საზოგადოება "- სულისშემძვრელი ფოტოების გაზიარებით კი არა ,პრევენციით უნდა დავკავდეთ" - ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი დიღომში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება 2019, 17 იანვარი, 16:06
" - სულისშემძვრელი ფოტოების გაზიარებით, ან განტევების ვაცის ძებნით კი არა, რეალური მიზეზებისა და პრევენციით უნდა დავკავდეთ - მედიაც და მისი მომხმარებლებიც. დარწმუნებილი ვარ, ყველა ჩვენგანი აქაც, ფეისბუკზე წყევლა-კრულვითა და ტრაგიკული ფოტოებით გაჯერებულ პოსტებში რაიმე რაციონალური რჩევის და პრევენციული ინფორმაციის პოვნას ვცდილობთ - სამწუხაროდ, უშედეგოდ. არადა გაზი ყველას გვაქვს ბინაში... მე არ ვარ გაზგაყვანილობის სპეციალისტი. ვინმე - მთავრობა, მედია, მოქალაქე... რამე რაციონალურს დაწერს თუ როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა თქვა - ასე ვიდგეთ სიკვდილის რიგში გამწკრივებულები", - წერს დაჩი გრძელიშვილი. 144 1-ს მოსწონს
|