x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ქართველებს შავკანიანი წინაპარი გვყავდა?

ბავშვები

სათაურში გამოტანილი შეკითხვის პასუხი დადებითია. დიახ, ქართველებს გვყავდა შავკანიანი წინაპარი.


მეტიც, არამარტო ქართველებს, შავკანიანი წინაპარი ჰყავდათ გერმანელებს, შვედებს, ნორვეგიელებს, ფინელებს, ირლანდიელებს, ინგლისელებს...


დიახ, ყველას წინაპარი შავკანიანი იყო. ყველა ადამიანის წინაპარი. დედამიწაზე დღეს მცხოვრები დაახლ. 7, 53 მილიარდი ადამიანიდან უკლებლივ ყველას წინაპარი შავკანიანი იყო. ჰიტლერი რაიხსტაგის შენობის წინ იაპონიის იმპერატორის მიერ ნაჩუქარი ხმლით ხარაკირს გაიკეთებდა, საკუთარი შავკანიანი დიდი ბაბუა ერთი წუთით მაინც თვალით რომ დაენახა, ხოლო დონალდ ტრამპს მთელი თავისი ქონება არ ეყოფოდა საკუთარი ისტერიკის სამკურნალოდ, თავისი დიდი ბებიისთვის თეთრი სახლის რომელიმე ფანჯარაში თუნდაც ერთხელ მაინც რომ მოეკრა თვალი.



მაგრამ შემდეგ ჩვენმა წინაპრებმა დატოვეს აფრიკა. ჰიტლერის და ტრამპის წინაპრებმაც. ეს მოხდა დაახლ. 70 000 წლის წინ. ვინც ჩრდილოეთში დასახლდა, მათ უჯრედებს თანდათან სულ უფრო ნაკლები პიგმენტი მელანინის (სწორედ ეს პიგმენტია პასუხისმგებელი კანის შავ ფერზე) გამომუშავება უხდებოდათ, რათა ულტრაიისფერ სხივებს მათ კანქვეშ შეეღწია და მოეხდინა ვიტამინ D-ს სინთეზი.


როცა ჩვენი წინაპრები საქართველოსა და სხვა ჩრდილოურ ქვეყნებში დასახლდნენ, თავდაპირველად ღია ფერის კანი იყო ანომალია; რომელიღაც ინდივიდის სხეულში რომელიღაც გენმა დაუშვა შეცდომა და აწარმოა კანის შედარებით ღია ფერი. მაგრამ ბედის ირონიით, ვისაც უფრო ღია ფერის კანი ჰქონდა, მან შეძლო, ჩრდილოური სუსტი მზის ნათების პირობებში უფრო ინტენსიურად ეწარმოებინა ვიტამინი D, შესაბამისად, სწორედ მან მიიღო უფრო ძლიერი იმუნური სისტემა და შეძლო, შავი კანის მქონე ინდივიდებზე უფრო დიდხანს ეცოცხლა, რათა საკუთარი მუტირებული გენები გადაეცა შთამომავლობისთვის, რომლებიც, თავიანთ მხრივ, კიდევ უფრო ღია ფერის კანით იბადებოდნენ და კიდევ უფრო დიდხანს ცოცხლობდნენ.


სამაგიეროდ, ჩრდილოელები დაუცველები დარჩნენ მზის ულტრაიისფერი სხივებისგან და სწორედ ამიტომაა, რომ ავსტრალიის თეთრკანიანი მოსახლეობის 2 %-ზე მეტს დღეს მელანომა ემართება.


ამრიგად, კანის ღია ფერი არის ზუსტად ისეთივე რაღაც, როგორიცაა სპილოსთვის ხორთუმი, ხოლო ჩრდილოური დათვების, მელიების, ბუების თუ სხვა ცხოველების და ფრინველებისთვის – თეთრი ქურქი თუ ბუმბული.


კანის ღია ფერი არის გარემო პირობებთან შეგუება. ისევე, როგორც კანის შავი ფერი.


თეთრკანიანები მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან 20-ჯერ უფრო დაუცველები არიან, ვიდრე შავკანიანები.



