x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჰიტლერის მისტიკური მხარე
image

„ჩვენი სხეული წარმოადგენს სამყაროს ყველა პოტენციური თუ მოქმედი ენერგიისა და დიაპაზონის თავმოყრის ადგილს. ის კავშირშია ჩვენს წინაპრებთან, მერე კიდევ უფრო შორს აგრძელებს გზას და ცხოველური, მცენარეული და მინერალური სამყაროების გავლით ყოველივეს სათავისაკენ მიემართება.


ჩვენი სხეულების გზით სამყაროსეული ენერგიები უსასრულობიდან უსასრულობაში გადაედინება. ის, რასაც ჩვენ „სულს“ ვუწოდებთ, სინამდვილეში არის ჯამი სამყაროსეული ყველა ენერგიისა, მისი წარსულისა და მისი ყველა მდგომარეობისა.


ჩვენ - დღეს ვინც ვცხოვრობთ, არ ვიცით, თუ რა მოვუხერხოთ „შეგრძნებების სამყაროს“. ჩვენთვის ის ცარიელი მოჩანს, გაფერმკრთალებული და, ხანდახან, შემაწუხებელიც კი ხდება ხოლმე. ჩვენს სხეულებს ჩვენივე სულის ციხედ აღვიქვამთ და, შესაბამისად, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ მისტიკური შეგრძნებების უნარი თუ აღმოგვაჩნდება, მაგრამ ძალზე იშვიათად ხელგეწიფება ჯადოქრობა. ეს ყველაფერი კი იმიტომ არის ამგვარად, რომ უკვე დიდი ხანია, აღარ ძალგვიძს, აღვიქვათ გარე სამყარო, როგორც „სულიერი“ შინაარსების მქონე გამოვლინება. ამიტომ, ვერავის მივიჩნევთ ჯადოქრად, ვისაც საგნების აღძვრა და სულის განსხეულება არ შეუძლია.



კოსმიური ძალების ჩვენში არსებულ ცენტრალურ ბირთვს ჩვენ „ღმერთს“ ანდა „დემონს“ ვუწოდებთ. ამ სახელწოდებით სამყაროს მთელი დინამიკის, მისი სიღრმისა და უსასრულობის ფოკუსირებას ვახდენთ. ეს განსაზღვრება დაკავშირებულია ყველაზე ღრმა გრძნობასთან, თავდაპირველ არსთან და უმაღლეს ღირებულებასთან. ის ჩვენს ცნობიერებაშია შექმნილი და გარემოცულია უგრძნობი, გამოუვლენელი და ღირებულების არმქონე ზეკოსმიური ქაოსის ძალებით.


ყოველივე დემონური თუ მაგიური სამყარო დიადი პიროვნებებისკენ იღებს გეზს, ვისგანაც უმაღლესი შემოქმედებითი იდეების გამოვლინება უნდა განხორციელდეს. ყველა ნამდვილი ჯადოქარი გარშემორტყმულია ზეკოსმიური ენერგიების ველით და საკუთარი განვითარების უმაღლეს საფეხურზე ყოფნის დროს კოსმიურ დინამიკაზე იწყებს ზემოქმედებას. ის ინდივიდები, რომლებიც ასეთი პიროვნების იდეებით არიან ანთებულნი, მის მიმდევარ საზოგადოებას, ხალხს წარმოქმნიან და ცხოვრების მთელ სურათს რომელიმე იმ ერთ ყალიბსა და წარმოსახულ ჩარჩოში აქცევენ, რასაც ჩვენ „კულტურას“ ვუწოდებთ. მაგრამ, როდესაც ურთიერთკავშირის წარმოსახული და მაგიური ძალები გამოიფიტება, იწყება ხალხის მორალური დაცემა, რასაც მათი კულტურის დაქვეითებაც მოჰყვება.


მაგია შემოქმედებითი პრინციპია, ის ღირებულების შემქმნელი და ღირებულების მხარდამჭერი ძალაა. მაგია არის გამანაყოფიერებელი, გამანადგურებელი ანდა აღმშენებლობისთვის მებრძოლი.
ის, ვისაც თავის თავში არ გააჩნია დემონური მარცვალი, ვერასოდეს წარმოქმნის მაგიურ სამყაროს.
დღევანდელი მასა მხოლოდღა მატერიალისტური მიზნებით ცხოვრობს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საკუთარ სხეულთან ბუნებრივი კავშირი მათ მიუღებლად მიაჩნიათ; დღევანდელი საზოგადოება მხოლოდღა ინტელექტუალურად გაიაზრებს ცხოვრებას და არასოდეს სულიერად.


ამდენად, მხოლოდ ჯადოქარს ძალუძს, მიიღოს ცოდნა ისტორიული სიმბოლოებისგან, მხოლოდ მას შეუძლია ცხოვრების იმ ფორმებს ჩასწვდეს, რომლებიც უკვე აღარ არსებობენ.
მაგია არის საწყისი, ის ყველაფერშია, რაც კი ცოცხლობს და ჩნდება, უკანასკნელი ვარსკვლავის ბოლო მინავლულ სხივშიც მოქმედებს.


მთელი ჩვენი რეალობა მხოლოდღა ფანტომებია... ჩვენი დემონი გაუჩერებლად იბრძვის და მისი ბრძოლა ტკივილითა და ტანჯვითაა აღსავსე. ჩვენც მასთან ერთად უნდა ვიტანჯოთ, რათა ბოლოს ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება“.


ადოლფ ჰიტლერი.

1
173
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
173
  
2019, 19 იანვარი, 23:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1