x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
თვითცნობიერება და მისი სახეები

image

თვითცნობიერება არსებობს ორი სახის, პირადი და საჯარო, შესაბამისად ის არის ობიექტი, რომელზეც ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას. თუ განვიხილავთ საჯარო თვითცნობიერებას, შეგვიძლია გამოვყოთ მისი ორი ასპექტი, რომლის შესწავლაც ექსპერიმენტული სახით მოხდა და საკმაოდ საინტერესო შედეგი იქნა მიღებული. რა თქმა უნდა, არსებობს დაბალი და მაღალი თვითცნობიერება, რაც შესაბამისი ქმედებებით გამოიხატება. როდესაც ექსპერიმენტის მონაწილე მამაკაცებს, რომელთაც უმაღლესი განათლება ჰქონდათ მიღებული, სთხოვეს, დაეწერათ აზრი კონკრეტულ თემაზე, მათ დაიწყეს ამის განხილვა სხვა ადამიანების გადმოსახედიდან, ეს გადმოსახედი კი მათი ფიქრებისაგან განსხვავებული იყო ძირითად შემთხვევაში, ან საერთოდ არ იცოდნენ მათი პოზიცია და ისე წერდნენ. შესაბამისად, დაბალი კორელაცია გამოვლინდა პირადსა და საჯარო თვითცნობიერებას შორის, ისინი რიგ შემთხვევებში ერთმანეთს არ აბალანსებენ (Scheier, 1980). მსგავსი შედეგები გამოვლინდა კვლევისას, როცა შეისწავლეს სტუდენტები მათი დამოკიდებულებით მოდასთან. აღმოჩნდა, რომ ადამიანებს ტენდენცია აქვთ, მნიშვნელოვნება მიანიჭონ საჯარო თვითცნობიერებას, ეს ერთმნიშვნელოვნად პირად თვითცნობიერებაზე უფრო წინ აყენებს მას, ვინაიდან მოქმედებს სოციალურად სასურველობის ფაქტორები. ადამიანები მიისწრაფვიან, იყვნენ საზოგადოებაში მიღებული, ჰქონდეთ მათთნაირი ნორმები, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი მის ჩამოყალობებაში წარსული გამოცდილებაა, თუ რა უარყოფითი და დადებითი გამოცდილება მიუღია და ახლა რა ზეგავლენას ახდენს. სტუდენტებისათვის აქტუალურ თემად შეიძლება მოდის საკითხი ჩაითვალოს, სწორედ ეს აღმოჩნდა მათი თვითცნობიერების გაგების ინდიკატორი. კვლევის შედეგად აღმოაჩინეს, რომ ისინი მნიშვნელობას ანიჭებდნენ სხვების ატიტუდებს, რაც თავის მხრივ აქცენტს აკეთებს საჯარო თვითცნობიერების უფრო მნიშვნელოვნად წარმოჩინებაზე (Jinhwa, 2009). თუმცა ფაქტი, რომ გარკვეული კვლევების შედეგად საჯარო თვითცნობიერებას უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება, პირად თვითცნობიერებას არ აკნინებს, ვინაიდან, ის ერთ-ერთი წარმმართველია ადამიანის ქცევისა, მისი საშუალებით აღვიქვამთ სხეულს, მის მდგომარეობას. თვითცნობიერების მრავალმხრივობა მეტ ფუნქციას ანიჭებს ადამიანს, მის კრეატიულ უნარებსა და სხვადასხვა სივრცეში შერწყმით განვითარებას. თვითცნობიერების მაღალი მაჩვენებელი, ხელს უწყობს თვითკონტროლს. ვინაიდან ეს ორი ერთმანეთის მაბალანსებელ ელემენტებად შეიძლება განვიხილოთ (Jane, 2009). სხეულთან დაკავშირებით ერთ-ერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ თვითცნობიერება სწორედ რომ სხეულის გამოხატულებაა, ის წარმოადგენს ჩვენი თვითცნობიერების ალტერნატიულ მხარეს, რომელსაც უნდა გააჩნდეს, როგორც ფსიქიკის, ასევე სხეულის გამოხატულებითი ნიშნები. მისი ამგვარი გამოყვანა თავისთავად ხაზს უსვამს თვითცნობიერების ხატის მნიშნელობას (CHENG, 2016).

თვითცნობიერების ხარისხის გაუმჯობესებაზე ბევრი ფსიქოლოგი მუშაობს, რომლებიც იკვლევენ როგორც მის მნიშვნელობას, ასევე სწორად გამოყენებას. მოცემული სამი ცვლადი თავისი მნიშვნელობებით აქტუალურია ჩვენს ცხოვრებაში. მათი სწორად გამოყენება ავტომატურად ნიშნავს მოვლენების ადეკვატურად აღქმას. მათთან კავშირიც ლოგიკური უნდა იყოს ამ ყველაფრისგან გამომდინარე.

0
45
1-ს მოსწონს
ავტორი:ეთუნა ქობალია
ეთუნა ქობალია
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0