x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
ყველაფერი ცხვირის ოპერაციის შესახებ

image

რინოპლასტიკა
, ანუ ცხვირის პლასტიკური ოპერაცია, საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი ოპერაციაა და პოპულარობით პირველ ადგილას დგას.
კლინიკებისა და პლასტიკური ქირურგების არჩევანი საკმაოდ ფართოა.
ფასები 1800 ლარიდან იწყება და 4000 ლარამდე ადის.
თუმცა, ფასი არ განსაზღვრავს ხარისხს. დაბალი ფასი მიუთითებს იმაზე, რომ ქირურგი კონკრეტული კლინიკის ბაზაზე მუშაობს და შესაძლოა, ძვირიან ქირურგზე ბევრად უკეთესიც იყოს.
აუცილებელია, ოპერაციის წინ საგულდაგულოდ დაათვალიეროთ ქირურგებისა და კლინიკების ნამუშევრები, შემდეგ კი გადაწვიტოთ, ვისთან გსურთ ოპერაცია.
უპირატესობა დღეს ბუნებრივ ცხვირს ენიჭება. შესაძლოა, ქირურგმა ზედმეტად არ დააპატარავოს ცხვირი, რადგან, პაციენტის ოდნავ დიდ ყბას ან ფართო სახეს არ მოუხდეს. გაითვალისწინეთ, რომ ის რაც უხდებათ სხვებს, შესაძლოა თქვენ სრულებითაც არ მოგიხდეთ. ენდეთ ქირურგს, რომელმაც თქვენზე უკეთ იცის, რა მოგიხდებათ.
უპირატესობა, უმჯობესია გამოცდილ ექიმს მიანიჭოთ. კარგი იქნება, თუ ქირურგი მხატვარი, მოქანდაკე ან დიზაინერი იქნება.
მხატვრის თვალით დანახული სილამაზე ყოველთვის ობიექტურია.
მაშ ასე, უკვე აირჩიეთ ქირურგი და არ იცით რა გზას დაადგეთ? პირველ რიგში მოიძიეთ კლინიკის ოფიციალური საიტი და დარეკეთ მიმღებში. ჩაეწერეთ ექიმთან კონსულტაციაზე და როდესაც იქ აღმოჩნდებით, ყველანაირი შიში გაგიქრებათ.
კონსულტაციაზე ქირურგი ადგენს რა პრობლემები გაქვს. გიშვებს ფოტოების გადასაღებად, იკეთებ ყველა ანალიზს, და თუ ჯანმრთელობის მხრივ რაიმე პრობლემა არ აღმოგაჩნდა, დგება ოპერაციის დღეც.
მისვლიდან 7 ან 10 დღეში უკვე საოპერაციო მაგიდაზე წევხარ.
image

ნარკოზი ორნაირია:
პირველი :ადგილობრივი ანესთეზია, ანუ ოპერაციას იკეთებ მღვიძარე და ფხიზელ მდგომარეობაში, ცხვირი გაბუჟებული გაქვს და ტკივილს ვერ გრძნობ.
ამ სახის ნარკოზის უპირატესობა ისაა, რომ გამოფხიზლება არ გჭირდება. არ გაქვს ძილის შეგრძნება თვეების განმავლობაში, ნარკოზი არ რჩება ორგანიზმში. ამ დროს სიკვდილის შემთხვევა გამორიცხულია, არ იხდი დამატებით საშუალოდ 300 ლარს.

მეორე: ზოგადი ანესთეზია. ანუ კლასიკური ნარკოზი. (ავტ. ნარკოზი (ბერძ. narkōsis გაშეშება) – ნარკოტიკული საშუალებებით ხელოვნურად გამოწვეული ძილი, რასაც თან ახლავს ცნობიერებისა და მგრძნობელობის დაკარგვა.) ამ დროს პაციენტს სძინავს დაახლოებით 3, 4 საათით. ძილი იმდენად ღრმაა, რომ ის ოპერაციის დროს ვერაფერს გრძნობს. ამ სახის ნარკოზს აკეთებენ მაშინ, როდესაც პულსი ძალიან მაღალია, ან პაციენტს გულის სხვა პრობლემები აქვს.
ზოგად ნარკოზს დადებითი ის აქვს, რომ ოპერაციის დროს გძინავს, შესაბამისად შემდეგ არაფერი გახსოვს. იღვიძებ უკვე გაკეთებული და თაბაშირში ჩასმული ცხვირით.

