x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134541
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
გორთან მომხდარი ავარიის დროს დაღუპულ ფეხმძიმე ქალსა და მის მეუღლეს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა

image

სოფელ ძევერასთან მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, 1982 წელს დაბადებული არჩილ კეჩხუაშვილი და 1991 წელს დაბადებული მარიამ პანამარენკო ემხვერპლა.
ქალი 7 თვის ორსული იყო.
ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
წყვილს ორი მცირეწლოვანი, სამი და ოთხი წლის შვილები დარჩა,
რომლებიც შსს-ს ინფორმაციით, ავტომანქანაში არ იმყოფებოდნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

0
108
შეფასება არ არის
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0