x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დათო კენჭიაშვილი VS მარინა ბერიძე – „ალბათ ოდესმე გამიცნობს, ეგეც ადამიანია…“; „ძირფესვიანად შევისწავლე“
image


როგორც ცნობილია, პოპულარულ მუსიკალურ შუში „მხოლოდ ქართულის“ მეორე გადაცემაში, ერთ-ერთმა მონაწილემ დათო კენჭიაშვილის სიმღერა შეასრულა. – დათო კენჭიაშვილი ვინაა, გამანათლეთო, გადაულაპარაკა კოლეგებს მარინა ბერიძემ. იცი, უბრალოდ ვერ იხსენებო, უპასუხა სოფომ.


ჟურნალისტები დაინტერესდნენ, გაიხსენა თუ არა მარინა ბერიძემ ეს კონკრეტული მომღერალი, თუმცა მისგან კვლავ უარყოფითი პასუხი მივიღეთ.

საინტერესოა რა პოზიცია აქვს მომღერალს, მაშინ როცა მას ვერ ცნობენ.


.

„მერე რაა, შეიძლება არც მიცნობს. საქართველოში ძალიან ცოტა მიცნობს მე. ძირითადად მისმენენ: ირანში, ისრაელში, საბერძნეთში, დაღესტანში, ოსეთში, აფხაზეთში, ინგუშეთში, ჩრდილოეთ სახალინშიც კი, პეტერბურგში, მოსკოვში, ბაქოში, სასომხეთში, სოჩაში, ყაბარდო ბალკანეთში, სირიაში, დუბაიში, ავღანეთშიც, ამერიკაში მცხოვრები ქართველები. ახლო მომავალში ლორენ ჰილის მუსიკოსებთან ვწერ ჩემს ახალ ალბომს და ა. შ.

.

ალბად ოდესმე გამიცნობს, ეგეც ადამიანია (იცინის). წარმატებები მას გულწრფელად. მე როგორც ადამიანს, დიდ პატივს ვცემ და არა როგორც რომელიმე სფეროს მცოდნეს. ჩემთვის ყველა ადამიანი ერთია.“ – განაცხადა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას მომღერალმა დათო კენჭიაშვილმა.

.

ამ კომენტარის გავრცელების შემდეგ კიდევ ერთი საპასუხო პოსტი გავრცელდა, ამჯერად თავად მარინა ბერიძის ფეისბუქ კედელზე. მარინა ბერიძემ სოციალურ ქსელ ფეისბუქში გუსტავ მალერის მეხუთე სიმფონია – Karajan გამოაქვეყნა, რომელიც მიუძღვნა მარინა ხალხს, რომელმაც სოციალურ ქსელში საჯაროდ გააკრიტიკა, იმის გამო რომ დათო კენჭიაშვილს არ იცნობდა.

.

„ვუძღვნი იმ ადამიანებს, ვინც უშვერი სიტყვებით გამლანძღა დათო კენიჭიაშვილის შემოქმედების არცოდნის გამო. მინდა გაგახაროთ, ძირფესვიანად შევისწავლე“ – წერს მარინა ბერიძე სოციალურ ქსელში.


image

0
1230
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
1230
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0