხდება ცხელი შხაპი, ცოგიერთს ცივი ყინულის პარკის დადება.

* ხომ არ გაქვთ ინტენსიური, მოპულსირე ტკივილი, რომელსაც თან ახლავს გულისრევა ღებინება? ხომ არ უძღვის წინ მხედველობის არეში მნათი წერტილების ან ლაქების გაჩენა. თუ ასეა შაკიკია დიდი ალბათობით.

რეკომენდაცია: გირჩევთ მიმართოთ ექიმს, რათა დაგენიშნოთ მკურნალობა. მანამდე შეგიძლიათ ტკივილგამაყუჩებლები მიიღოთ . შვებას მოგგვრით დასვენება ჩაბნელებულ ოთახში. ყინულიანი პარკის დადება, მტკივანი არეების მასაჟი.

* ხომ არ აღმოცენდება ტკივილი კითხვის, ტელევიზორის ყურების ან კომპიუტერთან მუშაობის შედეგად? თუ პასუხი დადებითია დიდი ალბათობაა მხედველობის პრობლემა იყოს.

რეკომენდაცია : მიმართეთ თვალის ექიმს, შესაძლოა სათვალის შერჩევა დაგჭირდეთ.

* ხომ არ გტკივდებათ თავი როცა მშიერი ხართ? შესაძლოა მიზეზი სისხლში შაქრის შემცველობის დაქვეითება. _ ჰიპოგლიკემია.

image

რეკომენდაცია : საკვები მიირთვით მცირე ოდენობით ხშირ ხშირად, მცირე ულუფებით .

* ერთბაშად ხომ არ შეგიწყვეტიათ კოფეინიანი სასმელები . ყავა, ჩაი. ალკოჰოლის ან რაიმე მედიკამენტების მიღება. ორგანიზმი ითხოვს ამ ყველაფერს და თავის ტკივილიც ამით არის გამოწვეული.

რეკომენდაცია : მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი . რამდენიმე დღეში გაგივლით.

image


1
312
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
312
  
2019, 19 თებერვალი, 1:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1