x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
კრეატიულობა და მისი მნიშვნელობა

image

კრეატიულობა აუცილებელი კომპონენტია ადამიანების განვითარებისათვის. ნებისმიერი სფერო, იქნება ეს პოლიტიკა, ეკონომიკა, თუ სხვა დარგები მის არსებობას საჭიროებენ ამა თუ იმ პრობლემების ოპტიმალურად გადასაჭრელად. კრეატიულობა პირველ რიგში გულისხმობს დივერგენტულ აზროვნებას, რომელიც მრავალმხრივ და მრავალფუნქციურ აზროვნებას მოისაზრებს. მასთან დაკავშირებით არსებობს უამრავი კვლევა, რომლებიც სხვადასხვა ასპექტს უკავშირებენ მის არსებობას, ერთ-ერთი თეორიის მიხედვით კრეატიულობა ტვინის უბნების მნიშვნელოვანი ფუნქციების არსებობითაა განპირობებული. აღმოჩნდა, რომ მისი ვერბალური და ვიზუალური სახე არსებობს, ვერბალური მოისაზრებს ძირითადად გონებაში არსებულ ინფორმაციებს, რომლებიც სხვადასხვა საშუალებებითაა მიღებული, მაგალითად წიგნების, ჟურნალების, გაზეთებისა და ტელევიზიების მეშვეობით. ამ წყაროების შეჯამების შედეგად კი ყალიბდება რაღაც ბაზა, რომელიც კრეატიულ ნიშას ქმნის. მეორე ასპექტი, რომელიც ვერბალური სახითაა ცნობილი, გულისხმობს უშუალოდ კრეატიულ ქმნილებებს, იქნება ეს წერითი თუ ვიზუალური პროექტის სახით, ეს კი გამოიხატება ისეთ დარგებში, როგორიცაა ლიტერატურა, სადაც ქმნიან ლექსებს, ნოველებს, ჩანახატებს და ა.შ, ასევე სფეროები, რომლებიც კრეატიულობით არსებობენ, ესაა სკულპტურა, არქიტექტურა, ფოტოგრაფია, მხატვრობა. თუმცა, საიდან ყალიბდება და რატომ არის, რომ ყველა ადამიანი არ გამოირჩევა ამ უნარით, ჯერ კიდევ კვლევის საგანია. ბიოლოგიურ დონეზე თუ განვიხილავთ, არსებობს კვლევები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თავის ტვინის დონეზე განხილვა ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია და მისი პოპულარიზაცია უფრო და უფრო აქტუალური გახდება. ინფორმაციის გადამუშავებაში ჟანგბადის მიწოდება და სისხლის მიმოქცევის პროცესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რომლებიც ბიოლოგების აზრით ფუნდამენტური საფუძველია კრეატიულობის უნარის განვითარებისათვის. (Wenfu, 2016) ადამიანების მიერ კრეატიულობის გამოყენება თავიანთ ცხოვრებაში ადრეული პერიოდებიდან ჰქონდა სათავე, ქმნიდნენ ნამუშევრებს კედლებზე, ხატავდნენ ცხოველებს, ნახაზებს, რაც თავის მხრივ კრეატიულ ნიმუშებზე მიუთითებს, თუმცა დღევანდელი რეალობისაგან განსხვავებით, ეს ყველაფერი მათ საბაზისო მოთხოვნების დაკმაყოფილებაში ეხმარებოდათ. ხელოვნების და კრეატიულობის მთავარი ასპექტიც ხომ სწორედ ეს არის, გადმოსცენ თავიანთი შინაგანი განცდები, გრძნობები და ემოციები სხვადასხვა ხელოვნების სფეროს საშუალებებით, მისცენ მათ ფიზიკური, რეალური სახე. ჩართონ როგორც ცნობიერი, ისე არაცნობიერი პროცესები. ადრეულ ხანებში ამ ყველაფრის იმიტაციას სწორედ გარე ძალების ჩართვით ახდენდნენ, ფიქრობდნენ, რომ კრეატიული ბუნება, ნიჭი, შეექმნათ ხელოვნების ნიმუშები გარე ძალებიდან მომდინარეობდა. რაღაც, ან ვიღაც კარნახობდა მათ, რის შედეგადაც იღებდნენ სწორედ ამ მუზებს, რომლებიც რაღაც პროცესს წარმართავდნენ. სწორედ რომ ეს პროცესია კრეატიულობა, ჩანაფიქრის მომენტიდან მიმდინარე პროცესი რაიმეს შექმნამდე. