x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ვაშლოვანის ნაკრძალს გასულ წელს 12 404 ვიზიტორი ეწვია - რომელი ქვეყნები ლიდერობს ჩამონათვალში?
image



ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, დიდი პოპულარობით სარგებლობდა ქართველ თუ უცხოელ ვიზიტორებს შორის. 2018 წლის განმავლობაში ვაშლოვანს 12 404 ვიზიტორი სტუმრობდა, ყველაზე პოპულარული და დატვირთული თვე იყო მაისი. დამთვალიერებელთაგან 8 853 ქართველია, 3 551 უცხოელი; ჯამში 5 697 ქალია, 6 707 მამაკაცი. გაიზარდა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის შემოსავალიც, რამაც 66 000 ლარს გადააჭარბა. ამის გამო რეინჯერთა შტატები დაემატა და წელს კიდევ 7 ადგილობრივი დასაქმდა. ცნობისთვის: 2017 წლის ვიზიტორთა რაოდენობაა 11 000, ხოლო შემოსავალი 59 000 ლარი. ამ დრომდე 9 000 ვიზიტორი ითვლებოდა რეკორდულად.


უცხოელი სტუმრები ვაშლოვანში 2018


გერმანია – 722
პოლონეთი – 539
რუსეთი – 326
ნიდერლანდები – 286
ბელგია – 191
დანია – 131
უკრაინა – 110
ავსტრია – 109
დიდი ბრიტანეთი – 97
ბელორუსია – 88
ავსტრალია – 83
შვედეთი – 83
ჩეხეთი – 83
საფრანგეთი – 81
ლატვია – 79
იტალია – 75
აშშ – 73
შვეიცარია – 53
ლიტვა _ 39
ესპანეთი _ 36
ესტონეთი _ 35
სლოვენია – 32
ისრაელი – 24
სლოვაკეთი – 23
კანადა – 21
ნორვეგია – 21
ისლანდია – 16
კორეა – 16
პორტუგალია – 13
აზერბაიჯანი – 11
უნგრეთი – 9
ფინეთი _ 7
ირლანდია – 5
ხორვატია – 5
ლუქსემბურგი – 4
ჩინეთი – 3
ბულგარეთი – 3
მაკედონია – 3
სამხ. კორეა – 3
საბერძნეთი – 2
სინგაპური – 2
კოლუმბია – 2
ყაზახეთი – 2
ვიეტნამი – 2
ალჟირი – 1
მოლდოვა – 1
რუმინეთი – 1


image


აღსანიშნავია ისიც, რომ ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის მიმდებარედ ტურიზმის სფეროში ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც. ასევე გაიზარდა საოჯახო სასტუმროების, კვების ობიექტებისა და მაღაზიების რაოდენობა. ევროპის განვითარების ფონდის (ENPARD), ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG), დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისა და ვაშლოვანის მეგობართა ასოციაციის ხელშეწყობით 2018 წელს დედოფლისწყაროში დაიწყო არწივის ხეობის პროექტი, რაც გულისხმობს მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას და ამ უნიკალური ადგილის პოპულარიზაციას.


ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ადმინისტრაციის წარმომადგენლები ჩართულები არიან რეგიონის განვითარების ხელშეწყობის პროექტებში, ბიოსფერული რეზერვატის დაარსებასთან დაკავშირებით შექმნილ სამოქმედო ჯგუფში, ასევე დაცული ტერიტორიებისთვის სტრატეგიული დოკუმენტების განხილვასა და შემუშავებაში. წარმატებით მიმდინარეობს ქურციკების აღდგენის პროექტი. დღესდღეობით ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მიმდებარედ 80-მდე ქურციკი ბინადრობს.

1
73
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
73
  
2019, 17 იანვარი, 22:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1