x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
პოსტტრავმული სტრესული აშლილობა: შემთხვევის შესწავლა და ანალიზი
image

პოსტტრავმული სტრესული აშლილობა მიეკუთვნება შფოთვითი აშილობების რიცხვს და ტრავმული მოვლენის შემდეგ ვითარდება. აშლილობის ეს სახე სხვადასხვა ადამიანთან განსხვავებული სიმპტომებეით გვხვდება, რაც შეიძლება გულისხმობდეს განსხვავებულ ქცევით და ემოციურ სიმპტომებს, ფლეშბექებსა და ინტრუზიებს, ავტნომიურ ჰიპერაგზნებას. ტრავმულ გამოცდილებათა რიცხვში შედის ისეთი უშუალო გამოცდილებები, როგორებიცაა: სექსუალური ძალადობა, საომარი მოქმედებები, სტიქიური უბედურებები, წამება, სამხედრო ტყვეობა, ავტოსაგზაო შემთხვევები, გატაცება და მძევლად აყვანა. გარდა ამისა, შეიძლება ადამიანმა უშუალოდ არც განიცადოს, თუმცა თვითმხილველი გახდეს ისეთი მატრამვირებელი მოვლენებისა, როგორიცაა მაგალითად სხვა ადამიანზე სექსუალური ან ფიზიკური ძალადობა, ოჯახური ძალადობა, ომი, სხვადასხვა ტრაგიკული თუ უბედური შემთხვევები (American Psychiatric Association, 2013).

პოსტტრავმული სტრესული აშლილობის არსის, სიმპოტმების სპეციფიკისა და განსხვავებული მიდგომების მნიშნელობის უკეთ გადმოსაცემად, ქვემოთ განხილულია შემთხვევა (case) საშუალო ასაკის მამაკაცზე (მისი სახელი აღნიშნულია როგორც მ.), რომელსაც ტრავმული მოვლენის შედეგად განუვითარდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.

მ. 38 წლის დაქორწინებული მამაკაცი, რომელიც ცხოვრობდა ცოლთან და 3 შვილთან ერთად და ლიფტის ტექნიკოსი (შემკეთებელი) იყო ფსიქიატრუულ კლინიკაში მოხვდა ნაირობის დაბომბვიდან (ეს მოხდა 1998 წლის 7 აგვისტოს) 6 თვის შემდეგ.


სიტუაცია განვითარდა შემდეგნაირად, მ. ამ ინციდენტის დაწყებამდე მუშაობდა ამერიკის საელჩოს შენობაში, რომელიც ნაირობიში მდებარეობს. ის აკეთებდა ლიფტს 21-ე სართულზე მაშინ, როცა დაბომბვის ეპიზოდი დაიწყო. თავდაპირველად მ. ვერ გაერკვევა სიტუაციაში და ჰქონდა განცდა იმისა, რომ აღნიშნული აფეთქება ჩამრთველებზე არასწორი მანიპულაციის შედეგი იყო და საკუთარი თავი მოიაზრა დამნაშავედ. მისი ფიქრები მდგომარეობდა იმაში, რომ მან გამოიწვია ორი თავისი კოლეგის სიკვდილი. მ-მ გამორთო ჩამრთველები და გარშემო სიბნელე ჩამოწვა. რამოდენიმე წუთში, როცა კოლეგებმა მ-ს დაუძახეს, მან აღმოაჩინა, რომ ისინი ცოცხლები იყვნენ და მათთან ერთად გაიქცა კიბეებით ქვევით სართულზე. სიტუაცია მატრამვირებელი იყო იმ მხრივაც რომ ირგვლივ ძალიან ბევრი სისხლიანი, დასახიჩრებული ადამიანი იყო, რომელთა ნაწილი უძრავ მდგომარებაში, სავარაუდოდ გარდაცვლილი იყო. ასევე იგრძნობოდა საშინელი სუნი და ეს სუნი სისხლისა და აფეთქების შედეგად გამოწვეული კვამლის კომბინაცია იყო. როდესაც გარეთ გააღწიეს მ-ს გაახსენდა, რომ მან ლიფტის ჩამრთველი გათიშა, მოსვენებას არ აძლევდა იმაზე ფიქრი, რომ შეიძლებოდა ლიფტში დარჩენილი ადამიანები მის გამო დაღუპულიყვნენ, ამიტომაც ყველა სართული დაიარა რათა დარწმუნებული იმაში, რომ იქ არავინ დარჩა. ბოლოს როცა გარეთ გამოაღწია დაახლოებით 5 საათის გამავლობაში აკვირდებოდა სამაშველო ქმედებებს ადამიანების გადასარჩენად. შემდეგ სახლში წასვლა გადაწყვიტა, რათა ოჯახის წევრებს არ ენერვიულათ.

