x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
შენ რა პაპა ფიტასავით იქცევი! - "პაპა ფიტა", ამ გამოთქმას თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია ! ( აფრიკული სიბრძნე )

რა არის პაპა ფიტა? რა შუაშია ჩვენი ცხოვრების ცვლილებასთან? ამ ყველაფერს მხოლოდ მაშინ გაიგებთ, თუ ამ ამბავს ბოლომდე წაიკითხავთ.

"პაპა ფიტა" არ ითარგმნება, რა თქმა უნდა რუსულიდან პაპა შეგვიძლია ვთარგმნოთ, როგორც - მამა, მაგრამ არც რუსულთან და არც რომელიმე ლათინურ ენასთან ამ გამოთქმას საერთო არაფერი არ აქვს.

მაშ ასე გთავაზობთ პაპა ფიტას ამბავს:


იყო ერთი კაცი, რომელიც ფიქრობდა, რომ არაფერში არ უმართლებდა. ერთ დღესაც გადაწყვიტა, ვისოლა მოეძებნა. ვისოლა ერთადერთი ქალი იყო, ვისაც ბედისა და უბედობის ამბავის ახსნა და რჩევის მიცემა შეეძლო მისთვის.


ამიტომ კაცმა თქვა: წავალ, აუცილებლად მოვძებნი ვისოლას და ვკითხავ, რატომ არასდროს მწყალობს ბედიო.


იარა, იარა და გზად გამხმარი ხე შემოხვდა, რომელსაც თითოოროლა ფოთოლიღა შემორჩენოდა. ხემ ჰკითხა, სად მიდიხარო, კაცმაც მიუგო, ვისოლასთან მივდივარ ჩემი უბედობის საკითავად, არაფერში არ მიმართლებსო. ხემ სთხოვა, რომ თუ ვისოლას იპოვნიდა მისი ამბავიც ეკითხა, რატომ ხმებოდა ასე, როცა დანარჩენი ხეები ჰყვაოდნენ. კაცი შეპირდა, რომ აუცილებლად ჰკითხავდა და დაემშვიდობა.


image

ბევრი იარა თუ ცოტა, ზღვის ნაპირს მიაგნო, სადაც მოხუცი მგელი სთვლემდა, მგელმაც ანალოგიურად ჰკითხა, სად მიდიხარო, კაცმაც უპასუხა, მგელმა სთხოვა, დავვუძლურდი, ვეღარც წესიერად ვხედავ, არ ვიცი, რა მჭირს, თუ შეიძლება ჩემი ამბავიც ჰკითხე ვისოლასო, კაცი შეპირდა, რომ თუ ვისოლას მიაგნებდა, აუცილებლად ჰკითხავდა.

გზა გააგრძელა და ულამაზეს წალკოტში მოხვდა, ულამაზესი სახლი იდგა შიგნით და სახლში ულამაზესი ქალი მოწყენით იჯდა.

ქალმა კაცი რომ დაინახა, გამოელაპარაკა, კაცმაც უამბო თავისი უბედობის შესახებ. ქალმა სთხოვა, ჰკითხე ჩემზეც ვისოლას, ყველაფერი მაქვს, მაგრამ მარტოობისგან საშინელი სევდა მიპყრობსო, კაცი შეჰპირდა აუცილებლად ჰკითავდა მასზეც ვისოლას.

ბოლოს დიდ ფერდობზე, როგორც იქნა, დაინახა ვისოლა და უთხრა, უბედო ვარ, არაფერი არ გამომდის, მითხარი რა გავაკეთოო, ვისოლამ უთხრა, საიდან იცი, რომ უბედო ხარ, წადი და მოძებნე შენი ბედი, ის ყველგან შეიძლება იყოს, მთავარია შეძლო მისი აღმოჩენა და ძალიან ბედნიერი კაცი იქნებიო. კაცი დაემშვიდობა და გაუდგა გზას, ყველგან ეძებდა ბედნიერებას და უცებ გაახსენდა დანარჩენების თხოვნა, დაბრუნდა უკან ვისოლასთან და ჰკითხა მათზეც, ვისოლამ მისცა რჩევები მათვისაც და ერთმანეთს დაემშვიდობნენ.


კაცი მივიდა ქალთან და ეუბნება, ვიოლამ დამაბარა შენთან სიყვარული გჭირდება, ვინმე კაცი უნდა მოძებნო, დაელაპარაკო, ერთმანეთი გაიცნოთ და შეგიყვარდებათ ერთმანეთი, ორივე ბედნიერები იქნებითო, ქალს სახე გაებადრა, სახლში დაპატიჟა კაცი, კაცმა იუარა მე ჩემი ბედი უნდა ვეძიო, ის ყველგან შეიძლება იყოს, ვისოლამ ასე მითხრაო, ბოდიში მოუხადა და გზა განაგრძნო.



მიადგა ხეს და ეუბნება: ვისოლამ დამაბარა, შენს ფესვებთან განძი ყოფილა დამარხული და ამიტომ ვეღარ ხარობ, იპოვოს ვინმე, ამოთხაროს, განძი ამოიღოს, ფესვებიც გათავისუფლდება და ხეს დაუბრუნდება სიცოცხლეო.

ხე შეეხვეწა, ბარემ აქ ხარ, შენ დამეხმარე და გადამარჩინეო.

კაცმა უარი უთხრა, მე ჩემი ბედი მაქვს მოსაძებნი, მინდა დაგეხმარო, მაგრამ ძალიან მეჩქარებაო და გზა განაგრძო. სწორედ მაშინ აყვირდა ხე შე პაპა ფიტა, შე პაპა ფიტაო. აი, აქ დაიბადა ეს გამოთქმა, რომელიც გაცის საქციელსა და უგუნურებას ახასიათებს.

რაც შეეხება დასასრულს:


კაცი მიადგა მგელს და ეუბნება, ვისოლამ მითხრა შენზე იმიტომ დაუძლურდი რომ გშია და აუცილებლად უნდა შეჭამო ვინმეო.........



გამოიცანით, როგორ დამთავრდა ეს ამბავი?


ამბავი ჩაწერილია წარმოშობით აფრიკელი ბონაი კაპოტის, სოლის, მონათრხობის მიხედვით, რომლიც პროფესიით ამბის მთხრობელია და ადამიანებს ეხმარება პერსონალურ განვითარებაში.


0
89
1-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0