x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რას გელით 2019 წელს იაპონური ჰოროსკოპის მიხედვით? (ნაწილი 1 )

იაპონურ ჰოროსკოპში 12 ნიშანია: ნეძუმი, უში, ტორა, უსაგი, ტაცუ, ჰები, უმა, ჰისუჯი, სარუ, ტორი, ინუ, ინოსისი. ნახეთ რომელი ნიშანი ხართ იაპონური ჰოროსკოპის მიხედვით და რას გიმზადებთ 2019 წელი?

image

ჰები

თუ დაიბადეთ 2013, 2001, 1989, 1977, 1965, 1953 ან 1941 წელს - ჰები ხართ. ამ ნიშნით დაბადებულებისთვის დამახასიათებელია ღრმა ფიქრი, ფილოსოფიურობა, ცხოვრების არსის ძიება, ადამიანების შეცნობისკენ ლტოლვა. ჰები ნამდვილი ბრძენია, რომლის რჩევაც ყოველთვის გონივრულია. 2019 წელს ჰებისთვის სამსახური სტრესული და დამღლელი იქნება. მოერიდეთ კოლეგებთან ან უფროსთან კონფლიქტსა და პოლემიკაში შესვლას, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა სამსახური დაკარგოთ. ზოგიერთი ჰები წამოიწყებს საქმეს, მცირე ბიზესს. ამ ნიშნით დაბადებულისთვის 2019 წელი ფინანსური პრობლემების მომტანი იქნება, სამაგიეროდ სასიყვარულო ფრონტზე გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ტაცუ

თუ დაიბადეთ 2012, 2000, 1988, 1976, 1964, 1952 ან 1940 წელს თქვენ ტაცუ ხართ. ამ ნიშნით დაბადებულები გარშემომყოფებს თავს ამახსოვრებენ ენერგიულობითა და პოზიტივით. მათთვის არ არსებობს გამოუვალი სიტუაციები. ტაცუს ყველაზე კარგად სხვების სიყვარულისა და ნდობის მოპოვება ეხერხება. 2019 წელს თქვენს ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ვარსკვლავები უფლებას გაძლევენ დატკბეთ იმით, რასაც უკვე მიაღწიეთ. შესაძლოა შეეჩეხოთ ფინანსურ კრიზისს, რომელსაც მალევე გადალახავთ თქვენი გონიერების დახმარებით. გახსოვდეთ, გეგმა “ა" ყოველთვის როდი ამართლებს! საჭიროა გეგმა “ბ" და “გ". 2019 წელს არ მოგიწევთ ექიმებთან კონსულტაციებზე სირბილი. იქნებით
გაკაჟებული და ჯანმრთელი.

უსაგი

თუ დაიბადეთ 2011, 1999, 1987, 1975, 1963, 1951 ან 1939 წელს, თქვენი ნიშანი უსაგია. უსაგი იღბლიანობით გამოირჩევა. მათ შორის ბევრია ვირტუოზი მუსიკოსი და ხელოვანი. ამ ნიშნით დაბადებულებს უყვართ ხალხში ტრიალი და ყურადღების ცენტრში ყოფნა. 2019 წელი კარიერისტი უსაგისთვის უპრობლემოდ ჩაივლის. სამსახურში არ არის მოსალოდნელი დაძაბულობა, გაურკვევლობა ან სერიოზული კონფლიქტები. ასევე, ბიზნესმენ უსაგის შეუძლია მშვიდად იყოს, რადგან გაიზრდება მისი მოგება და ხელსაყრელ ალიანსს გააფორმებს. უსაგის სასიყვარულო ცხოვრებაში აღმავლობას მწარე დაცემა შეცვლის, თუმცა ეს მდგომარეობა დროებითი იქნება და პირად ცხოვრებაში მალევე გამოანათებს მზე.

ტორა

თუ დაიბადეთ 2010, 1998, 1986, 1974, 1962, 1950 ან 1938 წელს, თქვენი ნიშანი ტორაა. ტორა გამოირჩევა სენსიტიურობით, სიმამაცითა და ფეთქებადობით. ამ ნიშნით დაბადებულებს უჭირთ ემოციების მართვა. ხშირად მათ ეგოიზმი და ეჭვიანობა ამოძრავებთ. ტორასთვის 2019 წელი კარგად ჩაივლის. არ მოგაკლდებათ სასიცოცხლო ენერგია, გალძიერდებით ფიზიკურად და მენტალურად. ყველაფერი, რაც უწინ შეუძლებელი გეგონათ, სავსებით ხელმისაწვდომი გახდება. იაპონური ასტროლოგია გირჩევთ უყურადღებოდ არ დატოვოთ ჯარიმები და სხვა სახის გადასახადები, რადგან მოგვიანებით დიდ პრობლემებს შეგიქმნით. პირად სფეროში მოსალოდნელია ვნებისა და რომამნტიკის მატება.

უში

თუ დაიბადეთ 2009, 1997, 1985, 1973, 1961, 1949 ან 1937 წელს, თქვენი ნიშანია უში. თქვენ შესაშური მოთმინების უნარით დაგაჯილდოვეს ვარსკვლავებმა. უშები გამოირჩევიან თავდაჯერებულობითაც. ამ ნიშნით დაბადებულებს დატვირთული წელი ელოდებათ, მაგრამ ყველა საქმე, რომელსაც ხელს მოჰკიდებენ, წარმატებით დასრულდება. ბევრ უშის დაწინაურება ელოდება. ფინანსურადაც დაწინაურდებით და მოაგვარებთ ფულთან დაკავშირებულ ყველა პორბლემას. გაგიუმჯობესდებათ პირადი ურთიერთობები პარტნიორთან, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და კოლეგებთან. უშის, რომელსაც ჯერაც არ უპოვნია ნამდვილი სიყვარული, ბედთან შეხვედრა ელის.

ნეძუმი

თუ დაიბადეთ 2008, 1996, 1984, 1972, 1960 ან 1948 წელს, თქვენი ნიშანი ნეძუმია. იაპონური ჰოროსკოპის მიხედვით, თქვენ ხართ ქარიზმატული, ამბიციური, სამართლიანი, ტყუილების მტერი, მიზანსწრაფული, შრომისმოყვარე. ადვილია თქვენთვის გუსლისტკენა. გეხერხებათ ადამიანების მართვა. 2019 წელი თქვენთვის დატვირთული იქნება მავალფეროვანი მოვლენებით. დაახარისხეთ პრიორიტეტული და ნაკლებმნიშვნელოვანი საქმეები. წლის ბოლოს აგინაზღაურდებათ შრომა და დახარჯული ენერგია. რთულად მიაღწევთ ფინანსურ სტაბილურობას, შესაძლებელია მოულოდნელად დიდი თანხა დაგჭირდეთ სამედიცინო მანიპულაციებისთვის.





1
639
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
639
  
2018, 10 დეკემბერი, 1:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1