x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
„გრიგოლ ვაშაძის ვაჟმა ნოდარმა თუ იცის ქართული და რუსეთიდან ჩამოვა, მზად ვარ დებატებში გამოვიწვიო“

image


"ნოდარ ვაშაძე თუ დათანხმდება, ჩამოვა და იცის ქართული, მზად ვარ, დებატებში გამოვიწვიო" - ამის შესახებ დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილის ვაჟი თეიმურაზ გორჯესტანმა ტექნოპარკში გამართულ შეხვედრაზე განაცხდა, სადაც ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სტუდენტებს ხვდება.
.
სტუდენტების კითხვაზე, აპირებს თუ არა საქართველოში ჩამოსვლას, თეიმურაზ გორჯესტანმა აღნიშნა, რომ უკვე აქ არის.
.
„მე ერთი კითხვა მაქვს. მე აქ ვარ, სამ დღეში ქეთევანი პარიზიდან ჩამოდის, მე ლონდონიდან ჩამოვედი და კითხვა მაქვს, ნოდარ ვაშაძე სად არის? მოსკოვში?... არ ვიცი, მაგრამ, ერთი შეთავაზება მაქვს. ჩვენ კითხვებს ვპასუხობთ, გამოვდივართ ტელევიზორში, რომ გაგვიცნოთ და იცოდეთ, როგორც ამომრჩევლებმა ვინ არის სალომე ზურაბიშვილის ოჯახი, ვინ არიან მისი შვილები. მე ვარ დაინტერესებული, ვინ არის გრიგოლ ვაშაძის უფროსი ვაჟი... თუ დათანხმდება, თუ ჩამოვა და იცის ქართული, მზად ვარ, დებატებში გამოვიწვიო....
.
სადაც გინდათ, როგორც გინდათ, მოვილაპარაკოთ. ეს არის ქართული ვაჟკაცობა, მოვილაპარაკოთ, რა არის საქართველო, ქართული კულტურა და ქართული ენა. მე მზად ვარ, როცა გინდათ, ბატონო ნოდარ”, – განაცხადა თეიმურაზ გორჯესტანმა.
0
59
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0