x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
22 დეკემბრის სავსე მთვარე უამრავ სიურპრიზს გვთავაზობს
image
22 დეკემბერს სავსემთვარეობაა. 22 დეკემბერს სავსე მთვარე კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში იქნება.

2018 წელს სავსე მთვარეს ყინულის მთვარეს, ზოგჯერ კი ცივ მთვარეს უწოდებენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2018 წლის დეკემბრის სავსე მთვარე ზამთრის ბუნიობის მომდევნო დღეს არის. 21 დეკემბერს ზამთრის ბუნიობაა, ანუ ამ დროს წლის ყველაზე გრძელი ღამე და ყველაზე მოკლე დღეა, მომდევნო დღეს კი, სავსემთვარეობაა. ზამთრის ბუნიობა და სავსემთვარეობა ერთმანეთს ემთხვევა. ასეთი მოვლენა ბოლოს 2010 წელს მოხდა, ხოლო შემდგომი 2094 წელს მოხდება.

22 დეკემბრის სავსე მთვარეობა პოზიტიურ ცვლილებებს და სასიამოვნო სიურპრიზს გვპირდება. ამ დღეს იქნებით უფრო მეტად ენერგიულები, კონცენტრირებულები და წარმატების მიღწევისკენ ორიენტირებულები.image

იგრძნობთ, რომ გინდათ რაღაც ახალი გამოცადოთ, ახალი გამოცდილება მიიღოთ. საკუთარ თავში უფრო მეტ ძალას იპოვით და ამ ძალის წყალობით პრობლემებს მარტივად მოაგვარებთ. მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომლებიც სამომავლოდ თქვენს ცხოვრებას პოზიტიურ მიმართულებას მისცემს. მოსალოდნელია, რომ შეიძინოთ ახალი მეგობრები, რომლებთანაც მყარი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდებათ.

ეს შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ თავიდან მოიშოროთ ყველა და ყველაფერი, რაც გაღიზიანებთ და რაც სრულფასოვან, ბედნიერ ცხოვრებაში ხელს გიშლით.


image


2018 წლის 21 დეკემბრის მთვარე კირჩხიბის ზოდიაქოშია, პირველ რიგში, წარმატებებია მოსალოდნელი ოჯახურ ურთიერთობებში. ოჯახთან მჭიდრო კავშირს იგრძნობთ ისე, როგორც არასდროს. იპოვნით ბალანსს და ოჯახურ გარემოში ყოფნა სიმშვიდესა და დაცულობის განცდას მოგიტანთ.

და ბოლოს, 2018 წლის ბოლო სავსე მთვარე დაკავშირებულია ორიონის თანავარსკვლავედთან, რომელიც უდიდეს ძალასთან და სიმდიდრესთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ, ელოდეთ, რომ ახლად გაცნობილი ადამიანები შემოგთავაზებენ შესაძლებლობებს, რაც თქვენს კარიერას, ფინანსურ მდგომარეობას უდიდეს წარმატებას მოუტანს და ასევე წარმატებულები იქნებით სიყვარულშიც.

image

















0
901
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
901
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0