x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს თებერვალში?

image
1. ვერძი
- სპონტანურობა გჩვევიათ, მაგრამ თებერვალი ის თვეა, როცა სპონტანური გადაწყვეტილებები წარმატებას ვერ მოგიტანთ. იყავით უფრო მომთმენები, სანამ კონკრეტულ ნაბიჯს გადადგამთ, ჯერ კარგად დაფიქრდით. გამოიჩინეთ უფრო მეტი ორგანიზებულობა. მხოლოდ იმ ვერძებს გაუმართლებთ თებერვალში, რომლებიც წესებს მიჰყვებიან და ქაოსს თავს აარიდებენ.


2. კურო - დაიწყეთ საქმე, რომლის გაკეთებაც დიდი ხანია გინდათ. ის აუცილებლად მოგიტანთ წარმატებას. იყავით უფრო მეტად აქტიურები. შესაძლოა, ოჯახურ ურთიერთობებში შეგექმნათ პრობლემები, მაგრამ ეცადეთ ემოციური მდგრადობის შენარჩუნებას. დეპრესიის დრო ახლა არ გაქვთ.


3. ტყუპები - უფრო მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, საყვარელ ადამიანს. კარგი იქნება, თუ კარიერაში მცირე პაუზას აიღებთ და მთელ ენერგიას საყვარელ ადამიანებს მოახმართ. ეს თქვენც გჭირდებათ და თქვენთვის ძვირფას ადამიანებსაც. შედეგად, პოზიტივით დაიმუხტებით და სამომავლოდ უფრო ნაყოფიერად შეძლებთ მუშაობას. შესაძლოა, წარსულიდან ისეთმა ადამიანებმა შეგახსენონ თავი, რომლებმაც ტკივილი მოგაყენეს. არ შემოუშვათ ისინი თქვენს ახალ ცხოვრებაში.

4. კირჩხიბი - შესანიშნავი დროა მოგზაურობისთვის და ურთიერთობების მოგვარებისთვის. თებერვალში ისეთი რამ მოხდება თქვენს ცხოვრებაში, რაც დაგანახვებთ, თუ რა გინდათ რეალურად სასიყვარულო ურთიერთობისგან, რას ეძებთ. ყველაფერი უფრო მკაფიო და ნათელი გახდება. იგრძნობთ უფრო მეტ თავდაჯერებულობას და რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას უფრო მარტივად შეძლებთ.


5. ლომი - დროა, პირადი ცხოვრება მოაგვაროთ. თებერვალი ამის შესანიშნავ შესაძლებლობას მოგცემთ. მთავარია დაინახოთ და გამოიყენოთ შანსი. თებერვალი ლომებისთვის სიყვარულის თვე იქნება. მოაგვარებთ არეულ ურთიერთობებს, თუ მარტოხელა ხართ, შეხვდებით განსაკუთრებულ ადამიანს. გამოიჩინეთ ურთიერთობაში პატიოსნება და ნახავთ, რომ ყველაფერი იდეალურად გექნებათ.

6. ქალწული - როგორც ცნობილია, კომუნიკაციის განსაკუთრებული უნარით გამოირჩევით, მაგრამ თებერვალში სწორედ ამ თვალსაზრისით შეგექმნებათ პრობლემები. თვენი კომუნიკაცია ვერ იქნება ისეთი ეფექტური, როგორც აქამდე და არასწორ დროს წარმოთქმულმა წინადადებებმა, შესაძლოა, როგორც სამსახურებრივ, ასევე პირად ურთიერთობებში პრობლემები შეგიქმნათ. ამიტომ, გამოიჩინეთ სიფრთხილე ისე, როგორც არასდროს.

7. სასწორი - თებერვალი თქვენთვის განტვირთვის თვე იქნება. იგრძნობთ სიმშვიდეს, შეძლებთ თავისუფლად და მშვიდად სუნთქვას. ყველა დარდი, დეპრესია თავისით გაქრება. მეგობრებისგან, საყვარელი ადამიანისგან ელოდეთ წარმატების მომტან შესაძლებლობას. იპოვით ნამდვილ ბალანსს და ჰარმონიას.

8. მორიელი – დროა, სამყაროს თქვენი მაგიური ძალა აჩვენოთ. ჩრდილში ყოფნის დრო დასრულდა. იქნებით ორგანიზებულები და უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებით საქმეს, რაც წარმატებას მოგიტანთ. იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას და იქნებით მუდმივად ტონუსში. მოიშორეთ ყოველგვარი ნეგატივი, წარსულის მძიმე გამოცდილება და გადადგით თამამი ნაბიჯები მომავლისკენ.

9. მშვილდოსანი - სამყარო თქვენგან ითხოვს უფრო ღრმად დაფიქრებას - უნდა გაერკვეთ, რას ეძებთ, რა გინდათ, რისთვის დგამთ ამა თუ იმ ნაბიჯს. მიენდეთ ინტუიციას, რადგანაც თებერვალში ის განსაკუთრებით გამძაფრებული გექნებათ და შეუძლებელია, რომ სწორ გადაწყვეტილებამდე არ მიხვიდეთ. იპოვით პასუხებს კითხვებზე. გირჩევთ, უფრო მჭიდრო ურთიერთობა გქონდეთ ოჯახის წევრებთან.

10. თხის რქა - თებერვალი დიდ წარმატებას მოგიტანთ. ცხოვრების ყველა კუთხით სასიამოვნო სიახლეეები გელოდებათ. თქვენი დაუღალავი შრომა, წარმატების მიღწევის დაუოკებელი ჟინი და სურვილი შედეგს გამოიღებს. შესაძლოა, ახლა ცხოვრებაში არც ისე კარგი პერიოდი გაქვთ, მაგრამ ყველა პრობლემა უკვალოდ გაქრება.

11. მერწყული - ცხოვრების ყველა კუთხით წარმატების მომტანი ცვლილებები გელოდებათ. მოაგვარებთ ფინანსურ პრობლემებს. გირჩევთ, რომ ცოტა ხნით მაინც შეეშვათ მეგობრულ ურთიერთობებს, ან დრო ისე გადაანაწილეთ, რომ პირადი საქმეებისთვისაც დაგრჩეთ დრო. უამრავი იდეა გაქვთ და დროა, რომელიმე მათგანის განხორციელება დაიწყოთ. თუ რაიმე ახალ საქმეს თებერვალში წამოიწყებთ, აუცილებლად წარმატებულები იქნებით.

12. თევზები - ასტროლოგების განმარტებით, თქვენს ცხოვრებაში თვითგამორკვევის ეტაპი იწყება. მოუსმინეთ შინაგან ხმას, ის არ მოგატყუებთ. დაეყრდენით ინტუიციას გადაწყვეტილებების მიღების დროს. კარგია, თუ ზოგჯერ არაორდინალურად მოიქცევით, ასე ყოველდღიურ მოწყენილობას დააღწევთ თავს და საკუთარი ძალებისას ირწმუნებთ. გირჩევთ, რომ უფრო მეტი დრო გაატაროთ სახლში, ოჯახურ და მყუდრო გარემოში. მარტოხელა თევზები თებერვალში ნამდვილ სიყვარულს იპოვიან და ეს მათი სიმშვიდის თვე იქნება.

0
227
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
227
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0