x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
"მე ძალიან მეშინია" - ლა-მანშზე დაკარგული არგენტინელი ფეხბურთელის უკანასკნელი სიტყვები

image

თვითმფრინავმა, რომელიც ორშაბათს საღამოს საფრანგეთის ქალაქ ნანტიდან, ბრიტანეთის კარდიფში მიფრინავდა, გაუჩინარდა. ლა-მანშზე ნორმანდსკის კუნძულებთან ფრენისას თვითმფრინავთან კავშირი გაწყდა. საფრანგეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ერთ-ერთი მგზავრი იყო 28 წლის არგენტინელი ფეხბურთელი ემილიანო სალა, რომელმაც გასული კვირის დასასრულს 155 მილიონ ფუნტი სტერლინგის საფასურად "ნანტიდან "კარდიფ სიტში" გადავიდა.

ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელი თვითმფრინავის გაუმართავ მდგომარეობაზე გაფრენამდე წერდა და აღიარებდა, რომ სიცოცხლის საფრთხის გამო სერიოზულად ეშინია. ამის შესახებ, სპორტსმენი აუდიო შეტყობინებაში მიუთითებდა, რომელიც მან მესენჯერში გამოაგზავნა.- იუწყება არგენტინის გამოცემა Clarin-ი.

ემილიანო სალა: "მე ვაპირებ კარდიფში გაფრენას თვითმფრინავით, რომელიც ისე გამოიყურება, თითქოს მალე დაიშლება. თუ საათნახევრის შემდეგ ჩემგან ინფორმაცია არ იქნება, არ ვიცი, ვინმეს გამოაგზავნიან თუ არა ჩემს საძებრად, რადგან ისინი ვერ მიპოვიან, თუმცა ... თქვენ უკვე იცით ეს. მამა! მე ძალიან მეშინია".

ძებნის ოპერაცია გრძელდება. ცნობილია, რომ მაშველებმა იპოვეს ნარჩენები, რომლებიც შესაძლოა, თვითმფრინავების ფრაგმენტები აღმოჩნდეს. ჯერჯერობით, მგზავრების შესახებ ინფორმაცია არ არის.


0
162
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0