სხვა ტოპ 14 სათამაშო 40 ლარიდან - სპეციალური შეთავაზება სათამაშოების მაღაზია "პეპელასგან" 2018, 24 დეკემბერი, 15:47 ახალ წლამდე სულ რამდენიმე დღე რჩება, ამიტომ საახალწლო საჩუქრებიც მალე უნდა ავარჩიოთ. ბავშვებისთვის, რა თქმა უნდა, ყველაზე მოთხოვნადი საჩუქარი სათამაშოებია. ამ დროს ყველა მაღაზია თავის არჩევანს გვთავაზობს, თუმცა, რა თქმა უნდა, აქციები და ფასდაკლებები განსაკუთრებით გვაინტერესებს. მაღაზიათა ქსელმა "პეპელამ", რომელმაც ბოლო დღეებში მომხმარებელთა საკმაოდ დიდი ნაკადი მიიღო, 14 ყველაზე გაყიდვადი სათამაშოს ჩამონათვალი შეადგინა და მათზე განსაკუთრებული ფასდაკლება დააწესა. ეს სათამაშოები 40, 60 და 80 ლარი ღირს. თუ "პეპელას" პროდუქციის პრემიუმ ხარიხსს გავითვალისწინებთ, ფასები მართლაც დაბალია. ამ 14 პეროდუქტიდან წარმოგიდგენთ 5 სათამაშოს. ეს პირველი სათამაშოა, რომელიც ზღაპრებს ქართულ ენაზე ჰყვება. დათუნიამ 4 ზღაპარი იცის: კომბლე, წითელქუდა, ნაცარქექია, რწყილი და ჭიანჭველა. ხანდახან, როცა დაღლილი იქნებით, ზღაპრების მოყოლით ეს სათუნია გაართობს თქვენს შვილს. ვეტერინარული კლინიკა ბავშვები ყველაზე ხშირად ორ რამეზე ოცნებობენ - ექიმობასა და ცხოველების ყოლაზე. ამ კლინიკაში ისინი ორივე ოცნების რეალიზებას შეძლებენ. სათამაშო 15 ნაწილისგან შედგება და 18 თვიდან არის რეკომენდებული. წარმოებულია საფრანგეთში. ფორმულა ერთის კონსტრუქტორი ბევრი ბავშვისთვის ეს საოცნებო სათამაშო 500-ზე მეტი ნაწილისგან შედგება და 7 წლიდან არის რეკომენდებული. ეს კონსტრუქტორი ჰოლანდიური წარმოებისაა. საბანაო კუთხე თოჯინის ბანაობა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი თამაშია. ეს სათამაშო ფრანგული წარმოებისაა და 18 თვიდან მისი გამოყენება უკვე შესაძლებელია. რადიომართვადი ვერტმფრენი 8 წლის და უფროსი ასაკის ბავშვისთვის ეს ძალიან საინტერესო და აზარტული სათამაშოა. ვერტმფრენის ზომა 23 სანტიმერია და 6 ფუქნცია აქვს. ეს სათამაშოც ევროპული წარმოებისაა, კერძოდ, იტალიური R27 2-ს მოსწონს
|