x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
3 ამოცანა ლოგიკაზე-როგორ მოიქცევით ექსტრემალურ სიტუაციებში?
გახსოვთ, ოიდიპოსმა როგორ ამოხსნა სფინქსის ამოცანა და ამით ქალაქი გადაარჩინა?

თქვენ არავის გადარჩენა არ მოგიწევთ, მაგრამ მაინც საინტერესოა, როგორ მოიქცეოდით იმ სიტუაციებში, რაც ამოცანებშია აღწერილი, რომ საკუთარი სიცოცხლე გადაგერჩინათ...


1.სასჯელი

imageთქვენ შუასაუკუნეებში ცხოვრობთ. მეფის კარზე მსახურობთ და კმაყოფილი ხართ თქვენი ცხოვრებით. ერთხელაც, განრისხებული მეფე ღალატში გდებთ ბრალს. თქვენ მეფეს მიგგვრიან და ის გთავაზობთ, თავად აირჩიოთ როგორ მოკვდებით. მეფე იმის პირობას გაძლევთ, რომ რა გზაც არ უნდა აირჩიოთ სიკვდილისთვის, თქვენი სურვილი შესრულებული იქნება და არ შეიცვლება.


როგორი სიკვდილი უნდა აირჩიოთ, რომ ცოცხალი გადარჩეთ?


2.ოთხი აბი

imageმშვენიერ კუნძულზე სამოგზაუროდ წახვედით, მაგრამ შხამიანმა გველმა გიკბინათ. საბედნიეროდ, მეზობელ დასახლებაში ექიმი აღმოჩნდა. მან 4 აბი მოგცათ. ორი აბი შხამსაწინააღმდეგოა, ორიც მათი “დამაჩქარებელი". წამალი ასე უნდა მიიღოთ: ახლა ერთდროულად უნდა დალიოთ შხამსაწინააღმდეგო და “დამაჩქარებელი" და ძილის წინაც ორი აბი ერთად - შხამსაწინააღმდეგო და “დამაჩქარებელი". ერთს მეორის გარეშე ეფექტი არ აქვს.

მოხდა ისე, რომ თქვენ აბები ერთმანეთში აურიეთ და ვეღარ არჩევთ, რომელი შხამსაწინააღმდეგოა, რომელი დამაჩქარებელი. ოთხივეს ერთად დალევა არ შეიძლება, მოკვდებით. ალალბედზეც ვერ აარჩევთ - ერთი აუცილებლად შხამსაწინააღმდეგო უნდა იყოს, მეორე კი აუცილებლად “დამაჩქარებელი".

როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ განსაზღვრული და სწორი დოზა მივიღოთ?


3.პილოტი

imageთქვენ ბომბდამშენის პილოტი ხართ. ერთხელაც, გაიგეთ, რომ ხელმძღვანელობამ მეცნიერები მოიწვია, რათა გაარკვიონ თვითმფრინავის რომელი ნაწილია უფრო მეტად დაუცველი, რომ ჯავშნით გაამაგრონ. საქმე ისაა, რომ პილოტები საბრძოლო გაფრენის შემდეგ, დაცხრილული თვითმფრინავებით ბრუნდებიან ბაზაზე. ნატყვიარების უმრავლესობა თვითმფრინავების ფუზელაჟზეა, უფრო ნაკლები კი, საწვავის ბაკსა და ძრავის ადგილას. ეს, ბუნებრივია, საფრთხეს უქმნის პილოტების სიცოცხლეს.

მეცნიერებმა პილოტები მიიწვიეს მათი მოსაზრების მოსასმენად და თქვენი ჯერიც დადგა.

თქვენი აზრით, სად უნდა დაყენდეს დამატებითი ჯავშანი?












პასუხები:

1. მეფეს სთხოვეთ, რომ სიბერით სიკვდილი მოგისაჯოს.

2.დაფხვენით ოთხივე აბი ერთად, ფხვნილი კარგად აურიეთ და შემდეგ გაყავით შუაზე.

3.როგორც აღნიშნულია, თვითმფრინავებს ფუზელაჟზე უფრო მეტი ნატყვიარები აღენიშნებათ, ანუ ეს საშიში არაა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ბაზაზე დაბრუნებას ვერ შეძლებდნენ.

ასევე, როგორც აღნიშნულია, ყველაზე ცოტა ნატყვიარი ბაზაზე დაბრუნებულ თვითმფრინავებს ძრავებთან და საწვავის ბაკებთან აქვთ. ანუ, თვითმფრინავებს, რომლებიც ვეღარ დაბრუნდნენ, ყველაზე მეტი ნატყვიარი საწვავის ბაკზე და ძრავაზე ჰქონდათ. შესაბამისად, ეს ადგილები უნდა დაიფაროს ჯავშნით.



1
438
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
438
  
2018, 12 დეკემბერი, 13:21
კაი იყო
0 1 1