x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
„გველს კოპლებს რომ დაახატავ, ჭიამაია არ გამოვა!“ - ბონდო მძინარაშვილი ნაცმოძრაობაზე

image


ჟურნალისტმა, ტელეკომპანია ობიექტივის“ რედაქტორმა ბონდო მძინარაშვილმა "tv-პირველის" ეთერში განაცხადა, რომ ნაცმოძრაობამ სახე რა ფორმითაც არ უნდა იცვალოს, კბენას არ მოიშლის. მისი თქმით, თუ გველს კოპლებს დაახატავ, ჭიამაია არ გახდება.
.
"თუკი გველი ადამიანს კბენს, კოპლებს რომ დაახატავ, ჭიამაია არ გამოვა, ესაა ნაციონალური მოძრაობა", -ასე უპასუხა ჟურნალისტმა ბონდო მძინარაშვილმა "tv-პირველის" ეთერში, ნაციონალური მოძრაობის წევრის განცხადებას, რომ 2007 წლის "იმედის" დარბევის შემდეგ, პარტიამ გაიაზრა თავისი შეცდომა, პრეზიდენტი სააკაშვილი კი თანამდებობიდან გადადგა.
.
"სააკაშვილი კი არ გადადგა, გადააყენეს და ამის შესახებ თქვენ ძალიან კარგად იცით. სააკაშვილი ჭირვეული ბავშვივით ბოლომდე იყო ჩაბღაუჭებული ძალაუფლებას, როგორც ბავშვი სათამაშოს და არცერთ შემთხვევაში არ დათმობდა. მან საკონსტიტუციო ცვლილებები განახორციელა და კიდევერთი წელი გაიხანგრძლივა პრეზიდენტობა. რაც ვერ შეისრულა, იმის სანაცვლოდ აქეთ დაიმატა კიდევ. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე: თუკი გველი კბენს ადამიანს, იმას კოპლებს რომ დაახატავ, ჭიამაია არ გამოვა მისგან. აიეს არის ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა მან.
სრული ვერსიის ნახვა postalio
1
299
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
299
  
2018, 21 ნოემბერი, 21:38
აუჰ, გაიღვიძე რა ბონდოია
0 1 1