Quiz "არაჩვეულებრივი გამოფენა" და სხვები- რამდენად კარგად იცნობთ ელდარ შენგელაიას შემოქმედებას? 2019, 26 იანვარი, 12:36 26 იანვარს 85 წელი შეუსრულდა გამოჩენილ ქართველ კინორეჟისორს ელდარ შენგელაიას, ავტორი ისეთი კინოშედევრებისა, როგორებიცაა :"არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“ და სხვები. ელდარ შენგელიას სხვადასხვა დროს მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო ჯილდო და საპატიო პრემია, არის საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. “არაჩვეულებრივი გამოფენის”, “შერეკილების” თუ "ცისფერი მთების" დიალოგები ლამისაა მთელმა საქართველომ ზეპირად იცის, ფილმები რომელიც ალეგორიული ხასიათისაა და როგორც ეს იგავს შეეფერება, ზნეობრივ-დამრიგებლური დასკვნებიც თან ახლავს. Quiz-ში10 კითხვაა სამი სავარაუდო პასუხით, გაერთეთ და გაუზიარეთ მეგობრებს. 575 7-ს მოსწონს
|