x
მღვიმევის დედათა მონასტერი

image


მღვიმევის დედათა მონასტერი თავისი მდებარეობით ერთ–ერთი გამორჩეული ძეგლია საქართველოში. იგი მდებარეობს ჭიათურაში, სოფელ მღვიმევის მახლობლად.სამონასტრო კომპლექსამდე მისვლა შესაძლებელია ვიწრო და გრძელი კიბით. უამრავი საფეხური უნდა აითვალო, რომ ახვიდე კლდის ქიმზე, ცის კიდესთან დედათა მონასტერში.კიბე გრძელ გვირაბს უერთდება.გვირაბი ხელოვნურადაა გაყვანილი და შემაგრებულია საყრდენი თაღებით.

image


გვირაბით შედიხარ მთავარ გამოქვაბულში, რომელიც 35 მ–ის სიღრმეშია შეჭრილი

image

კლდეში.სწორედ ამ დიდი, ბუნებრივი მღვიმის გამო ეწოდა “მღვიმევის დედათა მონასტერი".მღვიმის შუაგულში არის დიდი ლოდი, რომელიც საუკუნეების მანძილზე მხართეძოზე წამოწოლილი ნელ–ნელა მილიმეტრობით იზრდება.სიღრმეში მოჩუხჩუხებს ანკარა წყარო. სადღესასწაულო წირვა ამ მღვიმეში ტარდება.

image


გამოქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში დგას მაცხოვრის სახელობის ტაძარი. ის წარმოადგენს ორნავიან ბაზილიკას, რომლის ნავებიც ერთმანეთისაგან მასიურ სვეტებზე დაყრდნობილი თაღებითაა გამოყოფილი. ნაგებობის ფასადი შემკულია ჩუქურთმებით. მონასტერში ძალზე მდიდრული ჩუქურთმები გვხვდება: ჩუქურთმები სარკმლის
გარშემო, მონუმენტური ჯვრები, ერთმანეთზე გადაბმული რომბები, კარნიზის ჩუქურთმები და სხვა. ტაძრის ღირსშესანიშნაობა ხის კანკელია, რომელიც მთლიანად მოხატულია. კანკელის კარი შემკულია ჭედური ფირფიტებით.ხოლო ზედა ნაწილში განლაგებულია მაცხოვრისა და თორმეტი მოციქულის კომპოზიცია. (ასახულია ცხოვრების სხვადასხვა ეტაპი.)

მონასტერში ინახებოდა უნოკალური ჭედური ხატები, დღეს საქარ

image თველოს სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. აქ იყო აგრეთვე ხეზე კვეთის ბრწყინვალე ნომუში, ვაზის კარი (მუზეუმშია დაცული)

ტაძარი XIII საუკუნეში რატი რაჭის ერისთავს დაუარსებია. მონასტერში შემორჩენილია ფრესკები: დამაარსებლისა, მისი მეუღლისა და ძმისა.image

11
546
10-ს მოსწონს
ავტორი:კომში
კომში
546
  
2012, 25 სექტემბერი, 17:04
საოცრად ლამაზი ტაძარია,,, განსაკუთრებით ზამთარში, თოვლით რომ იფარება
2012, 14 ივლისი, 13:21
კი ვნახე, საოცრებაა.
2012, 14 ივლისი, 13:19
კაცხის სვეტი არ გინახავს?
2012, 14 ივლისი, 13:18
ეს მონასტერი რომ ვნახე მერე მეც შემიყვარდა. საოცრებაა, ყველამ უნდა ნახოს
2012, 14 ივლისი, 13:14
ჭიათურა ჩემი სიამაყეა
2012, 13 ივლისი, 22:49
:))) მე ჭიათურა :))) +1
2012, 13 ივლისი, 21:28
ლამაზია
2012, 13 ივლისი, 16:26
მადლოოობ
2012, 13 ივლისი, 13:47
საინტერესოა
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10