x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
წიგნები, მუსიკა და გართობა - „ბარი-ბარში“ ლიბერთინსის მორიგი წვეულება გაიმართება
image


„ლიბერთინსის“ წვეულება

23 იანვარს 18:00 საათზე „ბარი-ბარში“ (გერონტი ქიქოძის #9) „ლიბერთინსის“ წვეულება გაიმართება. გელით უამრავი სიურპრიზი და სასიამოვნო საღამო, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია.


„ლიბერთინსი“ არის თინეიჯერების ჯგუფი, რომელიც კითხულობს და არჩევს მათ თაობაში თანამედროვე, პოპულარულ, უცხოურ ლიტერატურას, რომელსაც შემდგომ გამომცემლობა „პალიტრა L“ ქართულ ენაზე გამოსცემს.



„პროექტის „ლიბერთინსი“ მიზანია, თინეიჯერებში წიგნიერების დონის ამაღლება და მათი წიგნთან უფრო მეტად დაახლოვება. პროექტის წარმართვაში, თვითონ თინეიჯერები, „ლიბერთინსელები“ გვეხმარებიან. ისინი ირჩევენ წიგნებს, რომლებიც სურთ, რომ ქართულ ენაზე ითარგმნოს“ _ ამბობს „ლიბერთინსის“ მარკეტინგის მენეჯერი, ნიკოლოზ დვალიშვილი.


image


23 იანვარს წვეულებაზე ახალი „ლიბერთინსელების“ წარდგენა გაიმართება. ასევე, მოეწყობა პრეზენტაცია „ლიბერთინსის“, მისი სამომავლო გეგმებისა და ახალი წიგნების შესახებ; ფასდაკლებით გაიყიდება შემდეგი წიგნები: „სამუდამოდ გიკი“, „მინაუ ბლაის წმინდა ტყუილები“ და „მკვლელობაში ეჭვმიტანილის აღსარება“. ეს უკანასკნელი არა მარტო საინტერესო სიუჟეტით, არამედ საინტერესო ყდითაც გამოირჩევა. ის მეტალისაა და გამოსახულებას ირეკლავს.


დაგეგმილია, აგრეთვე, გასართობი თამაშები _ ე.წ. „party games“, რომელთა გამარჯვებულებიც პრიზებით დასაჩუქრდებიან.


წვეულებაზე ფოტოკონკურსის „ახალი წელი ლიბერთინსთან ერთად“ გამარჯვებულებიც დაჯილდოვდებიან. კონკურსანტები მონაწილეობას იღებდნენ მათ მიერ გადაღებული საახალწლო თემატიკის ფოტოებით, სადაც „ლიბერთინსის“ ერთ-ერთი წიგნიც იყო აღბეჭდილი. 14 იანვარს, სოც. ქსელში ხმის მიცემის გზით, 2 გამარჯვებული გამოვლინდა. მათ, „ლიბერთინსის“ წვეულებაზე, კომპანიის „Sami” ვირტუოზი მხატვრების მიერ ხელით შესრულებული პორტრეტები გადაეცემათ.


წვეულებაზე გაიმართება ლუკა მამნიაშვილის სოლო კონცერტი.


იხილეთ ღონისძიების ბმული


0
4
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0