x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
როგორ გადავიღოთ ფოტო სწორად
სოციალური ქსელების ეპოქაში, როდესაც ადამიანზე პირველ წარმოდგენას მის კედელზე განთავსებული ფოტოები ან ინსტაგრამის პროფაილი გვიქმნის, ყველა ცდილობს საკუთარი თავი სხვებზე უკეთ წარმოაჩინოს.

მარტივი ხერხების საშუალებით შესაძლებელია შევქნათ საინტერესო, მოდის ტენდენციების შესაბამისი გარემო ჩვენს კედელზე. შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას იმისათვის, რომ ინსტაგრამზე თუ სხვა სოციალურ ქსელებში თქვენი ფოტოები უფრო ეფექტური ჩანდეს.

1.შეარჩიეთ ლოკაცია

ლოკაცია, ანუ ადგილმდებარეობა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.


როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოთ თავად, თუ ფოტო ცუდ ადგილზეა გადაღებული, მას ყველანაირი ეფექტი ეკარგება.

წარმოიდგინეთ, ძალიან გამოპანჭული გოგონა ან ბიჭი ფოტოზე, რომლის უკანა ფონზეც მონგრეული ღობე ან ცუდად შეღებილი ჭიშკარი ჩანს. სასაცილოა ხომ?

როდესაც განსაკუთრებულ ადგილას მიდიხართ, ეცადეთ წასვლამდე არ გადაიღოთ ფოტო. თქვენი ჩაცმულობა ადგილმდებარეობას უნდა შეესაბამებოდეს.

თუ გსურთ გადაიღოთ ფოტო ახალ ტანსაცმელში, მაგრამ გასვლას არ აპირებთ, უბრალოდ იპოვეთ სადა, ფერადი კედელი. კედლის ფონი მოდურიცაა და არაპრეტენზიულიც.
image

2. დგომის მანერა

ადგილმდებარეობის შემდეგ დგომის მანერა ყველაზე მნიშვნელოვანია.

შეგიძლიათ კამერას შეხედოთ ან გვერდით გაიხედოთ. ყველაზე არაოპტიმალური ვარიანტია, როცა თავით კამერისკენ დგახართ და თვალებით სხვაგან იყურებით. ეს არამც და არამც არ გააკეთოთ. თუ თავით კამერისკენ დგახართ, ყურეთ კამერას, ოღონდ ოდნავ გაუღიმეთ. თუ უფრო ბუნებრივი ფოტო გნებავთ გაიხედეთ გვერდით, პროფილში და ჰორიზონტს შეხედეთ.

ფოტო უნდა იყოს ან საერთო, ან საშუალო ხედით. ანუ- ან მთლიანად უნდა ჩანდეთ ფოტოში, ან მუხლს ზემოთ. წვივებზე მოჭრილი ან წელზე მოჭრილი ფოტო იმდენად ლამაზი არ არის.

ფოტო უნდა გადაგიღონ გქვემოდან. რათა მაღალი გამოჩნდეთ ოღონდ აქაც ზომიერებაა საჭირო. ზედმეტად ქვემოდან გადაღებული ფოტო ხელოვნულად გაწელილს გავს.

ფეხები თხელი და მაღალი რომ გამოჩნდეს ერთი ფეხი ჩატეხეთ თეძოში(როგორც პირველ ფოტოშია), ან გადააჯვარედინეთ.(მეორე ფოტო.)

imageimageთქვენს ფოტოგრაგს სთხოვეთ ჩაიმუხლოს და პირდაპირ, სწორად აიღოს კადრი.


3. ჯდომის მანერა

დამჯდარ მდგომარეობაში ფოტოს გადაღების დროს, ჯობია გვერდულად იჯდეთ და ფეხი ფეხზე გადაიდოთ. რაკურსი აქაც ოდნავ ქვემოდან ან პირდაპირ აიღეთ. ასე ფეხი უფრო გრძელი ჩანს .

image

3. განათება

კაშკაშა მზეში ფოტო კარგი იშვიათად გამოდის .

აარჩიეთ დაჩრდილული ან ნახევრად განათებული ადგილი.ეცადეთ, რომ ფოტოები დღის სინათლეზე გადაიღოთ.

image

4. ხარისხი , ფილტრი და ფოტო-ედითორები

თუ ტელეფონით იღებთ, აუცილებლად თქვით უარი ფოტო-აპლიკაციებზე. რომლებიც ფოტოს ეფექტებს ადებს. ფოტო გადაიღეთ ტელეფონის კამერით.

ფოტოს დასაედითებლად გამოიყენეთ Snapseed, Facetune და თვითონ ინსტაგრამის ფილტერები. VSCO – ეს აპლიკაცია მოიცავს ასობით ფილტრს, შეგიძლიათ სცადოთ.

ეს აპლიკაციები ნაკლებად უკარგავს ფოტოს ხარისხს.

სიმკვეთრის მოსამატებლად ინსტაგრამზე საშუალოდ აუწიეთ Sharpen -ს. დაადეთ ფერი (Colour) 30-მდე სიმძლავრის. ინსტაგრამის ფილტრი არ გამოიყენოთ. თუ გამოიყენებთ 10 -მდე აუწიეთ. მეტი უკვე არაბუნებრივად ჩანს.

5. ინსპირაცია.

შთაგონების გარეშე არაფერი გამოვა. სისტემატიურად ათვალიერეთ ინსტამრამზე ცნობილი მოდელების ფოტოები. და ეცადეთ ისწავლოთ მათგან. თუ გინდათ, რომ თქვენი პროფაილი მიმზიდველი ჩანდეს, ზომიერად მაგრამ უნდა მიბაძოთ მათ, ვინც ეს საქმე კარგად იცის.

6. აღწერა

ფოტოს დაურთეთ მოკლე აღწერა. ეს უნდა მოიცავდეს ქალაქის სახელს, ღონისძიების ან ივენთის სახელს და არა დიდ, უაზრო ტექსტს თუ იუთუბის ლინკს.

საერთოდ, ეცადეთ თქვენი პროფილი და კედელი იყოს სერიოზული იყოს. შესაბამებოდეს თქვენს პროფესიას, სტატუსს და ასაკს.

დროთა განმავლობაში ჩაატარეთ აფდეითი და არასასურველი ფოტოები წაშალეთ. დროსთან ერთად ზოგი ტენდენცია სასაცილო ხდება.

მთავარი წესი კი ბუნებრივობაა. რაც ბუნებრივია ფოტო, მით უკეთესი !

2
85
3-ს მოსწონს
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
85
  
2018, 19 ნოემბერი, 19:46
მომწონს
2018, 19 ნოემბერი, 19:27
კარგი სტატიაა
0 1 2