x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ვისაც უნდა, შეეწიროს პატრიოტიზმს, მე კი ამას არ ვაპირებ.- სამშობლოუარყოფილი 32 წლის ემიგრანტი ქალის წერილი

image
"უკვე 2 წელია, იტალიაში ვარ და ქართული არაფერი მომნატრებია. აქ თითოეულ ჩვენგანს ისეთ ადამიანურ პირობებში უწევს ცხოვრება, რომ თუ თავში ტვინი გაქვს, საქართველოში დაბრუნებაზე არც იოცნებებ. მხოლოდ ეგ არის, ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები მენატრება, თორემ სამშობლოსკენ ალბათ, არასდროს გავიხედავდი.

ადამიანისთვის სამშობლო ისეთი ადგილი უნდა იყოს, სადაც არსებობისთვის გამუდმებით ბრძოლა არ გიწევს, ჩემს ქვეყანაში კი ზოგი ისე კვდება, ხორცის გემო ენატრება. აბა, თითოეულმა თქვენგანმა გულში ჩაიხედოს და ისე მიპასუხოს, – ბოლოს როდის ჭამეთ ხორცი, რომელიც თუ არ ვცდები, 15 ლარი ღირს? ბოლოს როდის იყიდეთ შოკოლადი, თუნდაც – ერთი კილო საკუთარი თავისთვის და არა იმ პატარებისთვის, რომლებსაც თავს დაჰფოფინებთ, მაგრამ მაინც, ბევრი რამ აკლიათ?..
ვიდრე იტალიაში წამოვიდოდი, ბევრი ვიფიქრე, ღირდა თუ არა სამშობლოს მიტოვება, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ბოლო წუთებში სწორი გადაწყვეტილება მივიღე. სამშობლოდან შორს მყოფმა ვიგრძენი, რას ნიშნავს ნამდვილ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება; რას ნიშნავს, როცა სუნთქვას არავინ გიშლის და ყოველ ფეხის ნაბიჯზე არ გწყევლიან თუნდაც, იმისთვის, რომ შემთხვევით, მკლავით შეეხე მოქალაქეს.

აქ ყველა იღიმის, იქ კი შეჩვეული ვიყავი ამღვრეული სახეების ყურებას და მეც დამდუღრულივით, სულ კოპებშეკრული დავდიოდი. იტალიამ ღიმილი მასწავლა. აქ მივხვდი, რა დიდი ბედნიერებაა, როცა არ გიწევს იმაზე ფიქრი, თუ რას იტყვის მეზობლები შენზე.

ასე რომ, მე მიყვარს იტალია! ეს ქვეყანაა ჩემი სამშობლო, რადგან გულში ჩამიკრა, მაგნიტივით მიმიზიდა და აქედან ჩემს გაშვებას არც აპირებს. საქართველო კი ჩემს მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება იმ ნაცრისფერ ქვეყნად, სადაც ხალხი გამუდმებით ჭიანჭველასავით შრომობს, ირევა და მაინც, უმარილოდ ცხოვრობს; იმაზე მეტს ექაჩება, ვიდრე შეუძლია და ამიტომაც, გამუდმებით რაღაც აწუხებს, მაგრამ მისთვის ექიმთან მისვლა ფუფუნებაა იმიტომ, რომ ვირულ შრომაში “კაპიკს” უხდიან.
ჰოდა, ვისაც უნდა, შეეწიროს პატრიოტიზმს, მე კი ამას არ ვაპირებ. ლელა, 32 წლის”.

2
269
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
269
  
2019, 18 თებერვალი, 15:53
რას ვფიქრობ იცით? აი, ტყვეთა ყიდვა რომ იყო "გურჯისტანში" და ჩვენ რომ გულწფელად ისე გადმოგვცემდნენ, ხალხს იტაცებდნენ და ყიდიდნენო, მერე ბევრი მათგანი "კარგადაც" მოეწყო, ზოგი ეგვიპტეში და ზოგიც ვენეციაში, ახლაც ასეა ზუსტად, უბრალოდ ახლა თავისით "იკლავენ" თავს წასვლაზე. ამიტომ ეგეთი უნდა წავიდეს -"წასვლა სჯობს წარმავალისაო"- ვინც დასაბრუნებელია, თავად თუ არა, შვილი ან ნაგრამი დაბრუნდება, სხვა კი მაინც არ იყო ქართველობის ღირსი და ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, ჩვენს ქვეყანას ნურაფერს დაუშავებენ ოღონდაც. მხოლოდ კუჭის დონეზე თუ აზროვნებს, ვინც გინდა იყოს, როგორ თქვა ილიამ მისნაირზე - "კაცია ადამიანი"?
2019, 17 თებერვალი, 20:17
ყველას ვერ მოსთხოვ გმირობას და თავგანწირვას! მწარე სიმართლეს ვერ გავექცევით
0 1 2