x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მოძღვრის ნაამბობიდან...
image

"...საჭიროა ვიზრუნოთ საკუთარ სხეულზე-ის ტაძარია სულიწმიდის, ამიტომ იგი პატივისცემასა და მოფერებას იმსახურებს"

"როცა გადავწყვეტთ, რომ ვიმოქმედოთ, სრულიად ბუნებრივია გაუთვალისწინებელი კონფლიქტები წარმოიშობა. ბუნებრვია ისიც, რომ ისინი უმტკივნეულოდ და ჭრილობების გარეშე ვერ ჩაივლიან.მაგრამ ჭრილობა შეხორცდება, ნაიარევი დარჩება, ისინი კი არსია სიკეთისა, სიცოცხლის ბოლომდე გვრჩება და გვეხმარება... თუკი რაიმე სურვილით უკან დაბრუნების დაუძლეველი სურვილი გაჩნდა, საკმარისია დავხედოთ მათ-და სურვილი გქრება. ნაიარევი ბორკილების ნაკვალევს დაგვანახებს და გვაიძულებს განვაგრძოთ სვლა წინ!"

"ორი ღმერთი არსებობს. ერთია რომელსაც მოძღვარნი გვასწავლიან, მეორე-ღმერთი, რომელიც თვითონ გვასწავლის. ღმერთი, რომელზეც ადამიანებს უყვართ ლაპარაკი და ღმერთი, რომელიც თავად გვესაუბრება. ღმერთი, რომლისაც, როგორც გვასწავლიან, უნდა გვეშინოდეს და, ღმერთი-რომელიც მიტევებაზე გვესაუბრება... ერთი– გვაშინებს იმქვეყნიური სამუდამო ტანჯვით, მეორე-გვიჩვენებს ყველაზე სწორ გზას"


"მიტევება-ორმხრივად სამოძრაო გზაა. ვინმესთვის მიტევებისას საკუთარ თავსაც ვპატიობთ. თუკი სხვათა ცოდვებისა და შეცდომებისადმი მომთმენნი ვიქნებით, უფრო გაგვიადმილდება საკუთარი მარცხისა და შეცდომების დანახვა"

"ყველა გზას ერთ ადგილამდე მივყავართ. აირჩიე შენი და მიჰყევი მას ბოლომდე. ნუ ეცდები სხვა გზაზე გადახვევას"

"ცოტათი მოეშვი. ეს არც ისე ადვილია: ჩვენ ბუნებრივი მოთხოვნილება გვაქვს ყოველთვის რაღაცა ვაკეთოთ, გვგონია, მიზანს მხოლოდ მაშინ მივაღწევთ, თუ შეუსვენებლივ ვიშრომებთ. ძალიან მნიშვნელოვანია გამოვცადოთ, და თუ მარცხი განვიცადეთ, ფარხმალი არ დავყაროთ და განვაგრძოთ სვლა. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია უფლის შეწევნის მიღება. დიდი ძალისხმევის შემდეგ სასარგებლოა უცბად შევჩერდეთ, ჩავიხედოთ საკუთარ თავში, დაველოდოთ, ვიდრე უფალი არ გამოაჩენს თავს და არ წაგვიძღვება წინ. მივცეთ მას საშუალება დროდადრო ხელში აყვანილი გვატაროს".

–პაულო კოელიო

1
113
1-ს მოსწონს
ავტორი:-გიჟი
-გიჟი
113
  
2019, 19 თებერვალი, 1:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1