x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133848
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
ხშირად ჩხუბობთ შეყვარებულთან? - ეს რჩევები გამოგადგებათ ურთიერთობის მოწესრიგებაში
image

უნდა ყოველთვის გახსოვდეთ, რომ "ცუდი ჩხუბი" და "კარგი ჩხუბი" ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან და მხოლოდ ე.წ. კარგი ჩხუბი განაპირობებს თქვენი ურთიერთობის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებას.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელსაც უნდა მიყვეთ, რათა გამოგივიდეთ არგუმენტირებული მსჯელობა და პროდუქტიული დისკუსია:

1. პატივი ეცით ერთმანეთს:

თქვენ ორივე ადამიანები ხარ, თქვენი სისუსტეებითა და სიძლიერეებით, ამიტომ არასდროს მოუძებნოთ სუსტი წერტილი პარტნიორს და იქ არ დაარტყათ, ეს უფრო გააღიზიანებს თქვენს პარტნიორს და დააკარგვინებს კონტროლს.

2. ბოდიში მოუხადეთ.


თუ თქვენ ხართ დამნაშავე, ნუ მოგერიდებათ ბოდიშის თქმის და იმის გამეორების, რომ წუხხართ. ასეთი გამოხატულება თქვენს სისუსტეზე კი არ მეტყველებს, არამედ თქვენს პარტნიორს უჩვენებს, რომ ურთიერთობაზე ზრუნავთ და გაღელვებთ მისი გრძნობები.

3. სალაპარაკოს არასოდეს გადაუხვიოთ:

არასოდეს გაიხსენოთ ძველი წყენა ან მაგალითი არ მოიტანოთ ძველი ურთიერტობიდან. მიყევით თქვენს მთავარ სათქმელს და იყავით კონკრეტული.

4. არასდროს ჩარიოთ მესამე პირი:

თუნდაც საუბარში მესამე ადამიანის მოხმობა თქვენს პარტნიორს უჩენს განცდას, რომ იგი იზოლირებულია. ასევე აუშლის ნერვებს ის ფაქტი, რომ სხვებმა ინტიმური ნიუანსები იციან, ინტიმურში იგულისხმება ნებისმიერი რამ, პირადული, რაც პარტნიორის აზრით, მხოლოდ თქვენ გეხებათ.




თქვენ რამდენად ხშირად ჩხუბობთ შეყვარებულთან?

ყოველთვის თანხმდებით?

0
37
1-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0