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, კრეატიულობის შედეგად მიღებული ნამუშევარი ორ ძირითად ასპექტს უნდა მოიცავდეს, ერთია, რაიმე ახლის შექმნა ან თქმა და მეორე რაიმე სარგებლის მომტანი უნდა იყოს თავისი მნიშვნელობით (Pisapia, 2016). მეცნიერთა რამოდენიმე ჯგუფი კრეატიულობის დანახვას მსგავს ჭრილში უარყოფს. ისინი არასწორად მიიჩნევენ კრეატიულობის განსაზღვრებას მხოლოდ ორ ხაზოვნად, როგორიცაა ახლისა და სასარგებლოს შექმნა. კრეატიულობა აგრეთვე არის პროცესი, როცა ადამიანები თავიანთ სამუშაო პროცესში ცოდნაზე დამყარებულ ინფორმაციას უკეთებენ ინტერპრეტირებას, მაგალითად, მოსამართლეებს გამოაქვთ განაჩენი ფაქტობრივ ცოდნაზე დაყრდნობით. ისინი კონკრეტულ შემთხვევებს უკეთებენ ინტერპრეტირებას, რაც თავის მხრივ კრეატიულობის გამოვლინებაზე მიუთითებს (Robert, 2018). კრეატიული უნარების განვითარება რა საკვირველია, მრავალმხრივი პროცესია და მრავალგვარად მიმდინარეობს, ის თავისი მაშტაბურობიდან გამომდინარე სწორედ რომ მრავალ სფეროს ეხება. კრეატიული მსჯელობის პროცესი შეიძლება დამოუკიდებლად მიმდინარეობდეს, მაგრამ შესაძლებელია ეს ჯგუფურ ხასიათს ატარებდეს, რასაც brainstorming ეწოდება, ამ დროს რამოდენიმე ადამიანი მსჯელობს გარკვეულ საკითხებზე, ჩნდება საპირისპირო და ერთმანეთის განმამტკიცებელი აზრები, რომლებიც მრავალი კვლევის ჩატარების შედეგად დადასტურებულია, რომ ავითარებს აზროვნებას. თუმცა, ამას შეიძლება საპირისპირო შედეგიც ჰქონდეს, დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანები, რომელთაც თვითცნობიერების სკალაზე დაბალი მაჩვენებლები აქვთ, მსგავს აქტივობებში თავს იკავებენ. საკითხის გადაჭრისას, სადაც საჭიროა, რომ მოხდეს აზრების გაზიარება, ჩუმად არიან და კრეატიულ მხარეებს არ წარმოაჩენენ. მეცნიერები brainstorming ის შესახებ ჯერ კიდევ ატარებენ კვლევებს, უფრო მეტად სარგებელი მოაქვს ადამიანებისთვის თუ პასიურს ხდის ადამიანთა ჯგუფს (Jonge, 2017). დიდი ორგანიზაციები, რომლებიც საკუთარ თავზე იღებენ პასუხისმგებლობას, შექმნან მნიშვნელოვანი რამ, კრეატიული უნარების მაღალ მაჩვენებლებს უნდა აღწევდნენ, ეს კი თვითცნობიერების ამაღლებითა და თვითკონტროლის რეგულაციით უნდა ხდებოდეს. ვინაიდან, მსოფლიოში უმსხვლესი ორგანიზაციები მუდმივად ატარებენ ტრენინგებს დამოუკიდებელ, კრიტიკულ აზროვნებაზე, მათი მოთხოვნაა შესაბამისად, რომ უფრო მეტად იქნეს ნაკვლევი ეს საკითხები. მეცნიერები ეძებენ პოზიტიურ კავშირებას კრეატიულობასთან. აღმოჩნდა, რომ დადებითი განწყობები, დამოკიდებულებები და შეგრძნებები კრეატიულობას უფრო ფართო გზას აძლევს (Politis, Houtz, 2015). თუმცა არსებობს აგრეთვე შემაფერხებელი ფაქტორები, რომლებიც კრეატიულობის განვითარებას ხელს უშლიან. სამსახურის პირობებში გადაღლილობის შეგრძნება ხშირია, რაც თვითკონტროლის მაჩვენებელს ერთი ორად ამცირებს. ამან შეიძლება ახალი იდეების განვითარებას ხელი შეუშალოს და ვერ მოხდეს არსებული მარაგის რეალიზება პრაქტიკაში (McKersie, 2018). ეს პროცესები გონებაში მიმდინარეობს, როგორც კრეატიულობის შემშლელი, ასევე ხელის შემწყობი. გონება გარე ფაქტორების ზეგავლენით იმართება, რაც თავის მხრივ შესაბამის უკუკავშირს იძლევა. მაგალითად ნარკოტიკების ზეგავლენის შედეგად კრეატიულობის მაჩვენებელი შესაძლებელია შემცირდეს და ამან თვითკონტროლის მაჩვენეებელი დაწიოს, გარდა ამისა გამოიწვიოს თვითცნობიერების დადაბლება. ასევე არსებობს 9 პოზიტიური ფაქტორი, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ კრეატიულ აზროვნებაზე და მის შედეგად მიღწეულ პროცესებზე. სწორედ მათი სიმრავლე და სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია ქმნის კრეატულობას განსაკუთრებულს (Arieti, 1976). კრეატიულობა გარდა ამისა სინთეზს ახდენს ფსიქოანალიზთან, ერთ-ერთი მკვლევარი, სტეისი ამბობს, რომ კრეატიულობისათვის ყოველთვის, ყველგან არსებობს ადგილი და მისი არსებობა აუცილებელია. