x
image
მაკუნა
Mediator image
დაიწყება თუ არა თბილისში "ტაქსისტების" ბუნტი ?! ვის შემოჰყავს "ყვითელი ტაქსები", რა საიდუმლო გეგმა შეიმუშავა და როგორ ცდილობს მერია ე.წ. კერძო ტაქსების ბიზნესის გაკონტროლებას

imageერთადერთი ტრანსპორტი, რომელსაც ხელისუფლება ჯერჯერობით არ აკონტროლებს, ე.წ. კერძო ტაქსია _ უამრავი ადამიანი, ასაკის, სქესისა და პროფესიის მიუხედავად, საკუთარი თუ ნაქირავები მანქანით "ტაქსაობს" და ოჯახს არჩენს.

აქამდე "ტაქსაობისთვის" მხოლოდ მართვის მოწმობა და სურვილი იყო საკმარისი, თუმცა როგორც "ტაქსისტები" ამბობენ, თბილისის მერიამ უკვე შეიმუშავა გეგმა, რომლის ამოქმედების შემთხვევაშიც, ძალიან ბევრი ადამიანი, რომლის შემოსავლის ერთადერთი წყაროც «ტაქსაობაა», ულუკმაპუროდ დარჩება. ტაქსების მოსალოდნელ რეფორმაზე რამდენიმე ტაქსისტს გავესაუბრე



გოგი, 53 წლის: «_ რამდენიმე წელია, ჩემი ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყარო «ტაქსაობაა», მაგრამ როგორც გავიგე, მალე კერძო ტაქსების ლიცენზირება დაიწყება. იმასაც ამბობენ, რომ მერიას ახალი ტაქსების ნაწილი უკვე შემოყვანილი ჰყავს და კერძო ტაქტები ისეთივე სისტემით უნდა ჩაანაცვლოს, როგორც «მარშრუტკების» შემთხვევაში გააკეთა, მაგრამ არჩევნებმა გვიშველა და ცოტა ხნით, ალბათ, გაჩერდება, რადგან ამ რევოლუციური ცვლილებით ძალიან ბევრ ადამიანს გადაიმტერებს _ ერთი ტაქსისტის უკან რამდენიმესულიანი ოჯახი დგას. თუ გავითვალისწინებთ, რომ უმუშევართა თითქმის ნახევარი «ტაქსაობს», წარმოიდგინეთ, რამდენ ადამიანზეა ლაპარაკი და ამდენი ხმის დაკარგვა ხელისუფლებისათვის დიდი დარტყმა იქნება. მოკლედ, ჯერჯერობით არ გვეხებიან, მაგრამ თუ ხელისუფლებაში ისევ დარჩნენ, ჩვენც მოგვადგებიან.»



მამუკა 28 წლის:» _ მანქანა ბანკიდან გამოტანილი სესხით ვიყიდე დღე და ღამეს ვასწორებ, რომ ლუკმა-პურის ფულიც ვიშოვო და ბანკის პროცენტიც გადავიხადო... მეც გავიგე, რომ მერიამ «ყვითელი ტაქსები» შემოიყვანია. ჩვენი მამქანებით მუშაობის უფლება რომ აღარ მოგვცენ, რა უნდა ვქნა? ბანკის პროცენტს ვინ გადამიხდის? ჩემს დღეში ბევრი ადამიანია... ლიცენზია კი, ალბათ, ხელმისაწვდომი არ იქნება, ან თუ თავიანთ ტაქსებზე დაგვსვამენ, «კაპიკებს» გადმოგვიგდებენ. გაიძახიან, დასავლეთში ტაქსებს ლიცენზია აქვთო. კი ბატონო, იმას რატომ არ ითვალისწინებენ, ჩვენ რა პირობებში ვცხოვრობთ _ მართლაც, გადარჩენისთვის ვიბრძვით! უამრავი ადამიანი შიმშილით იღუპება, მაგრამ ამის დანახვა არავის უნდა. ახლა, თავისუფლად «ტაქსაობაც» რომ აკრძალონ, წარმოგიდგენიათ, რა მოხდება? რა უნდა გავაკეთოთ? ვინმე სამსახურს მოგვცემს? როგორც «მარშრუტკის» უამრავი მძღოლი დარჩა უმუშევარი, ჩვენც ასე მოგვივა, მაგრამ «ტაქსისტები» გაცილებით ბევრნი ვართ და კერძო ტაქსების აკრძალვას წარმოუდგენელი მღელვარება მოჰყვება!»



რეზო, 43 წლის: «_ აგვისტოს ომის შემდეგ, უმუშევარი დავრჩი, სამი შვილის მამა ვარ და «ტაქსაობა» დავიწყე. იმ ფაქტთან შეგუება, რომ ეკონომისტი «ტაქსისტი» გავხდი, გამიჭირდა, თან ხომ იცით, ქართული მენტალიტეტი _ ხალხი რაღაცნაირად ზემოდან გიყურებს. მოკლედ, «ტაქსისტობას» როგორღაც შევეგუე და ახლა გავიგე, რომ სპეციალური ნებართვის გარეშე, შეიძლება, ვეღარ «ვიტაქსაო». ჯერ იყო და, ბენზინი ისე გააძვირეს, რომ ტაქსების უმეტესობა იძულებული გახდა, გაზზე გადასულიყო. მანქანის გაზზე «გადაყვანა» 1 200 ლარი დამიჯდა და საამისოდ კრედიტი ავიღე... ახლა კი, თურმე, ვიღაცას მოუნდა, რომ ტაქსების ბიზნესით ფული იშოვოს. რა ლიცენზირებაზე საუბრობენ? თუ ეს მართლა გაბედეს, წინააღმდეგობას ბოლომდე გავუწევთ!»


მაკა დეკანოსიძე

გაზეთი "ქართული სიტყვა", web: www.presage.tv/

2
148
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
148
  
2012, 17 ივლისი, 0:48
თუ დარჩნენ ეგრეც იზამენ
2012, 16 ივლისი, 17:36
ეგ თუ მართლა გაკეთეს მაგრა დაენძრევა საქართველოს.
0 1 2