გაითვალისწინეთ, რომ თუ ცხვირი დარტყმული გაქვთ, ან ძგიდი გამრუდებული და საჭიროებთ სუნთქვის აღდგენას, ჯერ აუცილებლად სუნთქვის აღდგენის ოპერაცია უნდა გაიკეთოთ და საშუალოდ სამი თვის გასვლის შემდეგ -პლასტიკური.
ზოგიერთი ექიმი ორივე ოპერაციას ერთად აკეთებს, ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ სუნთქვის პრობლემა ზედმეტად მარტივია. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ძალიან ცნობილი ექიმის გაკეთებული ცხვირი "ჩავარდნილა" -ანუ ფორმა დაუკარგავს და დამატებითი ოპერაციები გამხდარა საჭირო. ეს იმიტომ, რომ ქირურგმა ძგიდის გასწორება და პლასტიკა ერთად გააკეთა, ამ დროს ცხვირმა ვერ გაუძლო, დროთა განმავლობაში ძვალი ჩაიზნიქა ან გვერდზე გაიწია.
image


ეს რომ თავიდან აირიდოთ, უმჯობესია ოპერაციები ცალ-ცალკე გაკეთდეს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველა საჭირო ანალიზის გაკეთების შემდეგ, ნარკოზამდე, ქირურგს აუცილებლად უნდა აცნობოთ თუ რაიმე სხვა სახის დაავადება გაქვთ. მაგალითად, ეპილეფსიური თუ იყავით, ან ნერვული დარღვევა გაქვთ, ან რაიმე ფსიქონევროლოგიური დაავადება ხომ არ აღგენიშნებათ. გული ხომ არ წაგსვლიათ მოულოდნელად, ხომ არ იღებთ რაიმე წამალს და სხვ. აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ან ანტიდეპრესანტებს . ამ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა აქვს ნარკოზის გაკეთების დროს. პატარა დარღვევა ზოგჯერ ფატალურ შედეგს იწვევს, რაც ნარკოზში დარჩენას გულისხმობს.

ექიმმა შეიძლება ადგილობრივი ნარკოზი გირჩიოთ, რაც არ იწვევს დაძინებას და ასევე ევრაფერს გრძნობთ.
ადგილობრივი ნარკოზი არ შეიძლება, თუ ტაჰიკარდიული ხართ, ანუ მაღალი პულსი გაქვთ.
ოპერაციის შემდეგ, ყურადრებით იყავით თაბაშირთან. ის არ უნდა მოიხსნათ ექიმის გარეშე. არ უნდა გაამოძრავოთ . არაფერი არ უნდა მოიმოქმედოთ ექიმის გარეშე.
თაბაშირი დღისით 10 დღე გედებათ.
ნაოპერაციები ცხვირი ფორმას ერთი წლის განმავლობაში იცვლის და უფრო და უფრო იხვეწება.
რინოპლასტიკის შემდეგ ოდნავ ზემოთ იწევს ზედა ტუჩი და უფრო იკვეთება ტუჩების ფორმაც. რაც სახეს უფრო ალამაზებს.
ახალი ცხვირით, კი ცხოვრება გაცილებით მშვენიერია.
(პოსტის ლინკი ჩემს პირად გამოცდილებაზე, იხილეთ კომენტარში)

3
1850
2-ს მოსწონს
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
1850
  
2018, 26 ნოემბერი, 15:53
მადლობა დიდი.
2018, 26 ნოემბერი, 15:48
საინტერესოა!
2018, 21 ნოემბერი, 18:53
ჩემი პირადი გამოცდილება იხილეთ აქ - https://bezhashvilianna.wordpress.com/2017/05/17/ყველაფერი-ცხვირის-ოპერაც/comment-page-1/#comment-333
0 1 3