იმ ღამეს არ ეძინა, მუდმივად ფიქრობდა სისხლიან და დასახიჩრებულ ადამიანებზე. მას შემდეგ საერთოდ აკრძალა ხორცის მიღება და საკუთარი ოჯახის წევრებსაც უკრძალავდა ხორციანი საჭმლის მომზადებას. ის ძალიან სენსიტიური გახდა ხმაურის მიმართ, სამი დღის განმავლობაში კი საერთოდ არავის ნახვა უნდოდა. ამ დღეების შემდეგ იგი დაბრუნდა სამსახურში, თუმცა ერიდებოდა იმ ადამიანებთან შეხვედრას, რომლებიც ამ მატრამვირებელ მოვლენას ახსენებდნენ. აქედან ერთი კვირის შემდეგ მ-ს დაეწყო გამუდმებული ფიზიკური ტკივილი, მადის დაქვეითება, ძილის პრობლემები, სექსუალური დისფუნქცია, შიშის განცდა და უსიამოვნო გრძნობები მუცელში. მას ეშინოდა მარტო დარჩენის. აღიზინებდა კომუნიკაცია არამარტო კოლეგებთან, არამედ ოჯახის წევრებთანაც კი. როცა ამ ყველაფერმა ძალიან გააუარესა მისი მდგომარეობა და ფუნქციონირება, გადაწყვიტა მიემართა ფსიქიატრისათვსის, რათა აღმოეჩნათ მისთვის დახმარება. კლინიკაში მოხდა მისი მდგომარეობის შეფასება და დიაგნოსტირება.

image

განხილვა და მკურნალობის ეტაპები

მ.-ს შემთხვევა არის პოსტტრავმული სტრესული აშლილობის ტიპური მაგალითი, რადგანაც გამოვლინდა ის ძირითადი სიმპტომები, რაც აშლილობას ახასიათებს DSM-5-ის კრიტერიუმების მიხედვით, ესენია:

  • ინტრუზიული სიმპტომები, რაც მოიცავს ღამის კოშმარებს, ფლეშბექბს, განცდას რომ ისევ იმ სიტუაციაში ხარ.
  • ნებისმიერი ისეთი სტიმულისაგან თავის არიდება, რომელიც მატრამვირებელ მოვლენას გახსენებს. ამ შემთხვევაში ყველაზე მეტდ იკვეთებოდა ის, რომ მ-ს არ სურდა თავის თანამშრომლებთან შეხვედრა და კონტაქტი.
  • განსაკუთრებული სენსიტიურობა და აგზნება შიშის გამომწვევი სტიმულების მიმართ.
მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმას, რომ პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მქონე ადამიანები ვეღარ აგრძელებენ ცხოვრებას ჩვეულ რიტმში, ახასიათებთ ემოციური ლაბილურობა, დაღლილობის განცდა, საკუთარი ან სხვის მიმართ განხორციელებული ძალადოვბრივი ქცევა. ადამიანმა შეიძლება ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარებაც დაიწყოს სიტუაციიდან თავის დაღწევის მიზნით.

იმისათვის რომ ვიწინასწარმეტყველოთ შედეგები, უნდა გამოვყოთ პრედიქტორების დონეები, რაც ამ შემთხვევაში მოიცავს უშუალოდ მოვლენას, ტრავმის მოულოდნელობის ხარისხს, დიდი რაოდენობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობას და პერსონალურ ფაქტორებს, რაც დაავადების განვითარების პრედიქციის საშუალებას გვაძლევს, აქ შეიძლება გამოვყოთ მაგალითად ის თუ რა ფიზიკური დაზინება მიიღო ადამიანმა უბედური შემთხვევის შედეგად. ამას გარდა, ცხოვრებისეული სტრესი, ოჯახური და საზოგადოებრივი მხარდაჭერისა და თანადგომის მიმართ მიმღებლობა ან პირიქით უარყოფა.

