ბაჩო ქაჯაიას წონის ცვლილებამ მაყურებელი გააოგნა-მსახიობმა წონაში საგრძნობლად დაიკლო
2019, 16 იანვარი, 20:55
სერიალ "შუა ქალაქის " მსახიობს, ლაშას როლის შემსრულებელს ბაჩო ქაჯაიას მაყურებელი ყოველთვის პუტკუნა ლაშიკოდ იცნობდა. მას შემდეგ მსახიობი ნელ-ნელა იკლებდა წონაში. საბოლოო შედეგმა კი მაყურებელი გააოგნა.
ინტერნეტმომხმარებლების აზრი ორად გაიყო- ზოგს მსახიობის ახალი იმიჯი მოსწონს, ზოგს კი პუტკუნა "ლაშიკო" ენატრება.
ბაჩო ქაჯაია საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გადაცემის სარეკლამო რგოლში გამოჩნდა, რომლის წამყვანადაც მალე მოგვევლინება.