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ინოვაციურობა, მისი მასულდგმულირებელი ელემენტია (Stacey, 1996). სიახლე, საიდან შეიძლება არსებობდეს, პიროვნების ძიებიდან, მისი მცელობებიდან, განვითარდეს, ეს კი თავის მხრივ კიდევ ერთ, ერთ-ერთ ბაზისურ მოთხოვნილებას უკავშირდება, ეს არის მაღალი თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის სურვილი. ადამიანებს უფრო მეტად აქვთ თვითკონტროლის მაღალი ნიშნული, რაც უფრო ხედავენ, რომ გარშემო ყველაფერი მათი გეგმის მიხედვით მიდის. ასევე თვითცნობიერება ლაგდება თავის კალაპოტში, რაც გამოიხატება ადეკვატური წარმოდგენებით თავიანთი სელფის მიმართ. თუმცა, ისე, როგორც ყველა სფეროში, კრეატიულობასაც აქვს განსაკუთრებული გამონაკლისები. რა ხდება იმ ადამიანების პიროვნებებში, რომელთაც კრეატიულობის განსაკუთრებული გამოვლინებები ქონდათ. ასეთი შემთხვევები ერთეულებია, როცა შეიქმნა საუკუნოვანი ნამუშევრები, როგორც პოეზიაში, სკულპტურაში, მხატვრობაში, ერთ-ერთი ამის მაგალითი ვან გოგია. მისი მაღალი კრეატიულობა უშუალოდ მის ნამუშევრებში გამოიხატება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი უნარები მემკვიდრეობით არის მეტწილად მიღებული და მისი ამ დოზით შეძენა არ ხდება. ეს ერთეული ადამიანები ცხოვრების მინიმალური დონით კმაყოფილდებოდნენ და მათი მთავარი მიზანი სწორედ კრეატიული უნარების დაკმაყოფილება იყო, რაც მათზე მუშაობითა და მათი შექმნით გამოიხატებოდა. რა ხდებოდა ამ დროს მათ თვითკონტროლთან და თვითცნობიერებასთან. რა საკვირველია, ქონდათ დაბალი თვითკონტროლი, ვინაიდან მათთვის მნიშნელოვნებას არ წამოადგენდა გარემოდან მიღებული ელენემტები, შესაბამისად მათზე რეაგირებაც ნაკლებად გამოიხატებოდა. რაც შეეხება თვითცნობიერებას, აქაც მათ, როგორც საკუთარი თავის გადმოსახედიდან, ასევე გარემოს მხრიდან აღქმული ქონდათ საკუთარი სელფი, არა როგორც კონკრეტული საზოგადოების ნაწილი, არამდედ, დამოუკიდებელი ადამიანები, რომელთაც სხვა საბაზისო მოთხოვნილებები გააჩნდათ (Covin, 1974). ადრეულ ეპოქაში მსგავსი შედევრებით ძირითადად მამაკაცები იყვნენ გამორჩეულები, თუმცა ახლა გამოვლინდა, რომ ზოგადი კრეატიული მონაცემებით ქალები უფრო გამოირჩევნიან, ხოლო კაცები უფრო მეტ ფაქტობრივ ინფორმაციას ფლობენ (Mierdel, Bogner, 2018). ეს ერთგვარად სენსიტიურობასთან არის დაკავშირებული, ტენდენციის მიხედვით ქალებს თვითკონტროლის უფრო დაბალი მაჩვენებელი აქვთ ვიდრე მამაკაცებს, შესაბამისად, მაღალი კრეატიულობის მქონე ადამიანებს თვითკონტროლის დაბალი მაჩვენებელი აქვთ.

კრეატიულობის მნიშვნელოვნება ჩვენს ცხოვრებაში მოცემული კვლევებით დადასტურებულია, ის ადგილს იკავებს სხვადასხვა სფეროში და ეს ადგილი საკმაოდ ფუნდამენტურია. იქიდან გამომდინარე, რომ დრო და დრო მისით დაინტერესება კიდევ უფრო მეტად ხდება, მიუთითებს რომ ჩვენი ცხოვრების წარმმართველ ნიშად ყალიბდება. კრეატიულობა დღეს დღეისობით პირველ რიგებშია ადამიანებისათვის აუცილებელ თვისებების სიაში.

0
64
1-ს მოსწონს
ავტორი:ეთუნა ქობალია
ეთუნა ქობალია
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0