საქართველო პრეზიდენტობის კანდიდატებმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირეს 2018, 28 ნოემბერი, 16:20
სალომე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ საარჩევნო უბნებზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირეს.
"-ჩემი ხმა ყველაზე ევროპულ კანდიდატს მივეცი. ჩემი არჩევანი არის მშვიდობიანი საქართველო, ერთიანი საქართველო, დაწყნარებული საქართველო, ღიმილიანი საქართველო. " - განაცხადა მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა. ის საარჩევნო უბანზე შვილებთან ერთად მივიდა.
ქუთაისში დააფიქსირა საკუთარი ხმა გრიგოლ ვაშაძემ . გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი უბანზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად გამოცხადდა.
"-დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია და იმედი მაქვს, საქართველოს მოქალაქეები, ისინი, ვინც 90-იანი წლებიდან კბილებით ინარჩუნებს დემოკრატიას, სახემწიფოებრივობას, მოვლენ არჩევნებზე და გააკეთებენ სწორ არჩევანს. " -განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ . რიგით მეხუთე საპრეზიდენტო არჩევნები დღეს 20:00 საათზე დასრულდება. 33 1-ს მოსწონს
|