x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თაკო ჩხეიძის ზამთრის ლუქები - დაათვალიერეთ მოდელის გარდერობი
image


მოდელსა და დიზაინერ თაკო ჩხეიძეს საზოგადოება დიდი ხანია იცნობს. ის თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელია.

წლების წინ თაკო Best Model of Georgia-ს გამარჯვებული გახდა და დახვეწილი გარეგნობით მთელი საქართველო მოხიბლა, თუმცა მაშინ საზოგადოებამ არ იცოდა, სინამდვილეში რა ეცვა პოდიუმზე გამოსულ თინეიჯერს. თაკომ ამ კონკურსის უცნაური ისტორია ”კვირის პალიტრასთან” საუბრისას გაიხსენა:
”თბილისში

კონკურსი Best Model of Georgia უნდა ჩატარებულიყო. ჩემი მეგობრები აპირებდნენ მონაწილეობას. ერთ დღეს გადავწყვიტე კონკურსზე გასვლა. კონკურსის დაწყების წინა დღეს მივიღე გადაწყვეტილება. კოსტიუმების შერჩევის დროც არ მქონდა. დახმარება მაკა ასათიანს ვთხოვე. ერთ დღეში ვერაფერს შეკერავდა და ასეთი რამ მოიფიქრა: ფინალისთვის სხეულზე ქსოვილი შემომახვია და რომ არ დაშლილიყო, გულზე დიდი ბროშით დაამაგრა. სხვა ადგილები კი ორმაგი სკოჩით შეკრა. ამ კონკურსზე გამარჯვებულად რომ დამასახელეს, ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა. როგორც გამარჯვებული, ვმონაწილეობდი სტამბოლის კონკურსზე, სადაც "მსოფლიო გრაციის" ნომინაცია მივიღე”, -ამბობს თაკო.


image



დღეს კაბებს ”სკოჩით” და ბროშით აღარ ”კერავს”. ახლა მისი სამოსი დახვეწილობით, ელეგანტურობითა და მოდურობით გამოირჩევა. თაკოს გარდერობი ამ სეზონზეც ორიგინალური და შთამბეჭდავია:

წითელი და შავი ფერების შეხამება


image

image

image


იხილეთ სრული გალერია > > >






0
209
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
209
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0