x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
მარტივი რეცეპტი, რომელიც თქვენს თმას ბზინვარებას და ჯანმრთელობას შემატებს
თმა წარმოადგენს სხეულის დამცავი სისტემის ნაწილს და შედგება- ძირითადად კერატინისგან. ადამიანის სხეული, მცირე გამონაკლისების გარდა (ტუჩები, ხელის გულები), მთლიანად დაფარულია თმით. ზრდასრულებს აქვთ ორი ტიპის თმა ღინღლი-მოკლე, თხელი, არაპიგმენტირებული, ე.წ. პირველადი თმა და ტერმინალური თმა, რომელიც უფრო უხეში, სქელი და ძირითადად პიგმენტირებულია. ტერმინალური თმის მაგალითია თმა წარბებზე და თავზე. ადამიანს თავზე 200 ათასი, ხოლო ტანზე 20 ათასი თმის ღერი აქვს. თხელი და სუსტი თმის ღერი – 100 გრამიან ტვირთს, ხოლო ქალის ნაწნავი 20 ტონიან სიმძიმესაც უძლებს. თმა ყველაზე სწრაფად ზაფხულში იზრდება, მისი სიგრძე წელიწადში საშუალოდ 10–15 სანტიმეტრს იმატებს. როგორც ამბობენ ჟღალი თმა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ქერა. ადამიანმა თმა რომ არ შეიჭრას, სიცოცხლის ბოლომდე, მისი სიგრძე 725 კმ–ს მიაღწევს.



image




ქალის ყველაზე ძვირფასი სამკაული იყო, არის და იქნება თმა, ამიტომ მისი ბზინვარება და სიჯანსაღე ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. რატომღაც ბევრს მიაჩნია, რომ თმის ცვენა და სიუხეშე ასაკთანაა დაკავშირებული, თუმცა ეს მოსაზრება მცდარია. თმის ხარისხი ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზეა დამოკიდებული. გარდა ამისა კი თმის ცვენასა და უსიცოცხლო ვიზუალზე დიდ როლს არასწორი მოვლა თამაშობს. მაშ, როგორ მოვუაროთ, რათა ეს უკანასკნელი ჯანსაღი და თვალწარმტაცი გავხადოთ?



image



როგორ მოვიქცეთ თმა რომ ბზინვარე გახდეს?


რჩევები, რომელთა შედეგი გაგაოცებთ:


1. შამპუნით დაბანილ თმაზე წაისვით ოთახის ტემპერატურის ლუდი. 7-10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. მსგავსი გაიმეორეთ კვირაში 2-ჯერ ორი თვის მანძილზე და აშკარა შედეგიც არ დააყოვნებს, ამასთანავე, ლუდი აქრობს ქერტლსაც.


2. როდესაც არ გაგვაჩნია სახსრები შევიძინოთ ძვირადღირებული და ეფექტური შამპუნი, გასწავლით ერთ მარტივ მეთოდს. აფთიაქში შეიძინეთ კოსმეტიკური ზეთი, რომლის 4-5 წვეთს გააზავებთ შამპუნში და დაიბანთ თავს. ის შესძენს თქვენს თმას არამარტო ბზინვარებას, არამედ სასიამოვნო სურნელსაც.


3. ორი ცალი მწიფე ბანანი და 1 კვერცხის გული ათქვიფეთ კარგად, შემდეგ ნოტიო თმაზე წაისვით, გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. თქვენი თმა წარმოუდგენლად ბზინვარე გახდება.


4. მრავალი ვარცხნილობისა და თმის მოვლის ოსტატი გვირჩევს, რომ თმის შეღებვის წინ ნახევარი საათით ადრე დავლიოთ რამდენიმე ყლუპი ღვინო ან ლუდი, რადგან ალკოჰოლი სისხლძარღვებს აფართოებს, თავში სისხლის მიწოდება ძლიერდება და თმის ძირებში ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს, შედეგად კი საღებავი თანაბრად შეიწოვება.



image




რჩევა: უპირველეს ყოვლისა, დაიბანეთ თავი 3-4 დღეში ერთხელ, რა თქმა უნდა გამონაკლისი შემთხვევაა ცხიმიანი კანი, რომელიც ასევე აცხიმიანებს თმას და ყოველ ორ დღეში დაბანა გარდაუვალია. ეცადეთ წყალი არ იყოს ცხელი, თუმცა არც ცივი და აუცილებლად დაიბანეთ მხოლოდ იმ შამპუნით, რაც მიესადაგება თქვენი ტიპის თმას. ყოველ დღე თავის დაბანა ხდება საწინდარი თავის კანის გამოშრობისა და შედეგად ჩნდება ქერტლი. ასევე დაბანილი თმა ფრთხილად შეიმშრალეთ პირსახოცით და ნუ გაიჩერებთ მას თავზე თმის გაშრობამდე. ფენით გაშრობის მეთოდი არ გამოიყენოთ ყოველ დაბანაზე, ვინაიდან ის აზიანებს როგორც თავის კანს, ასევე თქვენს თმასაც და უწყობს ხელს უფრო მტვრევადი გახდეს. კარგი იქნება თუ დაბანის შემდეგ, თმის მოვლის საშულებებს, სპეციალურ ზეთოვან ნიღბებსა და ბალზამს გამოყენებთ, რომლებიც შერჩეული იქნება სპეციალურად კოსმეტოლოგების მიერ საჭიროებისამებრ. თმის ბალანსის შესანარჩუნებლად ასევე კარგი იქნება თუ რაციონიდან ამოიღებთ გაზიან სასმელებს, ყავას და ალკოჰოლს, ან ხშირად თუ არ მიიღებთ მათ და ასევე დროდადრო მოიჭრით დაზიანებულ ბოლოებს.



image



იხილეთ აგრეთვე:



როგორ შევამოწმოთ ჯანმრთელია თუ არა ჩვენი თმა? უმარტივესი მეთოდიimage






ხრიკები, რომელთა გათვალისწინებით თავის დაბანა ყოველ მეორე დღეს აღარ მოგიწევთimage






10 მითი თმაზე, რომლის დაჯერებაც დროა, შეწყვიტოთ (აუცილებლად გაითვალისწინეთ)image






აღარასოდეს გამოიყენოთ შამპუნი, რომელშიც ეს 5 კომპონენტია- სასწრაფოდ შეამოწმეთ!image






როგორ შევაჩეროთ თმის ნაადრევი გათეთრება (გაჭაღარავება)image







1
402
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
402
  
2019, 19 თებერვალი, 1:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1