9
282
2-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
282
  
2019, 27 თებერვალი, 16:30
რად მინდა კაცო ბოდიში. :დ
2019, 27 თებერვალი, 8:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ზურმუხტისთვალება-ის კომენტარზე
2019, 19 თებერვალი, 1:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 18 თებერვალი, 19:08
კი ეგრეა კახა, თეთრკანიანად <<< ეს უფრო გადამეტებულია უბრალოდ არსებიდან გამომდინარე განიცდის მერე სახეობები კარგი გაგებით მუტაციას... პლანეტა მიწაზე პირველი ადამიანის სახეობა იყო ნორდები სკანდინავიაში, ეს ადამიანები დედამიწაზე არ გაჩდნენ, ყველა სხვა დანარჩენი სახეობა დედამიწაზე აღმოცენდა.
2019, 18 თებერვალი, 19:05
ცინიზმის გარეშე. აქ კომენტარს იმიტომ არ ვწერ რომ "მე მაგარი ვარ და შენ მტყუანი" ვარკვიო... გასაგებია, შესაძლებელია აფრიკიდანაც არის წამოსული, მაგრამ აფრიკა ხომ მაღრიბი და მაშრიკის მხარეცაა, ანუ ჩრდილოეთ აფრიკა? რა შუაშია ზეზვა და მზია და ნეგროიდული ადამიანის სახეობა? რასა არ არსებობს და რასიზმი არის კაცობრიობის ყველაზე დიდი ტყუილი ისევე როგორც ევოლუციის თეორია დარვინის, გავმეორდები - რასები არ არსებობენ იმ კონტექსტში როგორც იხმარება ამ სიტყვის მნიშვნელობა - არსებობს ადამიანის სახეობა, წინა კომენტარში ვახსენე ჰომო ერექტური - ნეგროიდები ჰომო ერექტუსის შთამომავლები არიან. ჩვენ ყველას გვაერთიაანებს ერთი ტერმინი - ადამიანი, ისევე როგორც ავჩარკას, პეკინესს, ლაბრადორს და სხვა ჯიშებს - ძაღლი! უბრალოდ ადამიანი ოთხფეხებს ვეღარ გაუტოლეს სააზროვნო ორგანოს გაცილებით დახვეწილობის და განვიტარებულობის გამო და ცრუ მეცნიერება მოუგონა ტეორიები რის გარშემოც იმსჯელებდნენ და იკამათებდნენ. შენ თუ ცოლად მოიყვან ნეგროიდს - ნიგერიიდან ან კამერუნიდან ეს არ იქნება რასობრივი აღრევა, ეს იქნება სახეობის აღრევა ცხოველურ ინსტინქტებზე უფრო გასაგებად სახეობის შეჯვარება მოხდება.
2019, 18 თებერვალი, 12:13
მ, შავკანიანი წინაპრები ხომ? აბა მე გეტყვით ერთ შავკანიანთა, დიიდ საიდუმლოს.
აშშ-ში ხანგრძლივად მომიწია ცხოვრებამ, შავკანიანი მეგობრების არაერთი მყავდა და მყავს. ჰოდა, ერთ-ერთის ცოლს (რომელნიც ჩემს გვერდით ცხოვრობდნენ) სამშობიაროში გავყევით მე და ჩემი მეგობარი გოგონა(ჩეხი). შიგნით ყველას გვიშვებდნენ, მაგრამ მე არ ვისურვე მშობიარობაზე დასწრება. ბავშვის გაჩენიდან 10წთ-ში, მამამისი უკვე გვერდში მედგა, მილოცვილ-მოლოცვილი ჩემგან, ბავშვი ბებია-ქალმა რომ გამოიყვანა და შუშის იქიდან გვაჩვენა, განვცვიფრდი - ბავშვი აშკარად თეთრი (ნუ, მუქი ხორბლისფერი, ჩვენებური გარუჯული კახელის მსგავსი) იყო:)) ამ ჩემმა შავკანიანმა მეგობარმა კი ეს საიდუმლო გამანდო, ოღონდ ნურავის ეტყვიო(ვერ შეგპირდები-მეთქი ვუთხარი მაშინვე:)) - თურმე ყველა შავკანიანი თავიდან თეთრი იბადება და მერე, 15-20 წუთში შავდება! და ეს ნამდვილია, ჩემი თვალით ვნახე:) და ბოლოს, ჰომო საპიენსთა აფრიკული წარმოშობა ჯერ-ჯერობით თეორიაა და არა აქსიომა.
2019, 18 თებერვალი, 7:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ზურმუხტისთვალება-ის კომენტარზე
2019, 18 თებერვალი, 6:26
სუსტი სტატიაა, ვიმედოვნებ ეს სტატია ავტორის მხატვრული ფანტაზიის ნაყოფია, წინააღმდეგ შემთხვევაში უამრავი ფაქტის დადება შემიძლია ამას გამამტყუვნებლად... ერთ გამოცანა გასაღებს მივცემ პატივცემულ ავტორს: ყველა ადამიანი >>> ჰომო საპიენსიდან <<< არ არის წარმომდგარი, ჩვენს გარშემო პლანეტა მიწაზე (დედამიწას რომ ეძახიან) კვლავაც არიან ჰომო ჰაბილისები და ჰომო ერექტუსები.
2019, 18 თებერვალი, 3:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 9