x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"ევროკავშირში ორი ცივილიზაცია იქნება" - იტალია-უნგრეთი გერმანია-საფრანგეთის წინააღმდეგ?

image

22 იანვარს გერმანიამ და საფრანგეთმა ქალაქ აახენში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ აახენის ხელშეკრულება გერმანულ-ფრანგული თანამშრომლობის საფუძველია და ბერლინი და პარიზი ვალდებული არიან, ერთმანეთს ნებისმიერი სახის, მათ შორის სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ორი ქვეყნის ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებას, რაც საერთო წესებით, გერმანულ-ფრანგული ეკონომიკური ზონის შექმნას გულისხმობს. შეთანხმების მიხედვით, საფრანგეთი და გერმანია თანხმდებიან, ერთიანი პოზიცია შეიმუშაონ და ერთობლივი განცხადებები
გაავრცელონ ევროკავშირის მნიშვნელოვან საკითხებზე.

ორი ქვეყანა ასევე ერთობლივად იმოქმედებს გაერო-ში.

შეთანხმება მოიცავს ეკონომიკას, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, განათლებას, კულტურას, ტექნოლოგიებს, კლიმატს და სასაზღვრო ზონაში თანამშრომლობის გაძლიერებას.
რამდენად წარმოადგენს ეს პასუხს იტალიის პრემიერ მინისტრისთვის ძნელი სათქმელია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 9 იანვარს მატეო სალვინიმ ახალი, ევროპული
გაზაფხულის (არაბული გაზაფხული და მისი შედეგები ყველას გვახსოვს) შესახებ ისაუბრა ვარშავაში სტუმრობისას. ახალი ევროპული გაზაფხული კი ჭეშმარიტ ქრისტიანულ ღირებულებებზე იქნება დაფუძნებული. ასეთია სალვინის ხედვა. მართალია პოლონეთმა ახალი კავშირისა თუ ღერძის შექმნაზე საუბრისგან თავი შეიკავა, სამაგიეროდ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გამოთქვა იმედი და მიესალმა იტალიურ-პოლონური ალიანსის შექმნას, რომელსაც უნგრეთიც დაუჭერს მხარს, სალვინის კი გმირი უწოდა.

"ევროკავშირში ორი ცივილიზაცია იქნება - ერთი შერეული ისლამურ-ქრისტიანული დასავლეთში და მეორე ტრადიციული, ევროპულ-ქრისტიანული ცენტრალურ ევროპაში" - ასეთი იყო ორბანის შეფასება. "დიდ იმედებს ვამყარებ იტალიურ-პოლონურ თანამშრომლობაზე. ყელში ამომივიდა რომ ევროპის სახალხო პარტია (EPP) მხოლოდ ლიბერალებთან თანამშრომლობს. ევროპის სახალხო პარტიისგან მარჯვნივ უნდა გავიხედოთ". წაიკითხეთ ვრცლად
0
125
1-ს მოსწონს
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0