კალათბურთი თურმე რას ნიშნავს თოკო "ბასკონიასთვის"... 2018, 31 დეკემბერი, 11:40 გუშინ ევროპის მასშტაბით ტურის ცენტრალური მატჩი ესპანეთში გაიმართა, სადაც "ბასკონიამ" მადრიდის "რეალს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 74-91 დამარცხდა. განვლილ მატჩში "ბასკონიას" ქართველმა კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ პარკეტი ტრავმის გამო ნაადრევად დატოვა (ჯერ-ჯერობით ტრავმის სირთულე უცნობია), რამაც "ბასკონია" მორალურად გატეხა, რაც ანგარიშზეც აისახა. დროის იმ მონაკვეთში რაც თოკო პარკეტზე იყო 10 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზირებულმა კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და თავი 7 ქულას, 5 მოხსნასა და 2 პასს მოუყარა. "ბასკონია" ესპანეთის ჩემპიონატში მე-3 ადგილზე იმყოფება. ადრიატიკის ლიგაში ტურის ცენტრალურ მატჩში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტი" ბელგრადში "ცრვნა ზვეზდასთან" 86-72 დამარცხდა, არადა ბითაძის გუნდი ახლოს იყო გამარჯვებასთან. გოგა სასტარტო ხუთეულში იყო და 12 ქულას 3 მოხსნა მიამატა, მისი გუნდი კი ამ გათამაშებაში მე-3 ადგილზეა. 87 შეფასება არ არის
|