x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
როგორ შეიცვლებიან ვარსკვლავები,თუ მათი გარეგნობის მნიშვნელოვან დეტალს შევცვლით?
image

ბევრ ცნობილ ვარსკვლავს აქვს გარეგნობაში რაღაც ისეთი, რაც თვალში გხვდება და ვარსკვლავის “სავიზიტო ბარათი " შეიძლება ვუწოდოთ. ჯულია რობერტსის გახსენებაზე, უმალ მისი თვალისმომჭრელი ღიმილი გაახსენდება ყველას და ძნელია სხვანაირი ჯულია წარმოიდგინო. თუმცა, დღეს გადავწყვიტეთ ფოტოშოპის დახმარებით ამ ვარსკვლავებისთვის მათი მთავარი “კოზირი" გაგვექრო გარეგნობაში. თუ როგორ შეიცვალნენ ვარსკვლავები და რომელი ვარიანტი უკეთესია, ეს თავად გადაწყვიტეთ. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ის, რასაც ზოგიერთის შემთხვევაში ნაკლი შეიძლება ეწოდოს, სწორედ ისაა, რაც გარენობას განუმეორებელ შარმს მატებს.


ანჯელინა ჯოლი

imageფაფუკი, ვნებიანი ტუჩები-მსახიობის საავიზიტო ბარათია. მეორე ფოტოზე მას ჩვეულებრივი ზომის ტუჩები აქვს. მსახიობი ორივე ფოტოზე ლამაზია, თუმცა ფოტოშოპით დამუშავებულ სურათზე უფრო მკაცრი შეხედულება მიიღო.



კარა დელევინი

imageმსახიობი და მოდელი კარა დელევინი თავისი მსხვილი წარბებითაა ცნობილი. თუ ამ ცნობილ “დეტალს" შევცვლით, კარას მომნუსხველი მზერაც ქრება.


ჯულია რობერტსი

imageჯულია რობერტსის გარეგნობაში თუ შეიძლება რამე ნაკლი მოვძებნოთ, ეს მისი დიდი პირია, თუმცა, სწორედ ეს ნაკლია ის, რაც ჯულიას განუმეორებელ შარმსა და მომხიბვლელობას მატებს.


ბენედიქტ კამბერბეტჩი

imageთავის გარეგნობაზე მსახიობიც ბევრს ხუმრობს, მაგრამ ეს ხელს არ უშლის იმაში, რომ მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავდეს. მეორე ფოტოს ხილვისას, რომელზეც მსახიობს ნიკაპი, ცხვირი და თვალები აქვს დამუშავებული, კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ ბუნება უკეთესი შემოქმედია.


ბარბრა სტრეიზანდი

imageოდესღაც, ცხვირის გამო, ბარბრას კინოში გადაღება არ სურდათ, მაგრამ მან მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ტალანტი არ იკარგება და რომ ნაკლი ზოგ შემთხვევაში შარმია. უფრო პატარა ცხვირით მისი სახე უფრო დახვეწილად გამოიყურება, მაგრამ ის განუმეორებელი შარმი და ინდივიდუალიზმი აღარ აქვს, რაც პირველ სურათზეა.


სკარლეტ იოჰანსონი

imageკიდევ ერთი მსახიობი, რომელიც თავისი ვნებიანი და მაცდური ტუჩებით გვამახსოვრებს თავს. დამუშავებული ფოტოს ხილვისას კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ბუნება სწორ აქცენტებს აკეთებს.


ვენსან კასელი

imageეს მსახიობი არა იმდენად გარეგნობით იქცევს ყურადღებას, რამდენადაც თავისი ქარიზმით. მეორე ფოტოზე მას თვალები, ცხვირი და ყურები აქვს დამუშავებული, მაგრამ მსახიობი ორივე შემთხვევაში ერთნაირად მომხიბვლელად გამოიყურება.


ვანესა პარადი

imageვანესას გარეგნოაში უმალ თვალს იპყრობს მისი კბილები, უფრო სწორად კბილებს შორის დაშორება. შესაძლოა ბევრს მისი მეორე ფოტო უფრო მოეწონოს, მაგრამ ის სახასიათო გარეგნობა და ინდივიდუალიზმი, რაც პირველ ფოტოზეა, უკვე იკარგება.


სინდი კროუფორდი

imageოდესღაც, სუპერმოდელს თავისი ცნობილი ხალის მოშორება სურდა. რათქმაუნდა, სინდი მის გარეშეც მშვენივრად გამოიყურება, მაგრამ ხალი-ეს ის უნიკალური დეტალია, რომელიც მის გარეგნობას მხოლოდ აუმჯობესებს.


ჯეიმს მაკევოი

imageმეორე ფოტოზე ჯეიმსს ცხვირი, თვალები და ტუჩები აქვს დამუშავებული. დასკვნა: მსახიობი ორივე ფოტოზე ერთნაირად მომხიბვლელია.


ედრიან ბროუდი

imageმეორე ფოტოზე ედრიანს წარბები და ცხვირი აქვს შეცვლილი, თუმცა ორივე ფოტოზე მომხიბვლელია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ფოტოშოპით დამუშავებულ ფოტოზე მსახიობისთვის დამახასიათებელი სევდიანი და გამომეტყველება და ინდივიდუალიზმი აღარ იკვეთება.



0
460
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
460
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0