image

მკურანლობის თავდაპირველი მიზანი იყო ყველანაირი მცდელობის მიმართვა იმისაკენ, რომ აშლილობის პროგრესირება არ მომხდარიყო და შესაბამისად მ-ს მდგომარეობა არ გართულებოდა. ამისათვის ყველაზე ოპტიმალურ გზად მიიჩნიეს დებრიფინგის ჩატარება, რომელიც საკმაოდ ხშირად გამოყენებადი ტრავმის მენეჯმენტის ტექნიკაა. დებრიფინგი ხშირად გამოიყენება ჯგუფში მუშაობისას, სადაც შეკრებილები არიან ადამიანები მსგავსი სიმპტომებით. ინსტრუქციის შესაბამისად მ. დეტალურად საუბრობდა იმაზე თუ აფეთქების მომენტში რა დაინახა, რა განიცადა და იგრძნო, როგორ დააღწია სიტუაციას თავი, როგორ განაგრძო ცხოვრება ამ მოვლენის შემდეგ. ეს ხელს უწყობს ინფორმაციის თავიდან გადამუშავებას და ადამიანის ემოციურ გამოხატვას უწყობს ხელს. ასევე ის გარემოება, რომ ჯგუფის სხვა წევრებიც განიცდიან მსგავს მდგომარეობას, აქვთ ისეთი შეგრძნებები და განცდები ამსუბუქებს ამ ადამიანების მდგომარეობას და ხელს უწყობს მათ, რომ იფიქრონ ამ სიტუაციის ნორმალურობის შესახებ. როგორც ჩანს ამ ტექნიკის გამოყენებას საკმაოდ პოზიტიური შედეგები ჰქონდა მ-სთვის.

მიუხედავად იმისა რომ დებრიფინგთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს და ზოგიერთი კვლევა ეჭვებს ბადებს მისი ეფექტურობის შესახებ, ამ შემთხვევით ხაზი ესმევა მის სარგებლიანობას და იმას, თუ რამხელა თანადგომაა, როცა ადამიანის უსმენენ არაგანსჯითი მიდგომით და მხარს უჭერენ მას.

image

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტექნიკა, რაც მკურნალობის პროცესში აქტიურად გამოიყენეს იყო ფსიქოგანათლება, რაც გულისხმობს იმას, რომ მ. ინდვიდუალურად გადიოდა კონსულტაციას იმის შესახებ თუ რას ნიშნავს გქონდეს პოსტტრავმული სტრესული აშლიშობა, რა სიმპტომები ახასიათებს მას, რა არის ნომრლაური რეაქცია ასეთ სიტუაციებში. ფსიქოგანათებამ აჩვენა საკმაოდ მაღალი ეფექტურობა მატრამვირებელი მოვლენის შემდეგ და გააუმჯობესა მ-ს მდგომარეობა.

მ-ს მკურნალობა დიდწილად კოგნიტურ-ბიჰევიორალურ თერაპიას ეყრდნობოდა. ზოგადად ის მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა შიშების, შფოთვისა და დეპრესიული სიმპტომების შემთხვევაში, რაც პრინციპში თან სდევს პოსტტრავმულ სტრესულ აშილობას.კოგნიტურ-ბიჰევიორალურ თერაპია მოიცავს სიტუაციის კოგნიტურად სწორად შეფასებას, შიშის ლოგიკურ ახნსას, მის გამომწვევ მიზეზებს და იმ პროცესს, რაც ამ შიშების შენარჩუნებას იწვევს. მ-ს შემთხვევაში აღნიშნული თერაპია ძალიან დაეხმარა პაციენტს გაეცნობიერებინა როგორ შეეცვალა ნეგატიური აზრები რაციონალური დასაბუთებული გზით. შიშის გამომწვევი სტიმულის ეტაპობრივი წარდგენა კი დაეხმარა მას ეტაპობრივად დაეძლია შიში.

საბოლოოდ შეგვიძია ვთქვათ, რომ რაც უფრო სიღრმისეულად მოხდება სხვადასხვა შემთხვევების შესწავლა, გაცილებით მარტივი იქნება გართულებული მდგომარეობების პრევენცია. ეს ცალკეული შემთხვევაც თავისუფლად შეიძლება გახდეს შთამაგონებელი სხვა ადამიანებისთვისაც, რომ უფრო მეტად წარმოაჩენსს ამ თემის აქტუალობას და გაზრდის ცნობიერებას ამ საკითხთის მიმართ.

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:გვანცა ივანიშვილი
გვანცა ივანიშვილი
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0