სხვა სტალინის მმართველობის უკანასკნელი წელი-1953 წლის საბჭოთა კავშირის ფერადი ფოტოები 2019, 16 თებერვალი, 12:16 1953 წელი ითვლება საკვანძოდ საბჭოთა იმპერიის ისტორიაში, 5 მარტს გარდაიცვალა სტალინი, სწორედ ამის შემდეგ მთავრდება ისტორიის ერთი მონაკვეთი და იწყება ახალი გარდაქმნები, ლავრენტი ბერიას დაკავება და დახვრეტა სახელმწიფო გადატრიალების ტოლფასი იყო, რითაც წერტილი დაესვა მასობრივ რეპრესიების ეპოქას.ამჟამად საბჭოთა ეპოქის მკვლევარები ხშირად უსვამენ ხაზს იმ ფაქტს, რომ სწორედ ბერია იყო რადიკალური რეფორმების და გარდაქმნების მომხრე, რომელიც ქვეყნის შემდგომმა ხელმძღვანელობამ ბევრად უფრო მდორედ წარმართა.
ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოზე ლავრენტი ბერია სიტყვით გამოდის სტალინის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სამგლოვიარო მიტინგზე 1953 წელის მარტში, გვერდზე უდგას ხრუშჩოვი, რომელიც სულ მალე ბოლოს მოუღებს შინაგან საქმეთა მინისტრს. სტალინის დაკრძალვის ცერემონიალი ფერად კინოფირზე გადაიღეს, ყველაზე ცნობილია მათ შორის ბალტერმანცის ქრონიკა, ყურადსაღებია აგრეთვე აღმოჩენილი ამერიკელი დიპლომატის მარტინ მანჰოფის კინოფირი. ალმა-ატაში სტალინის ძეგლი გვრიგვინებით გაივსო(1953 წელი მარტი) 1953 წლის ფოტოებში რა თქმა უნდა არ შეხვდებით გულაგის ბანაკებს, მუშათა ბარაკებს და საბჭოთა ცხოვრების სხვა ჩრდილოვან მხარეებს, ფერადი ფოტო რეპროდუქციები წარმოდგენილია 1953 ჟურნალებიდან: "Огонёк" და "Советский Союз", სადაც მხოლოდ "ბედნიერ მშრომელთა" ცხოვრებაა აღბეჭდილი.მაგალითად სოფლის მაღაზია უკრაინაში. პარფიუმერული მაღაზია მოსკოვში ნგრევის შემდეგ აღდგენილი სტალინგრადი-1953 წლის აპრილი 1953 წელს გაიხსნა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კორპუსი სტალინის ეპოქის დროს ათასობით ასეთი კოხტა კოტეჯები აშენდა, რომელიც ძირითადად ომისგან დაზარალებული უსახლკარო ადამიანებს გადაეცათ, უსახური "ხრუშჩოვკების" მშენებლობა 1956 წლიდან დაიწყო. ახალმოსახლეობა, ჟურნალი "Огонёк"-ი 1953 წელი. ქარხანა "Экономайзер"-ის ზეინკალი ივან კატაშოვი, სტალინური პრემიის ლაურეატი-1953 წელი ჩკალოვის სახელობის ცენტრალური ავიაკლუბი ქალაქ ივანოვოს "პიონერთა სასახლე" კიეველი გოგონები საველე ბუფეტი მშრომელებისთვის ტურისტული ავტობუსი რიწის ტბისკენ მიემართება, აფხაზეთი, საქართველო კომბაინერთა შეჯიბრში გამარჯვებულები ტროფეი-დიზელზე მომუშავე მატარებელი ლენინგრადი-მოსკოვი ახალდაქორწინებულები ქორწინების სახლში ბავშვთა ექიმი მინსკი 1952 წელი, ომის შემდგომ დანგრეული ქალაქის აღდგენა ინტენსიურად მიმდინარეობს. ციმლიანსკი, კულტურის სახლი ვოლგა-დონის არხი, ჟურნალი "საბჭოთა კავშირის" გარეკანი 1952 წელი გაგარინის გაფრენამდე და მთვარეზე დაჯდომამდე ჯერ კიდევ წლებია დარჩენილი, თუმცა 1953 წლის ჟურნალი "Техника молодёжи" უკვე მომავლის ტექნიკურ მიღწევებს აანონსებს. 338 3-ს მოსწონს
|