x
image
ზოგადი განათლება
რომელი ქართული უნივერსიტეტები აკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს?

რომელი ქართული უნივერსიტეტები აკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს?


image

საქართველოში უამრავი საჯარო თუ კერძო უნივერსიტეტია, მაგრამ რომელი მათგანი აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს? რომელ მათგანს შეუძლია გაუწიოს კონკურენცია საზღვარგარეთის უნივერსიტეტებს? მოდის თუ არა გადახდილი თანხა მიღებულ განათლებასთან ან დიპლომთან შესაბამისობაში?


იმისთვის, რომ გაირკვეს რომელი უნივერსიტეტი აკმაყოფილებს ამა თუ იმ კრიტერიუმებსა და შეკითხვებს, არსებობს საერთაშორისო სტანდარტები.


გამოიყოფა 7 მთავარი საერთაშორისო სტანდარტი:


  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისია და სტრატეგიული განვითარება;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციული სტრუქტურა და მართვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამები;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალი;
  • სტუდენტები და მათი მხარდამჭერი ღონისძიებები;
  • კვლევა, განვითარება ან/და სხვა შემოქმედებითი საქმიანობა;
  • მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები.


საქართველოში ავტორიზაცია სულ 28 უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ გაიარა. მათგან ავტორიზაცია მიიღო 24–მა. ეს იმას ნიშნავს, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ 24–მა უნივერსიტეტმა დააკმაყოფილა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები და პროცედურები, თუმცა მათგან კიდევ უფრო მცირე ნაწილმა ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მხოლოდ სამმა – თავისუფალმა უნივერსიტეტმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა – სხვებზე უკეთ გაართვა ამ საქმეს თავი: 24 ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, სადაც შედიან, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტები – მხოლოდ ერთმა კერძო – თავისუფალმა უნივერსიტეტმა და ორმა სახელმწიფო – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა დაიმსახურა უპირობო ავტორიზაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ უნივერსიტეტებს შეუძლიათ შემდეგი 6 წლის განმავლობაში ისე გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა, რომ რაიმე დამატებითი პირობის შესრულება ან ანგარიშის წარდგენა აღარ მოუწიოთ.


წარმოგიდგენთ კრიტერიუმებს და შესაბამისობას ქართულ უნივერსიტეტებთან:


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage












0
317
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
317
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0