x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
პატარა ბავშვის "დესანტირება" სავარძლიანად მანქანიდან გზაზე

image ვერ წარმომიდგენია თუ როგორი იდიოტები უნდა იყვნენ პატარა ბავშვის მშობლები, რომლებმაც სპეციალურ საბავშვო სავარძელში ჩასმული ბავშვის სავარძელი მანქანის სალონში შესაბამისი ქამრებით არ დაამაგრეს.
არც მანქანის კარები დაუბლოკეს, ბავშვი სავარაუდოდ მიწვდა მანქანის კარის სახელურს და კარი სწორედ იმ მომენტში გააღო, როცა მანქანა მოსახვევში შედიოდა.ეტყობა ბავშვის მშობლები საუბარში ისე იყვნენ გართულები, რომ არც კი დაუფიქსირებიათ ბავშვის გადმოვარდნა.
საბედნიეროდ აღნიშნული მანქანის უკან მიმავალმა მანქანამ მოასწრო დამუხრუჭება და ბავშვი, რომელსაც არანაირი დაზიანება არ მიუღია გზიდან ტროტუარზე გადაიყვანა გაჩერებული მანქანის მძღოლმა.
იქ ბავშვი მასავით გაჩერებულ სხვა მძღოლს ჩააბარა, თავად მანქანა გზიდან გადაიყვანა და პარკირებაზე დააყენა, თვითონ კი ბავშვისაკენ გაემართა.
რამდენიმე წუთში ბავშვის მშობლებიც მობრუნდნენ ავტორის თქმით, თუმცა პარკირებაზე დაყენებული მანქანის რეგისტრატორის მიერ გადაღებულ ვიდეოში ეს მომენტი არ ჩანს.
საქმეში ჩაერია პოლიცია და ბავშვის მშობლებს საკმაოდ დიდი პრობლემები ელით კანონის მხრიდან.
რაც მთავარია ბავშვი გადარჩა და გაკვეთილად გამოადგება ბევრ მშობელს, რომელსაც ანალოგიურ მდგომარეობაში გადაჰყავს ბავშვი მანქანით გადაადგილებისას.
თავად ვიდეომ კი ინტერნეტმომხმარებლების მძაფრი რეაქცია გამოიწვია, ისინი აკრიტიკებენ ბავშვის მშობლებს, რომლებმაც სიფრთხილე არ გამოიჩინეს ბავშვთან დაკავშირებით.

0
70
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0