x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს 2019 წელს
image

ზოგიერთი მოვლენა და წინასწარ განუჭვრეტელი სიტუაცია ადამიანის ცხოვრებაში სპონტანურად ხდება. და ზოგჯერ, ასეთი მომენტები ცხოვრების კალაპოტიდან გვაგდებს და ჩვეულ ცხოვრების რიტმს ანგრევს. ასტროლოგია თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს აფრთხილებს, თავი შეიკავონ იმ მოქმედებისგან, რომელთა შესრულებაც გარკვეულ პერიოდში არ ღირს.

ვერძი

წლის დასაწყისი, უფრო ზუსტად იანვარი - საუკეთესო დროა ახალი საქმის დასაწყებად. თებერვალში მოსული იდეები, თუნდაც ამ მომენტში განუხორციელებელი, მომავლისთვის დაიმახსოვრეთ. სექტემბერში საკუთარ თავს დაუფიქრებელი ქცევისთვის არ უსაყვედუროთ: მთავარია - ხარჯებს სერიოზულად მოეკიდეთ.


კურო

თქვენ შეიძლება მთელი წლის განმავლობაში გარშემომყოფების გაუგებრობამ გაგაკვირვოთ. მაგრამ დასკვნების გამოტანა არ იჩქაროთ. თქვენი ქცევები კარგად გაანალიზეთ და ეცადეთ საკუთარი მოსაზრების გამოხატვისგან თავი შეიკავოთ. მარტში ძალიან ბევრი საქმე არ დაგეგმოთ - ამ დროს დასვენება თქვენთვის ძალიან საჭიროა.

ტყუპები

არ დაიწყოთ ჩაფიქრებული საქმეების გაკეთება, სანამ საკუთარ ძალებში ბოლომდე დარწმუნებული არ იქნებით. თუ ივნისში შვებულებაში გასვლის შანსი გექნებათ, თან საყვარელი ადამიანი წაიყვანეთ: თქვენი დაკავებულობის გათვალისწინებით, ეს შესანიშნავი შანსი იქნება, რომ მის თვალში რეაბილიტაცია გაიაროთ.

კირჩხიბი

სექტემბერში გასული ზაფხულის გამო შეიძლება ნოსტალგია დაგეწყოთ. საკუთარი მომხიბვლელობა და მიმზიდველობა ხშირად გაიხსენეთ და გარშემომყოფების დარწმუნების არ მოგერიდოთ. მით უმეტეს, განსაკუთრებული ძალისხმევის ჩადება არ დაგჭირდებათ.

ლომი

აპრილში ყველაფერი საკუთარ ადგილას უნდა დააყენოთ: ურთიერთობის წრე შეზღუდეთ და უფრო მეტი დრო საკუთარ ფიქრებს დაუთმეთ. მარტში ავანტიურაში მონაწილეობა არ მიიღოთ და საქმეში სიფრთხილე გამოიჩინეთ. თუ წვეულებაზე წასვლა მაინც გსურთ, უმჯობესია ეს ზაფხულის დასაწყისში გააკეთოთ.

ქალწული

თვითსრულყოფილებისაკენ სწრაფვა ნაყოფს გამოიღებს. მართალია, თებერვალში ბევრი ძალისხმევის ჩადება დაგჭირდებათ, მაგრამ თანამშრომლების მხრიდან შეცვლილი შეფასება მიგანიშნებთ, რომ თქვენ სწორ გზაზე ხართ. პირად ცხოვრებაში ეცადეთ, მონის პოზიცია დაიკავოთ - ჩათვალეთ ეს საკუთარ თავზე მუშაობად.

სასწორი

მარტი ახალი ურთიერთობის დამყარებას დაუთმეთ, რომლებიც საკმაოდ წარმატებულად განვითარდება. აპრილსა და ნოემბერში სასარგებლოა ძველი მეგობრების მონახულება და სულიერი საუბრები. ამასთან, სამსახურზე საუბარი აკრძალული უნდა იყოს.

მორიელი

შეიძლება ოქტომბერში საკუთარი შესაძლებლობები გადააფასოთ, ამიტომ სერიოზულ მოვლენებს ჯობს თავი აარიდოთ. და თუნდაც გიჭირთ მტრული თავდაჯერებულობის გადალახვა, მაისში თქვენი პრინციპების დათმობა მოგიწევთ. ძალიან მალე, კერძოდ, ივნისში, თქვენი წარმატება საკუთარი აზრის დაცვაზე იქნება დამოკიდებული.

მშვილდოსანი

თუ იანვარში ფორიაქს შეწყვეტთ, თქვენი საქმეებიც წარმატებული იქნება. მარტის ბოლოს ნებისმიერი წვრილმანი შეიძლება კონფლიქტის საბაბად მოგეჩვენოთ, ამიტომ განწყობის სწრაფ ცვლილებებს მოერიდეთ. ეცადეთ აგვისტოში დაისვენოთ და დაინახავთ, რომ თქვენი პრობლემები ზედმეტი ნერვების მოშლად არ ღირს.

თხის რქა

თებერვალში საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაგრილება თქვენს ერთობლივ გეგმებს ხელს არ შეუშლის. მთავარია - საკუთარ საქმეებში თანამიმდევრული იყოთ. აგვისტოში ეცადეთ, სისუსტეები არ გამოაჩინოთ. ადრე თუ გვიან თქვენი სიმართლე სათანადოდ დაფასებული იქნება.

მერწყული

თქვენთვის იანვარი არის დრო, როცა ბევრ სხვადასხვა საქმეს ხელი უნდა მოჰკიდოთ. რაც უფრო საქმიანი იქნებით, მით უფრო ნაყოფიერი შედეგი გექნებათ. უაზრო საუბრებზე უფრო ნაკლები დრო დახარჯეთ და უფრო ტაქტიკური იყავით მათ მიმართ, ვინც კარიერულ კიბეზე თქვენს ქვემოთ არის.

თევზები

სიმშვიდე და ობიექტურობა - წლის განმავლობაში თქვენი წარმატების შემადგენელი კომპონენტებია. გამოცდილი და უფროსი ადამიანებისგან რჩევების მოსმენის უნარი დასახულ მიზანთან დაგაახლოებთ. ივნისში თქვენ ბედი გაგიღიმებთ, მაგრამ იმ პირობით, რომ სხვების მიმართ უფრო ტოლერანტული იქნებით.

0
1221
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1221
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0