x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
მამაკაცმა.რომელსაც გაღიმება არ შეუძლია,იპოვა საცოლე მსგავსი დაავადებით
image

კაცი და ქალი, რომლებიც დაბადებიდან იშვიათი ანომალიური დაავადებით იტანჯებიან - არ შეუძლიათ გაღიმება, დაქორწინდნენ.


45 წლის ბრიტანელი ალექს ბარკერი და 38 წლის ამერიკელი ერინ სმიტი იტანჯებიან მებიუსის სინდრომით. ეს დაავადება იწვევს სახის ნერვის დამბლას, რის შედეგადაც ადამიანს არ შეუძლია გამოხატოს ემოციები.


ამის გარდა, მებიუსის სინდრომით დაავადებულებს უჭირთ საუბარიც და შესაძლებელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემებიც გამოიწვიოს.


image

ითვლება, რომ მსოფლიოში სულ 1000-მდე კაცია დაავადებული ამ იშვიათი სინდრომით.


სმიტმა და ბარკერმა სპეციალური საიტის მეშვეობით გაიცნეს ერთმანეთი, რომელიც ამ სინდრომით დაავადებული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი.


"თავიდან ვერც წარმომედგინა, რომ შევიყვარებდი ვინმეს, რომელიც ისეთივე იქნებოდა, როგორიც მე, აქ მარტო მებიუსს არ ვგულისხმობ, ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო"-აღნიშნა ერინ სმიტმა.

image

"მართალია ჩვენ არ შეგვიძლია ერთმანეთის მიმართ ემოციები სახის გამომეტყველებით ვანიშნოთ, თუმცა როდესაც მოწყენილები ვართ ან სხვა რამ, არსებობს არავერბალური კომუნიკაცია, რითაც ვურთიერთობთ"-დასძინა ალექს ბერკერმა.

0
452
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
452
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0