x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რუსი აგენტები "ყვითელი ჟილეტებით" - რუსეთი პარიზში არეულობებს იყენებს!

image

ბოლო პერიოდში მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები პარიზული ამბების გარეშე წარმოუდგენელი გახდა. ქვეყნის მასშტაბით ათასობით ადამიანი, ე.წ. "ყვითელ ჟილეტიანები" აპროტესტებდნენ საწვავზე ფასების ზრდას, ემანუელ მაკრონის სხვადასხვა რეფორმებს, მათ შორის განათლების რეფორმას და მის გადადგომას მოითხოვდნენ. გასულ შაბათ-კვირას ჩატარებული აქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო - საფრანგეთის პოლიციამ მართალია დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიიღო შესაბამისი ზომები - მთელი ქვეყნის მასშტაბით 89 000, ხოლო პარიზის მასშტაბით 8 000 პოლიციელის მობილიზება მოხდა. შედეგი კი იყო ის, რომ ვითარება არ გამხდარა უკონტროლო, როგორც ეს იყო 1-ელ და 2დეკემბერს.

"ყვითელი ჟილეტიანების" მოძრაობა 17 ნოემბერს მშვიდობიანი აქციებით დაიწყო. მოძრააბა იმითაც არის განსაკუთრებული, რომ დემონსტრანტებს არ ჰყავდათ ლიდერი და აქციები ინტერნეტით, სოციალური ქსელებით იგეგმებოდა. შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ნამდვილად სახალხო პროტესტი საფრანგეთის მთავრობის ზოგიერთი
რეფორმის წინააღმდეგ.
თუმცა სწორედ ამ უნიკალურ თვისებებში იმალება ამ მოძრაობის სისუსტეც და მონაწილეებით მანიპულირების საშუალებაც. ამის შესახებ კი უკვე უკრაინის უშიშროების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, ფოტომასალასა და ბრალდებას რუსეთის მხარის მიმართ.

რუსი აგენტები "ყვითელი ჟილეტებით"

8 დეკემბერს საღამოს "ტვიტერზე" გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს ორი მამაკაცი თვითაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშით ხელში. მათი მონაცემებით, სორლინ ფაბრისი (მარცხნივ) არის ანალიტიკური ცენტრის "კატეხონის" წევრი. ცენტრის თავმჯდომარე არის რუსი ბიზნესმენი კონსტანტინ მალოფეევი. ცენტრი ასევე მოქმედებს ვლადიმირ პუტინის მრჩევლის სერგეი გლაზიევისა და ალექსანდრე დუგინის (საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობა) ეგიდით. მეორე პიროვნება არის ქსავიე მორო (მარჯვნივ) - სტრატეგიული ანალიზის ევროპული ცენტრის Stratpol-ის (რომელიც ითვლება საფრანგეთში რუსეთის მეხუთე კოლონად) დამფუძნებელი. გარდა ამისა, ის არის ორგანიზაციის "აღმოსავლეთ საფრანგეთი - სოლიდარობა დონბასს" ერთ-ერთი ფუნქციონერი. მორო 2013 წლიდან რუსეთის მოქალაქეა. წაიკითხეთ ვრცლად, ნახეთ სურათები
1
86
1-ს მოსწონს
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
86
  
2018, 13 დეკემბერი, 1:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1