x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508481
„ახლა წესით ნაცებმა უარი უნდა თქვან ბიძინას ფულით ვალების განულებაზე!“ - შალვა რამიშვილი
image


ტელეკომპანია posttv-ს ერთერთი დამფუძნებელი შალვა რამიშვილი მოქალაქეებისთვის ქართუ ფონდის მიერ დავალიანების განულების ინიციატივას სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა. რამიშვილი მიიჩნევს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ განულებაზე უარი უნდა თქვას:

.

"ახლა წესით ნაცებმა უარი უნდა თქვან ბიძინას ფულით ვალების განულებაზე! სადაა კამპანია #არაბიძინასფულითგასტუმრებულვალს?", -წერს შალვა რამიშვილი.


.

როგორც ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, მილიარდნახევარ ლარს, რომელიც ე.წ. შავ სიაში მყოფ 600 000 მოქალაქეს უნდა ჩამოეწეროს, სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი „ქართუ“.

.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული, ჯამში, მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.

.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ე.წ. შავ სიაში მყოფ ონლაინსესხების კომპანია „ვივუსის“ კლიენტებს დავალიანების ჩამოწერა არ შეეხებათ. როგორც გაირკვა, კომპანია "ვივუსის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლადო გურგენიძე მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერაზე უარს აცხადებს. მისი თქმით, ყოფილი პრემიერმინისტრის, ნაცმოძრაობასთან დაკავშირებული ლადო გურგენიძის კომპანია ვივუსი ერთადერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელმაც ქართუ ფონდთან თანამშრომლობაზე უარი თქვა და მის კლიენტებს დავალიანებებს არ ჩამოაწერს. ასეთია ვივუს.ჯი-ს გადაწყვეტილება.

.

image

.

ამავე თემაზე: ფონდი „ქართუ“ შავ სიაში მყოფი 600 000 პირის საბანკო სესხებს მთლიანად დაფარავს

.

ნაცმოძრაობასთან აფილირებული ლადო გურგენიძის კომპანია „ვივუსი“ ვალის განულებაზე უარს ამბობს

0
252
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
252
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0