x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რეალურად აღმოჩენილი 5 "ურჩხული", რომლებსაც მეცნიერები საიდუმლოდ იკვლევენ!

დედამიწაზე უამრავი არსებაა აღმოჩენილი, რომლებსაც მეცნიერები და საზოგადოების უმაღლესი წრის წევრები საიდუმლოდ ინახავენ, რათა მოსახლეობა პანიკამ არ მოიცვას. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 5 "ურჩხულს", რომლებიც აღმოაჩინეს, თუმცა მათზე მას შემდეგ აღარაფერი გვსმენია!



1. ეირის მონსტრი


image


ეს უცნაური ურჩხული შოტლანდიაშია აღმოჩენილი. 2010 წლის 10 ნოემბერს, მონადირე ირემზე ნადირობდა, როდესაც შემთხვევით მისმა კამერებმა ეს ურჩხული დააფიქსირეს. როგორც მონადირე ჰყვება, ურჩხული იყო ძალიან სწრაფი და მოხერხებული, მას ჰქონდა წვრილი ხელები და კიდურები, შეხედულებით შიშის მომგვრელი, ამასთანავე საზარელ ხმებს გამოსცემდა. საუბარი ამ არსებაზე 2-3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა რატომღაც შეწყდა, რადგან ინტერნეტმომხმარებლებმა ჩათვალეს, რომ ასეთი არსება დედამიწაზე არ არსებობს და ეს უბრალოდ ხრიკი იყო მეცნიერებისა!






2. გოლუმი


image


2009 წლის 17 სექტემბერს, პანამაში მოგზაურობისას ოთხმა ახალგაზრდამ შემთხვევით დააფიქსირა უცნაური არსება, რომელმაც თავი გამოქვაბულს შეაფარა. ახალგაზრდების მტკიცებით, მათ ეს უცნაური არსება დაიჭირეს და უფსკრულში გაისროლეს. მეცნიერების აზრით, შესაძლოა ეს ყოფილიყო რომელიმე ცხოველის ჰიბრიდი ან კიდევ ჩამოუყალიბებელი ვერსია. არსებას გოლუმი შეარქვეს, ვინაიდან ის გამოქვაბულში ცხოვრობდა.






3. ჩუპაკაბრა


image


მის სამშობლოდ ითვლება პუერტო-რიკო. ეს სახელი მას შეარქვეს მისი ნადირობის სტილის გამო. იგი უტევს ცხოველებს და სისხლს წოვს მათ, ყველაზე ხშირად მისი მსხვერპლი სწორედ თხაა. აღწერილობით, იგი არის საშუალო ზომის ცხოველი, არა უმეტესი პატარა დათვისა, რომელსაც კისრიდან კუდამდე ხერხემლის ძვლები აქვს ამოზნექილი. ჩუპაკაბრა არაერთხელ შეუმჩნევიათ ამერიკის ფარგლებში. პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 1995 წელს პუერტო-რიკოში. ასევე ჩილესთან ახლოს, არგენტინაში, ბოლივიაში და ასევე ამერიკის კონტინენტების საზღვრებს გარეთაც — რუსეთსა და ფილიპინებში. 1995 წელს პუერტო-რიკოში, მისი შეტევის დროს იპოვეს 8 მკვდარი ცხვარი, თითოს 3 ნახვრეტი ჰქონდა მკერდის არეში და სისხლისგან იყვნენ დაცლილები. რამდენიმე თვის შემდეგ კანოვანასში, თვითმხილველმა დაინახა უცნაური არსება მათ ეზოში, იქ კი 150-ზე მეტი მკვდარი ცხოველი დახვდა. ასეთი შემთხვევები გახშირდა კუნძულის გარშემო და ბევრმა ფერმამ დაკარგა საქონელი. ამ ცხოველის არსებობას ზოგიერთი მეცნიერი უარყოფს.





4. ჩილეს მონსტრი


image


ოჯახი ჩილეში ატარებდა შვებულებას, როდესაც შეამჩნიეს 8 სანტიმეტრის სიმაღლის უცნაური არსება, რომელსაც თავი შედარებით უფრო დიდი ჰქონდა ვიდრე ტანი. ოჯახის მტკიცებულებით, არსების აღმოჩენის დროს ის კიდევ ცოცხალი იყო და 8 დღის მანძილზე ინარჩუნებდა სიცოცხლეს. გარდაცვლაების შემდეგ, ცნობილია, რომ ეს არსება ისევ ეკონტაქტებოდა ოჯახს, თუმცა ოჯახის წევრებმა ეს ინფორმაცია უარყვეს. მეცნიერების აზრით, ეს შესაძლოა ყოფილიყო ზებუნებრივი ძალების მქონე უცხოპლანატელი.





5. უბეწვო დათვი


image


მალაიზიაში, ბორნეოს კუნძულზე აღმოჩინეს დათვი, რომელსაც ბეწვები არ ჰქონდა. ადგილობრივებმა ის რეგიონიდან გააძევეს, თუმცა ცხოველს სპეციალური კომპანია დაეპატრონა. ეს არსება ეკუთვნის დათვისებრთა ოჯახს, თუმცა ჩვეულებრივი დათვებისგან ბევრად განსხვავდება თავის ტანის და წონიდან გამომდინარე, შესაძლებელია ის თავის სახეობის უნიკალური წარმომადგენელიც კი იყოს. ექსპერტების აზრით, ეს დათვი იყო ავად და მისი განკურნება სცადეს, თუმცა ამაოდ... "უცხო არსება" მალევე დაიღუპა და მეცნიერების ჩათვლით, ყველა კითხვის ნიშნების ქვეშ დაგვტოვა...














სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


<<<იხილეთ ასევე>>>


1. ფანტასტიურ მომენტში დაჭერილი 20 ფოტო, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ!

2. 50 წლის განმავლობაში ჯაჭვით იყო დაბმული, როდესაც ის გაანთავისუფლეს რაღაც საოცრება მოხდა...

3. 8 უცნაური ფაქტი ტაილანდის შესახებ!

4. როგორი იქნება 2019 წელი კირჩხიბებისთვის?

5. 10 ყველაზე დრამატული და სისხლიანი ავიაკატასტროფა, რომელმიც მეხსიერებებიდან არ იშლება!

6. ერიჰ ჰონეკერის უკანასკნელი წერილი გერმანელ ხალხს!

7. ამ ქალბატონმა კაცობრიობის ისტორიის ყველაზე გიგანტური ანაკონდა მოიშინაურა!

8. 30 კეთილი საქმე საქართველოსთვის, რომელიც "საბჭოთა მონობის" დროს გაკეთდა!

9. ისპანახი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

10. მოდით ისტორიას ამ კადრებით შევხედოთ! 25 ფოტო, რომელიც ძალიან აგაღელვებთ...

0
847
5-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
847
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0