x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
მოზარდების თავისუფლება მრწამსის მიმართ- მიხეილ ვალაშვილი

image

აქვთ თუ არა მოზარდებს უფლება, იყვნენ დამოუკიდებლები და ჰქონდეთ- საზოგადოების უმრავლესობისა და მათი საკუთარი ოჯახების რელიგიური აღმსარებლობისაგან განსხვავებული მრწამსი? მიჰყვნენ სხვა რელიგიას, ქვეყანაში არსებული სახელმწიფო რელიგიის მიუხედავად?

რელიგია და, ზოგადად, მრწამსი ძალიან სენსიტიური და იდენტური მცნებაა. სწორედ აქედან გამომდინარე, არავის აქვს უფლება ჩაერიოს და იძულებითი ძალდატანებით მოუწოდოს ვინმეს აღიაროს და შეიმეცნოს, მისთვის არასასურველი რელიგიური იდენტობა და მრწამსი, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ქვეყანას კანონიკური სახელმწიფო რელიგია, რომელიც შეუსაბამობაში შეიძლება მოდიოდეს კონკრეტულ პირთან.

რაც შეეხება საზოგადოების მეტად მგრძნობიარე ნაწილს, მოზარდებს, ისინი ფსიქოლოგიურად ჩამოუყალიბებელი ფაქტორით გამოირჩევიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ზრდის პერიოდში მრავალ ეტაპს გადიან და ყალიბდებიან ზრდასრულ ადამიანებად. მათში მრავალი ფსიქოლოგიური გარდატეხა ხდება უამრავი საკითხის მიმართ, რომლებსაც ხშირად მშობლები უწყვეტენ და ერთ-ერთი ასეთი საკითხია- რელიგიურობისა და მრწამსის "კარნახი". ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს ხშირად ძალადობის დონის ქმედებებით ხორციელდება, რასაც ბავშვის ფსიქიკის აღრევა და დაკნინება მოჰყვება. ასეთი ყოველგვარი ქმედება კი იკრძალება, როგორც სამართლებრივად ასევე გაეროს “ბავშვის უფლებათა კონვენციის" მე-3 მუხლით, რომელიც ითვალისწინებს მოზარდების აზრისა და გადაწყვეტილების თავისუფლებას.

“ ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველჰყოს ბავშვის შესაბამისი დაცვა და მისი ჭეშმარიტი ინტერესების რეალიზება თუ ბავშვის მშობლები ან ის პირები, რომლეთაც მისი დაცვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ, არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას". (ბავშვის უფლებათა კონვენცია, მუხლი 3 /1; 2; 3 ქვ. პუნქტები/, 2007).

დღეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც, უმეტეს შემთხვევაში ერთი პრაქტიკა მოქმედებს- აღზარდონ შვილი მათივე პრინციპებისა და შეხედულებების გაზიარებითა და აღიარებით. ოჯახი ქრისტიანია? ესეიგი, შვილებიც ამავე მიმდევრობისანი უნდა იყვნენ. (იგულისხმება სხვა რელიგიებიც). მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც მშობლები სხვადასხვა აღმსარებლობისანი არიან? ვისი მრწამსი უნდა იტვირთოს შვილმა? ეს საკმაოდ რთული და კონფლიქტური საკითხია. არსებობს შემთხვევები, როდესაც ამის გამო ოჯახები დაინგრა, ხოლო შედეგად მოზარდმა მიიღო ერთის მაგივრად, რამდენიმე ჯაჭვური, ფსიქოლოგიური დარტყმა. ამგვარად უფროსებს არანაირი უფლება არ აქვთ მოუწოდონ მოზარდებს ერთი, რომელიმე კონკრეტული რელიგიისა და მრწამსის აღიარება, რადგან ეს არ ნიშნავს ღმერთთან სიახლოვეს. ეკლესიებში მოზარდების ძალდატანებით სიარული ვერ დაეხმარება მათ, შეიმეცნონ სწორი გზა და იპოვონ ღმერთი, რადგან არარსებობს ამისთვის შუამავალი ძალა და ამ სახის გარდატეხა მოზარდებმა თავიანთი ფსიქოლოგიითა და შინაგანი მისწრაფებების ძიებით უნდა შეიმეცნონ.

დღეს ამსახის ტენდენცია შედარებით დასტაბილურებადია, რადგან ყოველდღიურად იზრდება მშობლების ინფორმირებულობა, ბავშვის სათანადო აღზრდისა და მათი თავისუფლების შესახებ. სწორედ ასეთ იმედიან მონაცემებს ასახავს ჩემი ორდღიანი ფეისბუქ გამოკითხვა, სადაც 96% მოზარდის მრწამსისა და რელიგიის თავისუფალ არჩევანს აღიარებს.

მიეცით მოზარდებს თავისუფალი აზროვნებისა და ჩამოყალიბების უფლება! ნუ დაუდებთ ტაბუს და აკრძალულ ხილს, რომლის გასინჯვაც უფრო
დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებთ მათ.

1
18
შეფასება არ არის
ავტორი:მიხეილ ვალაშვილი
მიხეილ ვალაშვილი
18
  
2019, 18 იანვარი, 23:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1