x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
რატომ გააჩერეს ია ფარულავას გადაცემა „ფარული კონვერტი“?
image


უკვე რამდენიმე კვირაა ია ფარულავას სკანდალური გადაცემა „ფარული კონვერტი“ ეთერში არ გასულა. ამის შესახებ განმარტებები თავად გადაცემის წამყვანმა გააკეთა. ია აღნიშნავს, რომ გადაცემა, რომელიც ეთერში ორშაბათობით გადიოდა, მეგა შოუ „მხოლოდ ქართულმა“ ჩაანაცვლა. უფრო სწორად, მუსიკალური გადაცემა თავის ტრადიციულ დროს დაუბრუნდა, „ფარული კონვერტი“ კი საეთერო ბადის მიღმა დარჩა.


გადაცემის წამყვანი სოციალურ ქსელში წერს, რომ გადაცემა მომავალ წელს აღდგება, სავარაუდოდ, მუსიკალური კონკურსის დასრულების შემდეგ.


„გადაცემა "ფარული კონვერტი" ეთერში გავა ახალი წლების მერე, იანვარში
(თუ კიდევ გახსოვთ ასეთი გადაცემა). გადაცემა ''ფარული კონვერტი ია ფარულავასთან ერთად'' ეთერში ახალი წლის შემდეგ დაბრუნდება. მას შემდეგ, რაც მეგა პროექტი ''მხოლოდ ქართული'' დასრულდება. წინ ბევრი საინტერესო გადაცემა გელოდებათ. დაგველოდეთ, “ - წერს ფარულავა და ფაქტობრივად ადასტურებს, რომ შეჩერების მიზეზი „მხოლოდ ქართული“ გახდა.



image


0
761
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
761
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0